10 ადგილი მსოფლიოში, სადაც ყველაზე ნაკლები რაოდენობით შეხვდებით ტურისტებს (ნაწილი I)

სად არ შეხვდები ფოტოაპარატმომარჯვებულ ტურისტებს.... დღეს ჩვენ იმ რამოდენიმე ადგილს შემოგთავაზებთ, სადაც იშვიათად თუ ხვდება უცხო ადამიანის ფეხი...

1. სოფელი გადასალური, ფარერების კუნძულები

3554060-1000-14467231720983553960-1000-1446723206collage2გასადალური პატარა სოფელი, რომელშიც, 2002 წლის მონაცემებით, სულ 18 ადამიანი ცხოვრობს. მანქანით აქამდე მისვლა მხოლოდ 2004 წელს გახდა შესაძლებელი. საავტომობილო გზის გაკეთებამდე აქაური მაცხოვრებლები მთის ბილიკით სარგებლობდნენ, რომელიც სიმაღლეში 400 მეტრამდე აღწევს. სოფლის მისადგომებთან ზღვის ნაპირი ძალიან ციცაბოა, ამიტომაც ნავებამდე მისასვლელად კლდეში გაყვანილი გვირაბით სარგებლობენ. სოფლის ახლოს ჩამოდის ბოსდალაფოსურის ჩანჩქერი, რომელიც 320 მეტრი სიმაღლისაა და პირდაპირ ატლანტის ოკეანეში ჩაედინება.

2. ლა-რინკონადა, პერუ

3546210-1000-1446723326364661cf6bd656a1d0e80c80b085d8703557860-1000-1446723339collage3

ლა რინკონადა ალპებში მდებარე პატარა ქალაქია და მსოფლიოში ყველაზე მაღლა განლაგებულ ქალაქად ითვლება. ქალაქამდე მისვლა შესაძლებელია მაღალი გამავლობის მქონე დიდი სატვირთო მანქანაბით ან მთის ბილიკების გამოყენებით. აქ ნამდვილი ოქროს ციებ-ცხელებაა: ქალაქის სიახლოვეს დაახლოებით 250 პატარა მაღაროა, სადაც ქალაქის მაცხოვრებლები მუშაობენ.  ზოგიერთი ადამიანი მთელი თვის მანძილზე უფასოდ მუშაობს, სამაგიეროდ თვის ბოლო დღეს შეუძლიათ იმდენი მადანი წაიღონ თავისთვის, რამდენსაც მოერევიან. გაიშვიათებული ჰაერის, დაბალი ტემპერატურების და ელემენტარული სანიტარული პირობების არარსებობის გამო აქ მხოლოდ ყველაზე თავგანწირული პერუელები ამოდიან საცხოვრებლად და სამუშაოდ.

3. მაკ-მერდოს სადგური, ანტარქტიკა

3546410-1000-144672340149749ecec5bf230d841079204b9a21523559460-1000-1446723413collage4

მაკ-მერდო საერთაშორისო სამეცნიერო კვლევითი ცენტრია. ამავედროს ის ანტარქტიკის "დედაქალაქად" ითვლება. მუდმივად აქ მხოლოდ მეცნიერები და მოხალისეები ცხოვრობენ, საერთო ჯამში სულ 1300 კაცი. მკაცრი კლიმატური პირობების მიუხედავად აქ აქვთ სპორტული მოედანი, გოლფის მოედანი და ორანჟერეაც კი, რომელიც სადგურს ახალი ხილით და ბოსტნეული ამარაგებს. ქალაქში მოხვედრა ადრე შესაძლებელი იყო მხოლოდ ხომალდების დახმარებით,  გზა კი გრძელი, ხანგრძლივი და საშიში იყო. ზოგჯერ რამოდენიმე თვეც კი გრძელდებოდა მოგზაურობა. ახლა აქ თანამედროვე აეროდრომია აშენებული და კონტინენტთან მიმოსვლა რეგულარულად ხორციელდება.

 4. სახლი ედლიდაეის კუნძულზე. ისლანდია

3546660-1000-1446723468c146c5d743f1ef67da446b6eeecdfdfc3562210-1000-1446723491collage5

ამ სახლს სრულიად დამსახურებულად ეკუთვნის დედამიწაზე ყველაზე განმარტოებული ადგილის სტატუსი. პატარა კლდოვან კუნძულზე ერთადერთი სახლი დგას. 300 წლის წინ აქ დაახლოებით ხუთი ოჯახი ცხოვრობდა, რომლებიც მეთევზეობას, ნადირობას და მსხვილი რქოსანი საქონლის მოშენებას მისდევდნენ. 1930 წლისთვის ედლიდაეი ბოლო მაცხოვრებელმაც მიატოვა. დღეს აქ არავინ ცხოვრობს და ღიაა როგორც ტურისტებისთვის, ასევე მეთევზეების და ყველა იმ მსურველისთვის, ვისაც დარჩენა მოუნდება.

5. ილოკორტოორმიუტი, გრელანდია

3546760-1000-14467235345d0d000f35c35efaa715fd4eec88d5eb3562910-1000-1446723552collage6

ილოკორტოორმიუტი პატარა სოფელია გრელანდიის აღმოსავლეთ სანაპიროზე. აქ უმეტესად მეთევზეები და მონადირეები ცხოვრობენ. დანარჩენი სამყაროსგან ტუნდრითაა გამოყოფილი და ერთ-ერთ ყველაზე ჩრდილოეთით განლაგებულ დასახლებად ითვლება. აქ მოხვედრა შეიძლება თვითმფრინავით (კვირაში ორი რეისი) ან ნავით (წელიწადში რამოდენიმე თვის განმავლობაში). აქ 450-მდე ადამიანი ცხოვრობს. დასახლებაში არის ერთი პროდუქტების მაღაზია და ერთი ისტორიული მუზეუმი. ნელ-ნელა იკიდებს ფეხს ტურიზმიც.

ნაწილი II

მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
რამდენად ხშირად მიმართავთ ტურისტულ სააგენტოებს მოგზაურობის დასაგეგმად ?
რამდენად ხშირად მიმართავთ ტურისტულ სააგენტოებს მოგზაურობის დასაგეგმად ?
A. ხშირად მივმართავ
22 %
B. საერთოდ არ მივმართავ
55 %
C. არც ისე ხშირად მივმართავ
23 %