პანკისობა 2017 დუისში 30 სექტემბერს გაიმართება

სახალხო დღესასწაული „პანკისობა“ 30 სექტემბერს სოფელ დუისში, საფეხბურთო მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართება.

„პანკისობის“ ფარგლებში დაგეგმილია შემეცნებითი, გასართობი და სპორტული ღონისძიებები.

ახმეტის გამგებლის მოადგილის მათე ქავთარაშვილის თქმით, გამოვლინდებიან ხეობის საპატიო მოქალაქეები და დაჯილდოვდებიან წარმატებული მოსწავლეები. ტურიზმის ადმინისტრაციის მხარდაჭერით გაიმართება კონცერტიც.

„ამ ღონისძიების მომზადებაში ჩართულები ვართ სხვადასხვა სამინისტროების, ასევე რეგიონული და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები. გვინდა, რომ ამ ღონისძიებას მივცეთ უფრო მეტი მნიშვნელობა. ძალიან ბევრი სტუმარი ჩამოვა ხეობაში. მინდა ვუთხრა ყველას, რომ არ გამოაკლდეთ არავინ და 2017 წლის პანკისობა განსაკუთრებით აღვნიშნოთ“, – აღნიშნა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის წარმომადგენელმა გიორგი ფარეშიშვილმა.

უახლოეს პერიოდში პანკისში დაგეგმილია ქართულ–ვაინახური ფოლკლორის ფესტივალიც, რომელიც პანკისის სათემო რადიო WAY–ს ორგანიზებით და კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით ხადორში ჩატარდება.

წყარო

მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
რამდენად ხშირად მიმართავთ ტურისტულ სააგენტოებს მოგზაურობის დასაგეგმად ?
რამდენად ხშირად მიმართავთ ტურისტულ სააგენტოებს მოგზაურობის დასაგეგმად ?
A. ხშირად მივმართავ
22 %
B. საერთოდ არ მივმართავ
55 %
C. არც ისე ხშირად მივმართავ
23 %