47

მამაკაცები, მეწარმე, ტუალეტი, ცუდი დღე - 19 ნოემბერი

19 ნოემბერი 2019
#365days #19ნოემბერი
გაიგე თუ რას აღნიშნავენ ან რა ხდება მსოფლიოში 19 ნოემბერს
მამაკაცების საერთაშორისო დღე
ყოველწიურად, 19 ნოემბერს მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანა მამაკაცების საერთაშორისო დღეს (International Men's Day, IMD) აღნიშნავს. პირველად ეს დღე ტრინიდადი და ტობაგოს რესპუბლიკის მოსახლეობამ 1999 წელს აღნიშნა. შეგახსენებთ, ეს არის კუნძულოვანი სახელმწიფო კარიბის ზღვის სამხრეთით, რომელიც შედგება ორი დიდი და რამდენიმე პატარა კუნძულისგან.
დროთა განმავლობაში ამ დღესასწაულის აღნიშვნა არა მხოლოდ კარიბის ზღვის აუზის ქვეყნებმა, არამედ ევროპამ და აზიამ, ჩრდილოეთ ამერიკამ და გაერომაც კი დაიწყეს. დღესდღეობით, მამაკაცების საერთაშორისო დღე 60 ქვეყანაში აღინიშნება.
საინტრესოა, რომ ამ დღის მიზანია - ოჯახში და შვილების აღზრდაში მამაკაცის გენდერული დისკრიმინაციისთვის ყურადღების მიქცევა.
ამ დღეს მთელ მსოფლიოში ტარდება სხავდასხვა სახის სემინარები, მშვიდობიანი დემონსტრაციები და სხვადსხვა არტ-ობიექტების გამოფენა, რომელიც
...