10 რამ, რაც ლონდონში ვიზიტისას უნდა გააკეთოთ

ლონდონი დაახლოებით 2000 წლის წინ რომაელებმა დააარსეს, როგორც რომის ერთ-ერთი პროვინციის ქალაქი. დღეს კი ის დიდი ბრიტანეთის დედაქალაქია. მას წამყვანი პოზიცია უკავია ევროპის ქალაქებს შორის თავისი ხელოვნებით, განათლებით, კომერციით, გართობით, მედიით, ჯანდაცვით, ფინანსებით და ტურიზმით.

 

ლონდონს ყოველწლიურად, საშუალოდ 17 მილიონი ტურისტი სტუმრობს. წარმოგიდგენთ ტოპ 10 აქტივობას, რომლებიც ლონდონის ვიზიტისას უნდა განახორციელოთ.

 

 Warner Bros. Studio Tour

 

აუცილებლად წადით Warner Bros. Studio-ს ტურზე. იქ ნახავთ ჰარი პოტერის გადასაღებ მოედანს, კოსტუმებს, ეწვევით ფილმში არსებულ ადგილებს, ისეთებს როგორიცაა Great Hall-ი, დამბლდორის ოფისი და ჰაგრიდის ქოხი.

 

იხილეთ დეტალურად

 Warner Bros. Studio Tour

 

Buckingham Palace Tour

 

აუცილებლად ეწვიეთ ბუკინგემის სასახლეს, დედოფლის ოფიციალურ რეზიდენციას. დაათვალიერეთ სასახლე, მისი არქიტექტურა, დიზაინი და არ გამოტოვოთ 2018 წლის სპეციალური გამოფენა, რომელიც უელსის პრინცის 70-ე დაბადების დღეს ეძღვნება. ბუკინგემის სასახლე ღიაა მნახველებისთვის 21 ივლისიდან 30 სექტემბრამდე.

 

იხილეთ დეტალურად

Buckingham Palace Tour

 

The Coca-Cola London Eye 

 

ლონდონის ერთ-ერთი მთავარი ღირსშესანიშნაობაა The Coca-Cola London Eye (კოკა-კოლას ლონდონის თვალი). ის 32 კაფსულისგან შედგება, თითოეული 10 ტონას იწონის. კაფსულებიდან ულამაზესი ხედი იშლება ქალაქის 55-ზე მეტ ღირსშესანიშნაობაზე. მთლიანი წრე 30 წუთი გრძელდება.

 

 იხილეთ დეტალურად

The Coca-Cola London Eye 

 

Hop on hop off bus tour

 

წინასწარ დაჯავშნეთ ბილეთი ტურისტულ ავტობუსზე. მათი მარშრუტი ქალაქის ძირითად ღირსშესანიშნაობებს მოიცავს მათ შორისაა: ლონდონის კოშკი, ბუკინგემის სასახლე, Westminster Abbey, St Paul's Cathedral და ტრაფალგარის მოედანი.

 

იხილეთ დეტალურად

Hop on hop off bus tour

 

Madame tussauds museum london

 

მადამ ტიუსოს მუზეუმში პოლიტიკაში, შოუ-ბიზნესში, სპორტში მოღვაწე ცნობილ ადამიანებს ნახავთ დაწყებული შექსპირით, დამთვრებული Lady Gaga-თი. რაღა თქმა უნდა, აქვე მოინახულებთ დიდი ბრიტანეთის სამეფო ოჯახს.

 

იხილეთ დეტალურად

Madame tussauds museum london

 

გაგრძელება იხილეთ შემდეგ პოსტში.

მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
რამდენად ხშირად მიმართავთ ტურისტულ სააგენტოებს მოგზაურობის დასაგეგმად ?
რამდენად ხშირად მიმართავთ ტურისტულ სააგენტოებს მოგზაურობის დასაგეგმად ?
A. ხშირად მივმართავ
22 %
B. საერთოდ არ მივმართავ
55 %
C. არც ისე ხშირად მივმართავ
23 %