ბარი - სამხრეთ იტალიის კულტურული დედაქალაქი

 

ბარი სამხრეთ იტალიის დიდი საპორტო ქალაქი, აპულიას რეგიონისა და ბარის პროვინციის დედაქალაქია.


ადგილობრივი მოსახლეობა აქაურობას პარიზს ადარებს და აღნიშნავს, რომ სრული იდენტობისთვის პარიზს ზღვა აკლია. ამის გარდა, ბარიში უამრავი ღირშესანიშნაობა მდებარეობს, რომელიც ძალიან იზიდავს ტურისტებს მთელი მსოფლიოდან. მრავალსაუკუნოვანი ისტორიის წყალობით აქ უამრავი უნიკალური ობიექტია, რომელსაც უდიდესი მნიშვნელობა აქვს არამხოლოდ ქვეყნისთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის.

 

წმინდა ნიკოლოზის ბაზილიკა 

 


ბარის მთავარი რელიგიური ღირშესანიშნაობა წმინდა ნიკოლოზის ბაზილიკაა. მას დიდი მნიშვნელობა აქვს მთელი ქრისტიანობისთვის. ზუსტად აქ 1087 წელს გადაასვენეს წმინდა ნიკოლოზის მირონმდინარე ნაწილები და ეკლესიის მშენებლობაც დაიწყეს. ყველასათვის ცნობილია, რომ წმინდა ნიკოლოზი მსწრაფლშემწეა და მუდმივად ახდენს სასწაულებს.

 


თანამედროვე ბაზილიკა განსხავებულია თავდაპირველი ვარიანტისგან. მან რამდენჯერმე განიცადა რესტავრაცია. დღესდღეობით ეკლესიასთან ფუნქციონირებს მუზეუმი, სადაც იტალიის უამრავი ხელოვნების ნიმუში ინახება. განსაკუთრებულ ყურადღებას იპყროს სასანთლეების კოლექცია, რომელიც ეკლესიას მე-12 საუკუნეში მეფე კარლო I-მა აჩუქა.

 

ძველი ქალაქი

 


ბარიში სტუმრობისას აუცილებლად უნდა მოინახულოთ ძველი უბანი და მისი ვიწრო ქუჩები. გასაკვირია თუ როგორ დაეტია აქ 40 ეკლესია და 120 სალოცავი. უბანი ლაბირინთს წააგავს, ამიტომაც უმჯობესია უბრალოდ მოდუნდეთ და გაისერინეთ ქუჩებში, დატკბეთ ადგილობრივი თბილი და რომანტიკული ატმოსფეროთი. 

 

კასტელო ნორმანო-სვევო

 


Castello Normanno-Svevo, ნორმან-სვაბიის ციხე-სიმაგრე ქალაქის კიდევ ერთი სიმბოლოა, რომელიც XII საუკუნეშია აშენებული. მშენებლობის ინიციატორი მმართველი როჯერ II იყო, თუმცა 20 წელიწადში ციხე-სიმაგრე დაანგრიეს, რის შემდეგაც დიდი ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა მისი აღდგენა, მაგრამ, სამწუხაროდ, ვერ მოხერხდა მისი თავდაპირველი არქიტექტურული სტილის დაბრუნება. კასტელო ნორმანო-სვევოში ინახება მდიდარი ისტორია, რომელიც ყველამ უნდა გაიცნოს, ვინც სტუმრობს აქაურობას.

 

გროტე დი კასტელანა

 


Grotte di Castellana ბარის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ღირშესანიშნაობაა. ეს არის მიწისქვეშა ულამაზესი გამოქვაბულების სისტემა, რომელიც მილიონობით წლებს ითვლის. ეს ადგილი ნამდვილად იმსახურებს ცალკე ყურადღებას. ტურისტების ნაწილი ტკბება მისი უნიკალურობით, ზოგიერთისთვის ეს ადგილი პატარა ჯუჯების ადგილსამყოფელს აგონებს. ადრე გამოქვაბულების ადგილას მიწისქვეშა მდინარე მიედინებოდა და ზუსტად მან შექმნა ამჯამინდელი გასასვლელები. ადგილი ძალიან პოპულარულია ტურისტებში.

 

საკათედრო ტაძარი

 


საკათედრო ტაძარი წმინდა ნიკოლოზის ბაზილიკაზე ნაკლებად პოპულაურია, მაგრამ მაინც დიდ ღირებულებას წარმოადგენს. კვლევების თანხამად ის XII საუკუნეშია აშენებული, ზუსტად ამ დროს საფუძველი ჩაეყარა იმ შენობას, რომელიც დღესაც შემორჩენილია.

 

ხელოვნების მუზეუმი

 


Pinacoteca metropolitana di Bari  რეგიონის მთავარი ხელოვნების მუზეუმია. აღსანიშნავია XII-XIII საუკუნეებიდან შემორჩენილი ქანდაკებები. აქ ასევე წარმოდგენილია XVII-XIX საუკუნეების ცნობილი მხატვრების ნამუშევრები. ზუსტად ამ მუზეუმში ნათლად დაინახავთ, თუ როგორ ვითარდებოდა მხატვრობა დროთა განმავლობაში. თვითონ შენობაც დიდ ყურადღებას იპყრობს, რადგან მდიდრულ კაშკაშა სასახლეს წააგავს.

 

მოლა დი ბარი

 


იტალიის საკმაოდ ბევრი საინტერესო და მნიშნველოვანი ღირშესანიშნაობა თავმოყრილია მოლა დი ბარიში (Mola di Bari), რომელიც პატარა კომუნაა, სადაც მხოლოდ 25 000 ადამიანი ცხოვრობს. აქ შემონახულია უძველესი ნაგებობები, რომელთაგან თითოეულია უნიკალური ისტორიის მატარებელია. 

 

ბარის ამინდი


ბარიში ტურისტების ნაკადი უკვე აპრილიდან მატულობს. გაზაფხულის შუარიცხვეში ქუჩაში ძალიან თბილა, ზღვის ტემპერატურა 20 გრადუსამდე იწევა და ეს შესაძლებლობას მოგცემთ შეათავსოთ სეირნობა და პლაჟის დასვენებაც. ზაფხული აქ მშრალი და ცხელია, 28-30 გრადუსია. ზღვის სეზონი ოქტომბრის შუარიცხვებამდე გრძელდება. ზამთარიც აქ საკმაოდ თბილია, ხშირ შემთხვევაში ტემპერატურა +5 გრადუსია. აქტიური დასვენებისათვის ბარი იდეალურია აპრილიდან ნოემბრის ჩათვლით.

 

ტურები ბარის მიმართულებით იხილეთ აქ: ბარი
 

მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
რამდენად ხშირად მიმართავთ ტურისტულ სააგენტოებს მოგზაურობის დასაგეგმად ?
რამდენად ხშირად მიმართავთ ტურისტულ სააგენტოებს მოგზაურობის დასაგეგმად ?
A. ხშირად მივმართავ
22 %
B. საერთოდ არ მივმართავ
55 %
C. არც ისე ხშირად მივმართავ
22 %