46
ინგლისის ულამაზესი ტურისტული ადგილები
იორკშირი ყველაზე დიდი საგრაფოა ჩრდილოეთ ინგლისში; საგრაფოს რელიეფი მრავალფეროვანია: ჩრდილო–დასავლეთში ინგლისის უმაღლესი მთებია, სხვა ადგილები ზოგან ჭაობიანია. საგრაფოს დასავლეთი ნაწილი მდიდარია მინერალებითა და ფაბრიკებით.
მდინარე ეივონზე მდებარე ქალაქ ბათში მდებარეობს საეპისკოპოსო რეზიდენცია. სახელწოდება "ბათი" ("აბანო") . ანტიკური ხანიდან ცნობილი თავისი სამკურნალო წყაროებისა და ბალნეოლოგიური კურორტით.
ბრაიტონი მდებარეობს ლა–მანშის სრუტის ნაპირზე, აღმოსავლეთ სასექსის საგრაფოში.
ეროვნული პარკი ტბების ოლქი "Lake District"–ი ჩრდილო-დასავლეთ ინგლისში ცნობილია თავისი ულამაზესი მთისა და ტბის პეიზაჟებით. თავდაპირველად პარკი შეიქმნა გამყინვარების შედეგად, რომელიც დასრულდა 15 ათასი წლის წინ, ხოლო გალღვობის შემდეგ აქ ჩამოყალიბდა ოთხი ყველაზე დიდი ტბა მთელი ინგლისის ტერიტორიაზე.