VOL.3 ევროპის ყველაზე მისტიური ადგილიები
ევროპის ყველაზე მისტიური ადგილიები VOL.1
ევროპის ყველაზე მისტიური ადგილიები VOL.2
ჩვენ ვაგრძელებთ თქვენს გაცნობას ევროპის ყველაზე მისტიურ ადგილებთან.
გრიუერი,შვეიცარია
უცნაურია, სწორედ ამ თვალწარმტაც ქვეყანას უწოდებენ ალქაჯების სამშობლოს. რა თქმა უნდა, ყველაფერი შედარებითია, მაგრამ ერთ სულ მოსახლეზე ეშმაკის მსახურების რაოდენობა აქ ყოველთვის უფრო მეტი იყო, ვიდრე მთლიან ევროპაში.
გრიუერის მთა და შავი კოშკითა და მადონას მონასტრით ამავე სახელწოდების ქალაქი იგივენაირად დგას, როგორც თითქმის ხუთასი წლის წინ. და როგორც მაშინ, სავსე მთვარის დროს ახლაც შეგიძლიათ შეასრულოთ განბანვის რიტუალი, ჩირაღდნების შუქზე, ალპებში გრიუერის ტბაში და მოისმინოთ მონაზვნების შელოცვების ჩუმი ხმა.
გრუიერში იპოვით სახენგანთქმული „უცხოს მამის“ (იგულისხმება ფილმი „ALIEN“), ჰანს გიგერის მუზეუმს. გენიალური მხატვარი და დიზაინერი, რომელსაც საკმაოდ უცნაური და შიშისმომგვრელი ხედვა გააჩნდა ხელოვნებაზე. 1980 წელს გიგერმა მიიღო ოსკარი საუკეთესო ვიზუალური ეფექტების შექმნისთვის. იგი ასევე არის არანაკლებ გენიალური მწერლის, გოვარდ ლავკრაფტის წიგნში, „ნეკრონომიკონი“ (Necronomicon), არსებული ილუსტრაციების ავტორი. მუზეუმში ასევე მდებარეობს ბარი, ტურისტებს შეუძლიათ მიიღონ ცოტა ალკოჰოლი გამბედაობისთვის, რადგანაც აქ ყველაფერი შიშს გვრის . თუმცა თავად შეგიძლიათ გამოცადოთ საკუთარი თავი, უბრალოდ ფრთხილად იყავით და გახსოვდეთ „უცხონი“ ისინი ჩვენს შორის არიან...
კაშელის კლდე, ტიპერერი, ირლანდია
ამ მასიური გრანიტის ნაწილის შესახებ ირლანდიელები ამბობენ:„ეშმაკმა დედამიწას ნაწილი მოაჭამა და უკან გადმოაგდო. ასე წარმოიშვა კაშელი“. სიტყვასიტყვით სახელი ითარგმნება, როგორც „ქვის ნამცხვარი“. ამაზე საშიშ და გამომწვევ, მისტიურ რამეს ვერ შეხვდებით კუნძულზე.
მწვანე მდელოების შუაგულში, მახინჯი ფუნჩულას ფორმის შეუხედავი კლდე, დიამეტრით რამოდენიმე კილომეტრია და მასზე ათასი წლი შავი ციხე-სიმაგრეა აღმართული, , რომელიც კელტური ჯვრების და შელოცვები სიმრავლის მიუხედავად, მაინც ვერ იცავს ამ ადგილს კაცობრიობის უჩინარი მტრისგან.
რა თქმა უნდა მოჩვენებების გარეშე არ არის ეს ისტორია. ამბობენ, რომ აქ მწვანე ლედი ბინადრობს - გრძელ ელეგანტურ კაბაში გამოწყობილი წარმოუდგენელი სილამაზის ქალბატონი. ზოგიერთს მიაჩნია, რომ ეს ელიზაბეტ კონორია, ერთ-ერთი მფლობელის ქალიშვილი. ლეგენდის თანახმად, მწვანე ლედი იმდენად დამწუხრებულია, რომ მასთან შეხვედრის შემთხვევაში ადამიანიც გრძნობს დიდ მწუხარებას, რომელიც შეიძლება გადაიზარდოს მელანქოლიაში და ჰქონდეს ფატალური შედეგი...
ბელიც-ჰაილშტეტენის მიტოვებული საავადმყოფო (ბერლინი, გერმანია)
ბელიც-ჰაილშტეტენის საავადმყოფო კომპლექსი (ბელიცის სანატორიუმი) თავდაპირველად განკუთვნილი იყო ტუბერკულოზით დაავადებული პაციენტების სამკურნალოდ, მაგრამ პირველი და მეორე მსოფლიო ომის დროს გადააკეთეს სამხედრო საავადმყოფოდ. ომის შემდეგ, აქაურობა საბჭოთა ოკუპაციის ზონაში აღმოჩნდა და სსსრ-ის ფარგლებს გარეთ უდიდესი საბჭოთა საავადმყოფო გახდა.
ამჟამად საავადმყოფო მიტოვებულია, მაგრამ მის გარშემო მრავალი იდუმალი ისტორია და ლეგენდა დადის - საავადმყოფოში მისულ ცნობისმოყვარე ადამიანს ესმის ჩურჩული და მის ფანჯრებში ჩრდილებსაც ამჩნევენ. ამავდროულად ამ შენობის აურისგან და ნეგატიური ენერგიისგან ყველაზე გაბედული ტურისტიც კი თავს არც თუ ისე კარგად გძნობს.
ნოიშვანშტაინის ციხე-სიმაგრე (Castle Neuschwanstein) (ბავარია, გერმანია)
ძნელი დასაჯერებელია, რომ დისნეის სტუდიის ლოგოზე გამოსახული კონკიას და დისნეილენდის პარკში მდებარე მძინარე მზეთუნახავის სასახლეების მოდელები გერმანიაში, ბავარიის ნოიშვანშტაინის ციხე-სიმაგრის მიხედვითაა აგებული.
ნოიშვანშტაინის ციხე-სიმაგრე - სიტყვა სიტყვით „გედის ახალ ქვას, კლდეს ნიშნავს და ის სამხრეთ გერმანიის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ადგილია ტურისტებში.
აქ მოსული ხალხი არაერთხელ უჩიოდა ციხესიმაგრეში მომხდარ საშინელ ინციდენტებს და უცნაურ შეგრძნებებს, ეს ყველაფერი დაკავშირებულია ციხესიმაგრის დამაარსებლის - ბავარიის მეფის ლუდვიგ II-ის სახელთან. მას ჰალუცინაციები აწუხებდა და თავისუფლად შეეძლო ესადილა ლუი XIV-სთან. ლუდვიგი გიჟად შერაცხეს და ტახტიდან გადააყენეს. ამბობენ რომ ის საკმაოდ იდუმალ გარემოებებში გარდაიცვალა. ბევრი ეთანხმება იმ აზრს, რომ მეფის სული ციხე-სიმაგრის კედლებში მოსვენებას ჯერ კიდევ ეძებს.
პარიზის კატაკომბები (საფრანგეთი)
საფრანგეთის დედაქალაქი ცნობილია არა მხოლოდ თავისი რომანტიზმით, დიდი რაოდენების მუზეუმებითა და გამოფენებით, არამედ საიდუმლოებებით მოცული კატაკომბებითაც, რომელთა საერთო სიგრძე სხვადასხვა წყაროების მიხედვით 187 – 300 კილომეტრამდე მერყეობს. დროთა განმავლობაში კატაკომბერი ქალაქის ნაწილი გახდა. სარდაფები და მარნები დროთა განმავლობაში გადაიქცა თავისებურ მიწისქვეშა სასაფლაოდ. ამბობენ, რომ XVII საუკუნის დასასრულს, კატაკომბების გამო, კედლები, რომლებიც სასაფლაოს საცხოვრებელი რაიონისგან ყოფნა - დაინგრა, სახლების სარდაფები გარდაცვლილებით აივსო.
ამჟამად კატაკომბებში დაახლოებით 6 მილიონამდე ადამიანის ნეშთია. დღესდღეობით, ტურისტებისთვის დასათვალიერებლად გამოყოფილია მხოლოდ 2 კილომეტრის მანძილი, ეს ნაწილი აღჭურვილია ყველაფრით რაც უსაფრთხოებისთვისაა საჭირო.
ვინტერბერგის მთის ლეგენდა (გერმანია)
ვინტერბერგის მთაზე რამე ხომ არ გსმენიათ (Winterberg Mountain)? ის ავსტრიისა და გერმანიის საზღვარზე მდებარეობს. მისი წყალობით უამრავი ხალხური ზღაპარი, მითი და ლეგენდა დაიბადა. იდუმალი მთა საიდუმლოებების და ისტორიების მუდმივი წყაროა.
მთის მახლობლად მდებარე სოფლის მოსახლეობა მოგიყვებათ ლეგენდას „დაკარგულ ქორწილზე“: 1858 წელს აქ გაქრა მთელი საქორწილო მსვლელობა. ჯვრისწერის შემდეგ, მთლი პროცესია გაეშურა სახლისკენ ღონისძიების აღსანიშნავად. პატარა ორკესტრის თანხლებით ისინი მიდიოდნენ ვინტერბერგის მთაზე, ერთ-ერთმა სტუმარმა წამოიწყო საუბარი იმაზე, რომ ამ მხარეში ერთი კაიზერი გაქრა და ამის შემდეგ მისი სული ამ მთაზე ბინადრობს, ყოველ გამვლელს კი გულუხვად ასაჩუქრებს. უეცრად მთაში შესასვლელი გაიხსნა და იქიდან გამოვიდა ჭაღარა მოხუცი, რომელმაც ყველა თავისთან შეიპატიჟა.
ყველა აღფრთოვანებული იყო იმით, რაც შიგნით დახვდათ - უზარმაზარი სუფრა, მუსიკა, მდიდრულად მოწყობილი გარემო. მოილხინეს, აღნიშნეს ქორწილი ამ დაუჯერებელ გარემოში და მეორე დღეს გამოქვაბულიდან გამოვიდნენ. მათ გაოცებას საზღვარი არ ქონდა, როდესაც ადგილი ძლივს იცნეს, ხალხი კი ვისაც გამოელაპარაკნენ სხვა ენაზე საუბრობდნენ. პირდაპირ წავიდნენ ეკლესიაში სადაც წინა დღეს ჯვარი დაიწერეს, რომ მღვდელს მაინც აეხსნა მათთვის თუ რა მოხდა. ადგილზე სულ სხვა მღვდელი დახვდათ, მას კითხეს თუ რა მოხდა ერთ დღეში, როგორ შეიცვალა ადგილიც და ხალხიც. მღვდელმა აიღო ძველი წიგნები სადაც აღმოაჩინა ჩანაწერი სადაც მთლიანი საქორწილო მსვლელობა დაიკარგა უტერბერგის მთის ტერიტორიაზე - ეს ჩანაწერი კი 500 წლით თარიღდებოდა...
ევროპის ყველაზე მისტიური ადგილიები VOL.1
ევროპის ყველაზე მისტიური ადგილიები VOL.2