ვენა დეკემბერში: ბრწყინვალე საშობაო ზღაპარი

ასეთი საზეიმო, კაშკაშა და ზღაპრული ვენა მხოლოდ წელიწადში ერთხელ ხდება - დეკემბერში. ფერადი შუქები, ხმაურიანი ბაზრობები და მხიარული ღონისძიებები, სასიამოვნო გლინტვეინის სურნელი, ნაზი ყავის არომატი, დაუვიწყარი საშობაო ნამცხვრების გემო და ვენის ვალსის მელოდიები. აქ ათასობით ტურისტი ჩამოდის მთელი მსოფლიოდან,რომ ნახონ თუ როგორია ვენა დეკემბერში.

 


ამიტომ თუ ჯერ კიდევ არ გაქვს დაგეგმილი სად გაემგზავრებით ამ ზამთარს, ჩვენ გირჩევთ ჯადოსნურ ვენას.


რა თქმა უნდა ყველაფერი ასე იდეალურად ვერ იქნება თქვენს მოგზაურობაში. მთავარი მინუსია - ამინდი. დიდი ტენიანობის და ძლიერი ქარის გამო ტემპერატურა ვენაში +1°C.
მაგრამ ეგეც არ არის პრობლემა, თბილი ტანსაცმელი და ფეხსაცმელი,შარფი,ხელთათმანი,ქუდი და ქოლგა - ეს ზამთრის ნაკრები ნამდვილად არ შეგაციებს, ამიტომ შენი მოგზაურობა ვენაში, ასე ვთქვათ უპრობლემო იქნება.

 

 

რა შეიძლება ნახო ვენაში შობას


რადგან დეკემბერში და იანვარში სასეირნოდ ამინდი ხელს არ გიწყობს, არადა გინდა ქალაქის დათვალიერება. იპოვე ტრამვაი რომელზეც წერია «Vienna Ring Tram».
ეს არის სპეციალური საექსკურსიო ტრამვაი, რომლის საშვალებითაც შეძლებ მოინახულო ვენის ულამაზესი ქუჩები და არქიტექტურული შედევრები.

 

 

მიუხედავად იმისა რომ თოვლი არ არის, მთელს ქალაქში გახსნილია სასრიალო მოედნები, ყველაზე დიდ მოედანს ქვია „ვენის ყინულოვანი ოცნება“. სადაც შეგიძლია ოჯახთან ერთად ისრიალო და ისიამოვნო. 

 


ასევე არ დაგავიწყდეს რომ ყველა მუზეუმი ღიაა და მზად არის წარმოგიდგინოს თავისი საუკეთესო ექსპონატები. აუცილებლად ეწვიე მუზეუმების კვარტალს.


დღესასწაულები და ფესტივალები

 


ვენის მთავარი დღესასწაულები დეკემბერში და იანვარში, უსიტყვოდ - შობა და ახალი წელია.


მხიარული ღონისძიებები არ მოგაწყენენ, ვენის შობის დესერტები და ნამცხვრები გასიამოვნებენ და ქალაქი სულ უფრო და უფრო დაიპყრობს შენს გულს.

 

 

შობა ვენაში აღინიშნება 25 და 26 დეკემბერს. ყველაზე საინტერესო ის არის, რომ მშვენიერი, მხიარული და გრანდიოზული, ამ დღესასწაულისთვის მზადებაა. საახალწლო ბაზარი თითქმის ერთი თვით ადრე იხსნება შობამდე პარკებში და მოედნებზე. 24 დეკემბრერს კი ყველა ბაზარი თითქოს შეშდება, არ მუშაობენ მაღაზიები და საჯარო დაწესებულებები. შობა ითვლება საოჯახო დღესასწაულად. ამიტომ ვენაში მოგზაურობა 23 დეკემბრამდე უნდა მოასწრო.

 

 


 

მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
სად გაატარებთ ზამთრის შვებულებას?
სად გაატარებთ ზამთრის შვებულებას?
საქართველოში
42 %
ევროპაში
22 %
აზიაში
6 %
თურქეთში
7 %
ეგვიპტეში
8 %
საბერძნეთში/კვიპროსზე
6 %
სახლში
10 %