ცნობილი კურტიზანის სიკვდილი და სიყვარულის კედელი - გაიგე რა ხდებოდა მსოფლიოში 15 ოქტომბერს

ხელის დაბანის საერთაშორისო დღე

"დაიბანეთ ხელები ჭამის წინ!" მსგავსი  მოწოდებების პოსტერები საბჭოთა კავშირის დროინდელ ბევრ სასადილოში ეკიდა და ვიზიტორებს ახსენებდა სადილის წინ ჰიგიენის ელემენტალურ რიტუალს. თუმცა თანამედროვე კაფეებისა და რესტორნების კედლებზე ვერ შეხვდებით ასეთ მოწოდებებს.

2008 წლიდან გაეროს ბავშვთა ფონდმა 15 ოქტომბერი ხელების დაბანის დღედ გამოაცხადა. საინტერესოა, რომ 2008 წელს 120 მილიონმა ბავშვმა 70 მეტ ქვეყანაში  ხელები საპნით დაიბანეს.  ამ დღის დევიზია: „ჩვენი ხელები, ჩვენი მომავალია“ და მოუწოდებს ადამიანებს დავიცვათ ერთმანეთის ჯანმრთელობა.

 

თეთრი ხელჯოხის საერთაშორისო დღე

საერთაშორისო თანამეგობრობამ კალენდარში არაერთი  მნიშვნელოვანი და დასამახსოვრებელი თარიღი აღნიშნა და  მათ შორის - თეთრი ხელჯოხის საერთაშორისო დღე (International White Cane Safety Day)

ეს არ არის დღესასწაული, ეს არის ერთგვარი „მესიჯი“ და შეხსენება,  რომ არსებობს შეზღუდული შესაძლებობის მქონე ადამიანები, რომლებსაც სჭირდება დახმარება და ჩვენი მხრიდან სოლიდარობა.

 

მატა ჰარის სიკვდილით დასჯის დღე

1917 წლის 15 ოქტომბერს საფრანგეთში ჯაშუშობისთვის მატა ჰარი სიკვდილით დასაჯეს

მატა ჰარი - კარგად იყო ცნობილი ევროპაში XX საუკუნის დასაწყისში. ის  პროფესიონალურად ასრულებდა ინდურ და იაპონურ ცეკვებს. ის ცეკვავდა პარიზის მოდის სალონებში, მონტე კარლოში, ბერლინში, ვენაში, მილანში და მადრიდში. უზარმაზარი წარმატებებით სარგებლობდა. მატა ჰარი ევროპაში ყველაზე მაღალანაზღაურებადი კურტიზანი იყო, რომელიც  ერთ-ერთ ყველაზე განთქმულ ჯაშუშად იქცა.

 

79 წლის წინ - დიდი დიქტატორის პრემიერა

1940 წლის 15 ოქტომბერს ნიუ იორკში ჩაპლინის პოლიტიკური კინოსატირის "დიდი დიქტატორის" მსოფლიო პრემიერა გაიმართა.  ფილმი აჩვენებს Capitol-ის  და Astor-ის  კინოთეატრებში. ეს იყო პირველი სრულმეტრაჟიანი (124 წუთი) ფილმი, რომელიც ჩაპლინმა საკუთარი სცენარით თავის სტუდიაში გადაიღო 2 მილიონ დოლარად

 

პარიზი - სიყვარულის კედელი

პარიზი  - ისტორიის, ხელოვნების, მოდის, საქმიანი ცხოვრების, ქუჩის კაფეების, კაბარეს და, რა თქმა უნდა, რომანტიკის ქალაქია.

პარიზს ხშირად სიყვარულის ქალაქს უწოდებენ - საუკუნეების განმავლობაში მან უამრავი სასიყვარულო ისტორია დააგროვა  და მისი ქვის კედლები დღემდე ინახავენ არაერთ გულწრფელ საიდუმლოებას და ინტრიგებში ჩაფლულ სასიყვარულო დრამას.

ოცდამეერთე საუკუნის დადგომის აღნიშვნასის საპატივცემულოდ შეიქმნა სიყვარულის კედელი, რომელიც 612 ფილისგან არის აგებული და მასზე 311 ენაზე წერია „მე შენ მიყვარხარ“, მათ შორის ქართულ ენაზეც.

 

 

 

 

მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
სად გაატარებთ ზამთრის შვებულებას?
სად გაატარებთ ზამთრის შვებულებას?
საქართველოში
42 %
ევროპაში
22 %
აზიაში
6 %
თურქეთში
6 %
ეგვიპტეში
8 %
საბერძნეთში/კვიპროსზე
6 %
სახლში
10 %