turebi.ge მომხმარებლის გვერდი
title
Turebi Ge

VOL.2 - ყველაზე მისტიური ადგილები ევროპაში

ევროპის ყველაზე  მისტიური ადგილიები VOL.1

 

ჩვენ ვაგრძელებთ თქვენს გაცნობას ევროპის ყველაზე მისტიურ ადგილებთან.



ტრიესტი, იტალია

 

ისე მოხდა, რომ გასულ საუკუნეში იტალიის ამ საპორტო ქალაქში დაიბადა ზედმეტად ბევრი ნიჭიერი და წარმოუდგენელი ტალანტით დაჯილდოვებული ადამიანი. მაგრამ ყოველდღიურ ცხოვრებაში ისინი, როგორც წესი უმწეონი იყვნენ და, ჩვეულებრივი ადამიანის თვალსაზრისით, ხვდებოდნენ შეშლილი ადამიანების კატეგორიაში.
სწორედ ამიტომ აქ აშენდა იტალიის უმსხვილესი საავადმყოფო შეშლილი და  განვითარების შეფერხების მქონე ადამიანებისთვის. 

წლები გადიოდა და პაციენტების რაოდენობა მხოლოდ იზრდებოდა. მაშინ პროფესორმა რამპინმა, როგორც ჩანს არც თუ ისე ჯანსაღი ლოგიკის პატრონმა, შესთავაზა მკურნალობის სენსაციური და ახალი მეთოდი - გიგანტური, გასართობი ცენტრის გახსნა სადაც მომუშავეები მხოლოდ მისი პაციენტები უნდა ყოფილიყვნენ. ეს იდეა განახორციელეს კიდევაც.

დღესდღეობით გენიოსები აგრძელებენ მუშაობას მაღაზიებში, ბუტიკებში, კაფეებსა და კლუბებში, ამ სახით პროფესორს სურდა მათი ადაპტირება ჩვეულებრივ ცხოვრებასთან.
დიჯეი, ბარმენი, ოფიციანნტი...თითქოს მარსიელების კომპანიაში ხვდებით, რომლებიც კითხულობენ თქვენს აზრებს, საუბრობენ საკუთარ ჩვენთვის გაუგებარ ენაზე, ასრულებენ თითქოს სხვა პლანეტის მუსიკას და ქმნიან ჯადოქრულ კოქტეილებს. არავის გაუკვირდება მათ თუ შეუძლიათ კედლებში გავლა, ტელეკინეზით ნივთების გადაადგილება ან თუნდაც სიბნელეში ხედვა. 

როგორც ჩანს, ამ პრაქტიკამ კარგი შედეგი გამოიღო. მას შემდეგ, რაც ტრიესტში ბოლო ფსიქიატრიული კლინიკა 80-იანი წლების დასაწყისში დაიხურა. შემცირდა თვითმკვლელობებისა და ჰოსპიტალიზაციების რაოდენობა. ათას მოსახლეზე დაახლოებით 13.5 ფსიქიატრიული პაციენტია, ხოლო მათ დახმარებას უწევს ოთხი ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრი.

 

კარნაკი, ბრეტანი, საფრანგეთი

 

 

სიტყვა „კარნაკი“ გამოიგონეს ბრეტონებმა - კელტური ტომი, რომელიც გადმოადგილდა თავის დროზე ანგლო-საქსონებიდან საფრანგეთის სანაპიროზე. ეს სიტყვასიტყვით ნიშნავს „ქვების გზას“. ადგილი რომელზეც მიდის ლაპარაკი იმ პერიოდში უკვე არსებობდა, მაგრამ მას უბრალოდ სახელი ჯერ არ ჰქონდა.


ეს არის ერთი შეხედვით უსასრულო ლაბირინთი მენჰილების, დოლმენების და კრომლეხებისგან, ანუ ეს არის სარიტუალო ქვის კონსტრუქციები, რომლებიც ქმნიან უცნაურ ფიგურებს, ემორჩილებიან საკუთარ კანონებს და უბიძგებენ ადამიანებს სიგიჟისკენ. მათი რაოდენობა 4 000-მდეა, რომლებიც დაყოფილია სამ ჯგუფად, თუმცა თვლიან, რომ ოდესღაც ყველა მათგანი ერთი მთლიანი ქვა იყო.

ქვები ყველას თითქოს თავისებურ დავალებას, კვესტს სთავაზობს: თუ თქვენ დაიწყებთ სიარულს სამხრეთის ბოლოდან საფლავამდე სახელად „კერკადო“- ჩათვალეთ რომ გაგიმართლათ. ეს თქვენს ცხოვრებაში მოგიტანთ იღბალს, ფულს და ბედნიერებას პირად ურთიერთობაში. თუ არა - მაშინ დრო გიჩვენებთ. ზოგიერთი, როგორც ძველი მაცხოვრებლები ამბობენ, უსასრულოდ და მარად დაეხეტებიან ამ ლაბირინთის ბილიკებზე მწველი მზის სხივების ქვეშ. 

ეს კონსტრუქცია მეცნიერთა აზრით დაახლოებით 5 000 წლისაა, მაგრამ რატომ არის აქ გამოსახული ქრისტიანული ჯვრის და ნახევარმთვარის სიმბოლოები, რომელიც მაშინ უბრალოდ არ არსებობდა - მეცნიერებისთვის უცნობია. მიუხედავად ამისა, კარნაკი საკმაოდ პოპულარულია მლოცველთა შორის: აი უკვე მეოთხედი საუკუნეა რაც არსებობს შეთავაზებები, რომ იგი დახურულ ტერიტორიად წარმოადგინონ. ასე რომ სანამ შესაძლებელია თქვენ უნდა იჩქაროთ ამ ლაბირინთის გავლა.


დელფი, საბერძნეთი

 


კორნეთის ყურეში ფარნაუსის მთის ფერდობზე  მდებარე ქალაქი. ოდესღაც ამ ადგილას მთელი საბერძნეთიდან მოდიოდა ხალხი და უმიზეზოდ არა, ისინი მოდიოდნენ რათა რჩევა ეკითხათ ბრძენისთვის, ანტიკური ხანის ორაკულისთვის (ორაკული - პიროვნება რომელსაც ჰქონდა წინასწარმეტყველების უნარი. ძვ. ბერძნულ და აღმოსავლეთის კულტურებში).
ეს ყველაფერი იმით დაიწყო, რომ აპოლონმა მოკლა ბრძენი, მაგრამ ბოროტი გველი და  ჩაანაცვლა საკუთარი მღვდელთმსახურით პითიათი. პითია მარტივად შედიოდა ტრანსში, ლამაზად ლაპარაკობდა და სპეციალურად მომზადებული მღვდელთმსახურები კი „ღვთის გზავნილებს“ ინტერპრეტაციას უკეთებდნენ. 

თითქოს  ეს ყოველთვის ასე იქნებოდა: ორაკულის თანხმობის გარეშე არ იწყებოდა ომი, არ იდებოდა ზავი, არ ხდებოდა მოგზაურობები და არ ხდებოდა ქორწინება. მაგრამ ჩვენი წელთაღრიცხვით 398 წელს მოვიდა ქრისტიანი იმპერატორი არკადი ჯართან ერთად და გააუქმა ეს საკურთხეველი. საბედნიეროდ თავად დელფები არ გაუნადგურებიათ, ეს ადგილი მხოლოდ მიტოვებულია.


დღესდღეობით აღდგენილი ქალაქი შთამბეჭდავად გამოიყურება და გვაგონებს ძველ სიდიადეს. მეცნიერებმა პიფიას უცნაურ ქცევას ახსნა უპოვეს: გეოლოგებმა ჰალუცინოგენური ორთქლი აღმოაჩინეს, რომელიც ახლომდებარე წყაროდან მოდის.

თუმცა დღესდღეობითაც ამ ადგილის მნახველებში იღვიძებს წინასწარმეტყველური შესაძლებლობები. ალბათ, ღმერთი აპოლონი პირადად ჩასჩურჩულებს მათ და ეუბნება რას უნდა მოელოდნენ მომავლისგან.


ჰვიტსერკური, ჰუნა, ისლანდია

 

 

ისლანდიურიდან რომ ვთარგმნოთ სიტყვა Hvítserkur ნიშნავს „თეთრ პერანგს“ - ასე უწოდებენ ამ ქვის-კრისტალურ „მონსტრს“, რომელიც განთავსებულია უდაბნო ყურის ნაპირზე და  დილის საათებში ასობით ზღვის თეთრი თოლია აზის.

სამაგიეროდ მზის ჩასვლის პერიოდში ის თითქოს ცოცხლდება და მოძრაობას იწყებს. ეს ყველაფერი კიდევ უფრო მეტ საშიშ მომხიბვლელობას მატებს მას. ერთი მხირდან - ის ამოუცნობი მხეცია, მაქცია, რომელიც ზღვის წყლით წყურვილს იკლავს. ხოლო მეორე მხრიდან თუ შევხედავთ - გიგანტური წაწვეტებური ყური, დაფლეთილი კიდეებით.

ეს ადგილი ყოველთვის იზიდავდა ადგილობრივ მაცხოვრებლებს. ისლანდიელებს სჯეროდათ, რომ ამ ადგილის საშუალებით დრო და სივრცე პირდაპირ ვალჰალაში-ღმერთების ქალაქში და ძველი ვიკინგების სამოთხეში მიედინებოდა. ჰვიტსერკური  სურვილებსაც ასრულებს, განსაკუთრებითჩრდილოეთის ნათების დროს, რომელიც აქ ხუთჯერ უფრო ხშირადა (დათვლილია!) ვიდრე ნებისმიერ სხვა პოლარულ რეგიონში.


დრაკულას სასახლე, რუმინეთი

 

 

რუმინეთის ჩრდილო-დასავლეთით, ტრანსილვანიის მთიან ნაწილში მდებარე მაღალ ბორცვზე მდებარეობს შუასაუკუნეების „მრავალსართულიანი კორპუსი“ - ბრანის სასახლე, რომელიც ყველასათვის ცნობილია, როგორც დრაკულას სასახლე. ამბობენ თავდაპირველად  XIII საუკუნეში ეს კომპლექსი თურქი დამყრობლებისგან თავის დასაცავად აშენდა.

ლეგენდის თანახმად, შიდა ინტრიგების და პოლიტიკური თამაშების შედეგად ეს სასახლე  გახდა გრაფი ვლად ცეპეშის პირადი რეზიდენცია, რომელსაც მისტიკური ამბების  წყალობით გრაფი დრაკულა შეარქვეს. ის რასაც გრაფი უკეთებდა მტრებს ყველამ კარგად იცის: შუბზე სვავდა, ადუღებულ წყალში ხარშავდა, და იძახიან, რომ სვავდა საკუთარი მტრების სისხლს. ბრამ სტოკერის წიგნის დახმარებით კი ის  არა მხოლოდ ბოროტმოქმედი, არამედ ვამპირიც გახდა, რომელსაც ამჟამად მთელი მსოფლიო იცნობს.

დღესდღეობით ვლადის მოჩვენების არსებობის შესახებ არაფერია ცნობილი, თუმცა ღამის საათებში ბრანის ციხე-სიმაგრე ძალიან საშიშად გამოიყურება.  

ეს ყველაფერი საშიში ისტორიის ნაწილია, რეალურად და ისტორიულად კი ვლად ცეპეშს „დრაკულა“ ანუ დრაკონის შვილი მამის გამო შეარქვეს, რომელიც მე-15 საუკუნეში ცნობილი „დრაკონის“ ელიტარული ორდენის წევრი იყო. მაგრამ თანამედროვე რუმინულ ენაში სიტყვა „დრაკულ“ ასოციირდება ეშმაკთან, და შესაბამისად ვლადის ზედმეტსახელსაც განსხავებული ინტერპრეტაცია მიეცა.

მიუხედავად ყველაფრისა, დრაკულას სასახლე რუმინეთის ყველაზე პოპულარული ტურისტული ადგილია.

გაგრძელება იქნება...

 

გადაავლეთ თვალი: ევროპის ყველაზე მისტიური ადგილები VOL.1

მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
მოგზაურობის დაგეგმვისას იყენებთ თუ არა ტურისტული კომპანიის მომსახურებას?
მოგზაურობის დაგეგმვისას იყენებთ თუ არა ტურისტული კომპანიის მომსახურებას?
კი
40 %
არა
28 %
გააჩნია მიმართულებას
32 %