ყვავილების ფესტივალი ბაქოში

ბაქო მრავალფეროვანი, საინტერესო ქალაქია. ის ისტორიის, ძველი კულტურის და თანამედროვეობის მიქსია, რომელიც ათასობით ტურისტზე ტოვებს წარუშლელ შთაბეჭდილებას.

ერთ-ერთი ახლად დაარსებული ფესტივალი, რომელიც ბაქოში ტარდება, ყვავილების ფესტივალია. ის 2004 წლიდან მოყოლებული, ყოველ 10 მაისს ტარდება.

თავდაპირველად ფესტივალი ჰეიდარ ალიევის სახელობის  პარკში ტარდებოდა  და ყვავილების გამოფენით აღინიშნებოდა, ახლა კი მთელს ქალაქს მოიცავს და ყვავილების გამოფენის გარდა მათ, დარგვასაც გულისხმობს.  წელს ფესტივალი ეკოლოგიურ პრობლემებს მიეძღვნება.

ფესტივალს თან ახლავს  ფოლკლორული კონცერტები და ფეიერვერკები. პარკი, სადაც ფესტივალი ტარდება, მორთულია ასობით ათასი ულამაზესი ყვავილით მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან, მათ შორის ბრაზილიიდან, საფრანგეთიდან, თურქეთიდან, ჰოლანდიიდან, იტალიიდან და ჩინეთიდანაც კი.

წლევანდელ ფესტივალზე სხვადასხვა ორგანიზაციები და ფიზიკური პირები ერთმანეთს იკებანას შექმნაში შეეჯიბრებიან.

 

მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
რამდენად ხშირად მიმართავთ ტურისტულ სააგენტოებს მოგზაურობის დასაგეგმად ?
რამდენად ხშირად მიმართავთ ტურისტულ სააგენტოებს მოგზაურობის დასაგეგმად ?
A. ხშირად მივმართავ
22 %
B. საერთოდ არ მივმართავ
55 %
C. არც ისე ხშირად მივმართავ
22 %