ნიდერლანდებმა უარი თქვეს სახელწოდებაზე „ჰოლანდია”

2020 წლის 1 იანვრიდან ქვეყნის მთავრობამ უარი თქვა სახელწოდება „ჰოლანდიაზე“ და ოფიციალურად შეცვალა სახელი ნიდერლანდებზე.


ადგილობრივმა ხელისუფლებამ, სასწავლო დაწესებულებებმა, კერძო კომპანიებმა და ბეჭდურმა მედიამ უნდა გამოიყენოს მხოლოდ სახელოწოდება  „ნიდერლანდები“. მთავრობის აზრით, ასეთი გადაწყვეტილება ქვეყანას საშუალებას მისცემს გასცდეს მსოფლიოში დამკვიდრებულ აზრს, რომ ქვეყანა ასოციირდება ნარკოტიკებთან და პროსტიტუციასთან, კერძოდ წითელი ფანრების კვარტალთან.
ქვეყნის მთავრობის აზრით, მსგავსი გადაწყვეტილება გადაანაწილებს ტურისტებსაც, რადგან დღესდღეობით უცხოელების უმრავლესობა ჩამოდის ძირითადად ამსტერდამის , ჰაარლემისა და ჰააგის მოსანახულებლად, და ეს ქალაქები ვეღარ უმკლავდებიან ტურისტების ნაკადს.

 


უფრო ადრე ცნობილი გახდა, რომ ამსტერდამის ხელისუფლება აპირებს უარი თქვას „წითელი ფანრების კვარტის“ ტერმინის გამოყენებაზე. ეს სახელწოდება საერთოდ გაქრება ქალაქიდან და შეიცვლება ისტორიული სახელწოდებით ‘დე ვალენი“ ან „ქალაქის ცენტრი“.


ტურიზმის ეროვნული საბჭო კი, თავის მხრივ, იმედოვნებს, რომ ტურისტები ნიდერლანდების არასტანდარტული მიმართულებების დათვალიერებას დაიწყებენ.
 

მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
მოგზაურობის დაგეგმვისას იყენებთ თუ არა ტურისტული კომპანიის მომსახურებას?
მოგზაურობის დაგეგმვისას იყენებთ თუ არა ტურისტული კომპანიის მომსახურებას?
კი
41 %
არა
32 %
გააჩნია მიმართულებას
26 %