Ciocanesti - ორნამენტებით მოხატული სოფელი

Ciocanesti - ერთ-ერთი ყველაზე უჩვეულოდა ლამაზი სოფელი, რომელიც ჯერ კიდევ არაა ფართოდ ცნობილი. რუმინეთის ჩრდილოეთით მდებარე ეს სოფელი ორიგინალური მოხატულობით გამოირჩევა. ადგილობრივები ცდილობენ, სოფელს განსხვავებულობა შეუნარჩუნონ, ამისთვის კი ისინი ტრადიციული ორნამენტებით ხატავენ ყველაფერს: ტანსაცმელს, სააღდგომო კვერცხებს, და სახლის კედლებსაც კი.

აქ ხელოვნებას ყველა გრძნობს და მას ადრეული ასაკიდან ითავისებენ. ორნამენტების მოხატვას ბავშვებს საბავშვო ბაღიდან ასწავლიან, ყოველი მშენებარე სახლისთვის კი შესაბამისად მოხატული კედლები სავალდებულოა.

თითოეულ სახლს საკუთარი ტრადიციული ორნამენტები გააჩნია.

ახლადაშენებული სახლებისთვის ორნამენტებით მოხატული კედლები სავალდებულო 2004 წლიდან გახდა.

ორნამენტებით მოხატული პირველი სახლი ასე გამოიყურება, მეპატრონემ ის 1950 წელს მოხატა

Ciocanesti-ში მოხატულია არა მხოლოდ სახლები, არამედ პოლიციის შენობაც კი.

ადგილობრივ ეთნოგრაფიულ მუზეუმში ტრადიციული ხელოვნების უამრავი ნიმუში შეგიძლიათ ნახოთ.

მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
სად გაატარებთ ზამთრის შვებულებას?
სად გაატარებთ ზამთრის შვებულებას?
საქართველოში
42 %
ევროპაში
22 %
აზიაში
6 %
თურქეთში
7 %
ეგვიპტეში
8 %
საბერძნეთში/კვიპროსზე
6 %
სახლში
10 %