მამაკაცები ამზადებენ ვახშამს, ნუშის მწარე შოკოლადი და ახალი ერა - 7 ნოემბერი

#365days #7ნოემბერი

გაიგე რას აღნიშნავენ ან რა მოხდა 7 ნოემბერს

 

ახალი ერას დღე (New Era Day), ტუნისი

 

 

ყოველწლიურად, 7 ნოემბერს ტუნისში, აღინიშნება ეროვნული დღესასწაული - ახალი ერა (New Era Day) ან განახლების დღე (Renewal Day). 
ტუნისის მოქალაქეებს კარგად ახსოვთ, როდესაც რადიომ მოულოდნელად შეწყვიტა ლიბანის პოპულარული მომღერლის ფეიროზის კონცერტი და გამოაცხადა, რომ 84 წლის სახელმწიფო მეთაური, „ნაციის მამა“ ჰაბიბ ბურგუიბა თანამდებობიდან მოხსნეს.
7 ნოემბერს ამ პოლიტიკურ აჯანყებასთან დაკავშირებით რესპუბლიკა აღნიშნავს სახელმწიფოებრივ დღესასწაულს - ახალ ერას.

 

„მამაკაცები ამზადებენ ვახშამს“ ეროვნული დღე - National Men Make Dinner Day

 

 


ნოემბრის პირველ ხუთშაბათს აშშ-შ და სხვა ზოგიერთ ქვეყანაში აღნიშნავენ დღეს, როდესაც მამაკაცი სახლში „დიასახლისობს“.
ეს ნაციონალური დღე შეიქმნა 2001 წელს, სენდი შარკის მიერ.
ზოგიერთ მამაკაცს უყვარს სამზარეულოში ტრიალი, ზოგიერთი კი სამზარეულოში „იკარგება“ და უცხოდ გრძნობს თავს. ეს დღე შეიქმნა ზუსტად მათთვის, რათა მეტი ცოდნა მიიღონ სამზარეულოს საქმიანობის შესახებ. ასევე, რათქმაუნდა, ეს დღე ქალებისათვისვისაა, რომ ყოველდღიური საქმიანობისგან დაისვენონ. 
ამ დღეს მამაკაცებისთვის არის გარკვეული წესები,რომლებიც უნდა იყოს შესრულებული:
•    მთავარი კერძი უნდა შეიცავდეს არანაკლებ 4 ინგრედიენტს და სჭირდებოდეს ჩანგლის გარდა კიდევ 1 სამზარეულოს ნივთი.
•    მამაკაცი მიდის მაღაზიაში ყველა საჭირო ინგრედიენტის „მოსაპოვებლად“( სანადიროდ) 
•    ალაგებს და რეცხავს ყველაფერს რაც გამოიყენა
 

 

ნუშიანი მწარე შოკოლადის ნაციონალური დღე (National Bittersweet Chocolate with Almonds Day)

 

 

7 ნოემბერს არის ნუშიანი მწარე შოკოლადის ნაციონალური დღე - ეს არის შოკოლადის დაგემოვნების ერთ-ერთი ყველაზე ჯანსაღი გზა.
შავი შოკოლადი ლიქიორით, რომელშიც დამატებულია შაქარი, კარაქი, კაკაო და ვანილი. ასევე ნუშის დამატებაც შეიძლება. ბოლო გამოკვლევების მიხედვით  ჯანმრთელობისთვის სასარგებლო ყოფილა. რა თქმა უნდა ზომიერი რაოდენობით მსგავსი შოკოლადის მიღება, ასევე ნუშის დამატებაც შეიძლება,რაც ასევე სასარგებლოა ჯამრთელობისთვის.

მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
რამდენად ხშირად მიმართავთ ტურისტულ სააგენტოებს მოგზაურობის დასაგეგმად ?
რამდენად ხშირად მიმართავთ ტურისტულ სააგენტოებს მოგზაურობის დასაგეგმად ?
A. ხშირად მივმართავ
23 %
B. საერთოდ არ მივმართავ
55 %
C. არც ისე ხშირად მივმართავ
23 %