ვენეციური ქალაქი კრეტაზე, რომელიც აუცილებლად უნდა მოინახულოთ
არაჩვეულებრივი სილამაზის და უმშვენიერესი ბუნების რეთიმნო - შუა საუკუნეების ვენეციური ქალაქია კრეტაზე, საბერძნეთში. ქალაქის მე-16 საუკუნის შენობა-ნაგებობები უძველესი ვენეციური არქიტექტურის შესანიშნავი მაგალითებია.
რეთიმნოს ისტორიული ნაწილი ნამდვილი მუზეუმია ღია ცის ქვეშ: ვიწრო ქუჩების ლაბირინთი, ვენეციური ეკლესიების, თურქული მეჩეთების, კათოლიკური და მართმადიდებლური ტაძრების დიდი რაოდენობა. არქიტექტურული ძეგლების მრავალფეროვნება გულგრილს ნამდვილად არ დაგტოვებთ.
ქალაქში სეირნობისას აუცილებლად უნდა ეწვიოთ ვენეციურ ციხეს, ფორტეცას. ის პალეოკასტროს (ძველი ციხე-სიმაგრე) გორაკზე მდებარეობს, საიდანაც მთელ ქალაქზე და ზღვაზე შესანიშნავი ხედი იხსნება. ციხე-სიმაგრის შემდეგ შეგიძლიათ შეხვიდეთ არქეოლოგიის მუზეუმში, სადაც ადრე ქალაქის საპატიმრო იყო განლაგებული. მოინახულეთ ზღვის ცხოვრების მუზეუმი, რომელიც აღდგენილ მონასტერშია განლაგებული. აქვე მეზობლად ნახავთ მუნიციპალურ გალერეას, სადაც წარმოდგენილია თანამედროვე ბერძენი მხატვრების ტილოები. აუცილებლად დაათვალიერეთ ოთხი მოწამის მოედანი და იმავე სახელწოდების ეკლესია.
რეთიმნოდან წასვლის შემდეგ, ვენეციელებმა ძალიან ბევრი არქიტექტურული ღირშესანიშნაობა დატოვეს, რომელთა რიცხვში ვენეციური ნავსადგური შედის. ის შუასაუკუნეებშია აშენებული და ახლა მის სანაპიროზე ნახავთ ძველ იტალიურ მყუდრო სახლებს. ეს კრეტას ერთ-ერთი ყველაზე ძველი მოქმედი ნავსადგურია. მის ნაპირას მდებარეობს მე-17 საუკუნის მაღალი შუქურა, რომლის გასწვრივ ძალიან ბევრი კაფე, ტავერნა და მაღაზიებია განთავსებული. ნავსადგურის სამხრეთ ნაწილში თევზეულობის მაღაზიებია, სადაც საკმაოდ იაფად იყიდით ზღვის პროდუქტებს.
თუ თქვენ არ იცით სად წახვიდეთ ბავშვებთან ერთად - აუცილებლად მოინახულეთ ბოტანიკური ბაღი Biotopoi. აქ თავმოყრილია კრეტას მთელი ფლორა და ფაუნა. ექსპონატებს შორის უნიკალური ტროპიკული მცენარეებია, რომელიც მხოლოდ კრეტაზე თუ ნახავთ, ასევე არის პეპლების ეგზოტიკური სახეობები და ტორპიკული ჩაი. პარკის ტერიტორიაზე ცხოველების დაახლოებით 50 სახეობაა განთავსებული.
რეთიმნოს ძველ ნაწილში, პლატანოს მოედანზე, შეგიძლიათ ნახოთ რიმონდის შადრევანი. ეს შადრევანი მე-17 საუკუნეშია აშენებული. ლეგენდის თანხმად, თუ შეყვარებული წყვილი შადრევნიდან ერთად დალევს წყალს, აუცილებლად დაქორწინდებიან.
წლიდან წლამდე ათასობით პოეტი, მხატვარი და ფოტოგრაფი ჩამოდის აქ, ეძებს და პოულობს მუზას და შთაგონებას.
რეთიმნო საკურორტო ადგილებითაც არის ცნობილი და ტურისტებს თავისი 6 ულამაზესი სანაპიროთი უღრუბლო ცას და წკრიალა ზღვას პირდება.
ტურები კრეტას და საბერძნეთის მიმართულებით: კრეტა, საბერძნეთი