სეირნობა ზღაპარში - გლიცინიის ხეივანი იაპონიაში

ეს საოცარი ხეივანი Kawachi Fuji-ს ბაღებში, კიტაკიუშუში, იაპონიაში მდებარეობს. (ტოკოიოდან 5 საათის სავალზე ჩქარი მატარებლით). ბაღში გლიცინიების 20 განსხვავებული სახეობის დაახლოებით 150 მცენარე ყვავილობს. აქ შეხვდებით თეთრად, ლურჯად, იასამნისფრად, ვარდისფრად და იისფერად შეფერილ ყვავილებს.  სწორედ ეს მრავალფეროვნება ქმნის ამ ზღაპრულ გარემოს. 51575342-2880x1800-Wisteria-xc გლიცინიების ბაღი კერძო საკუთრებაა, რომელიც  1977 წელს დაარსდა და ტურისტებისთვის ღია მხოლოდ გლიცინიის ყვავილობის პერიოდში და შემოდგომაზეა, როცა აქაურობა შემოდგომის ფერებით იფარება.  საუკეთესო დრო ვიზიტისთვის გვიანი აპრილიდან მაისი შუა რიცხვებამდეა (ამინდების მიხედვით ყოველ წელს იცვლება). ყვავილობის პიკი ჩვეულებრივ აპრილის ბოლო კვირაშია. Couple-strolling-under-wisteria-tunnel-in-JapanGlycine-Tunnel4Kawachi-Fuji-GardensKawachi-Fuji-Gardens.-JapanKawachi-Fuji-Gardens-Japan-0wisteria-330626 ყველაზე პოპულარული და   ცნობილი ადგილის - გლიცინიების ხეივნის სიგრძე დაახლოებით 200 მეტრია. ამის გარდა ბაღში არის მეორე, დაახლოებით 50 მეტრი სიგრძის ხეივანი, უამრავი გუმბათი, პარკში ეულად ამოსული გლიცინიები, რომლებიც არამარტო ლამაზია, არამედ საოცარ სურნელსაც აფრქვევენ. მთლიანად ბაღი 22 000 კვადრატულ მეტრზეა გაშლილი. Wisteria-Gardenswisteria-tree-tunnel-wallpaper-3wisteria-tunnel-japan-woe1

მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
მოგზაურობის დაგეგმვისას იყენებთ თუ არა ტურისტული კომპანიის მომსახურებას?
მოგზაურობის დაგეგმვისას იყენებთ თუ არა ტურისტული კომპანიის მომსახურებას?
კი
41 %
არა
33 %
გააჩნია მიმართულებას
26 %