გეიშასთვის სურათის გადაღება აკრძალულია

იაპონიის პოპულარულ ტურისტულ ქალაქ კიოტოში აიკრძალა გეიშასთვის სურათის გადაღება. ამის მიზეზი კი, მოგზაურების არასაკადრისი ქცევით გამოწვეული უძველესი პროფესიის წარმომადგენლების საჩივრები იყო - წერს  Diy Photography.

 


კიოტოს ისტორიული უბანი გიონი ნამდვილ ტურისტულ ღირშესანიშნაობად ითვლება, აქ ნახავთ ტრადიციული ქვის ტროტუარებს, რესტორებს და ჩაის სახლებს. ამავდროულად გიონოში გეიშების და მათი მოწაფეების ძალიან დიდი ნაწილი ცხოვრობს. აქ მდებარეობს გეიშების საცხოვრებელი და სამუშაო ადგილები. ამჟამადაც გიონი რჩება კონსერვატიულ ადგილად, სადაც ხელუხლებელ ტრადიციულ კულტურას იხილავთ.


ზუსტად გეიშები ბოლო დროს უჩიოდნენ მრავალრიცხოვან ტურისტებს, რომლებიც მათ ნებართვის გარეშე სურათებს უღებდნენ, და ზოგ შემთხვევაში არაკორექტულად ექცეოდნენ კიდევაც. სტუმრების ასეთი უპატივცემულო საქციელის გამო, გიონის უბნის მაღაზიების მფლობელებისა და მოსახლეობის ასოციაციამ მიიღო კარდინალური გადაწყვეტილება: უბნის ყველა ქუჩაზე იკრძალება სურათების გადაღება. 

 


ასოციაციის ხელმძღვანელის, მიმიკო ტაკაიასუს თქმით, ასეთი აკრძალვა გიონის ტრადიციული ატმოსფეროს შესანარჩუნებლად მიიღეს. და ვინ არ დაემორჩილება ამ აკრძალვას დაჯარმიდება 10 000 იენის ოდენობით (დაახლოებით 100$). ამის გარდა ტურისტებს აფრთხილებენ ქუჩებში დამონტაჟებული ვიდეო კამერების შესახებ, რომელიც დაეხმარება კანონდამრღვევის დაჭერაში.


გიონი გახდა პირველი დასახლებული პუნქტი, რომელმაც თავის ქუჩებში სურათების გადაღება აკრძალა. თუმცა ბოლო დროს ლონდონის ნოტინგ ჰილის მოსახლეობაც იმუდარება ამას, რადგან მათი სახლის კარებთან და ფანჯრებთან ტურისტების უთვალავი სელფის გადაღებით ძალიან შეწუხდნენ. საინტერესოა, რომ საბერძნეთის კუნძულზე როდოსზე ორი წლის წინ ახალდაქორწინებული წყვილის საკმაოდ ვულგარული ფოტოსესიის შედეგად საერთოდ აიკრძალა საქორწილო ცერემონიების ჩატარება.

მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
სად გაატარებთ ზამთრის შვებულებას?
სად გაატარებთ ზამთრის შვებულებას?
საქართველოში
42 %
ევროპაში
22 %
აზიაში
6 %
თურქეთში
7 %
ეგვიპტეში
8 %
საბერძნეთში/კვიპროსზე
6 %
სახლში
10 %