ევროპის 20 პატარა ქალაქი, რომელიც ჯერ არ აღმოგიჩენიათ (ნაწილი II)
11. ილოკორტოორმიუტი, გრელანდია
ამ პატარა ქალაქის დასახელების წაკითხვა ისეთივე მარტივია, როგორც აქ მოხვედრა. ანუ საკმაოდ რთული. გრელანდიის ამ სანაპიროზე მხოლოდ კვირაში ერთხელ მიდის საზღვაო ტრანსპორტი. სხვა შემთხვევაში კი ვერტმფრენის გამოყენება მოგიწევთ, თუმცა აქაურობის ნახვა ყველა გასაჭირს დაგავიწყებთ, რომელიც შეიძლება გზაში შემოგხვდეთ.
12. რეინე, ნორვეგია

რეინე მეთევზეთა პატარა სოფელია. ტბის პირას განლაგებული სოფელი, რომელსაც თავზე უზარმაზარი მწვერვალი დაყურებს - იდეალური ადგილია მათთვის, ვისაც მეგაპოლისების ხმაურისგან დროებით განმარტოების სურვილი აქვს.
13. ოდენსე, დანია
დანიაში მოსახლეობის სიდიდით მესამე ქალაქია, მაგრამ მიუხედავად ამისა, პატარა ქალაქების შარმი მაინც დაყვება. ოდენსე კუნძულზეა გაშენებული და დანიის ერთ-ერთი უძველესი ქალაქია; 1000 წლის იუბილე მან 1988 წელს აღნიშნა.
14. ფრაიბურგი, გერმანია

ქალაქის დაარსების ოფიციალური თარიღი 1120 წელია. მასზე კი ყველაზე უკეთ ფოტო მოგვითხრობს. აქ დაახლოებით 230 ათასი ადამიანი ცხოვრობს. ქალაქის სავიზიტო ბარათს ფრაიბურგის საკათედრო ტაძარი წარმოადგენს, რომელსაც აქ ჩასული თითქმის ყველა ტურისტი სტუმრობს, სამახსოვრო ფოტოს გადასაღებად.
15. გიორემე, თურქეთი

16. გენტი, ბელგია

17 . ტორუნი, პოლონეთი

18. როტენბურგ-ობ-დე-ტაუბერი, გერმანია

19. აროზა, შვეიცარია

ამ ფოტოზე ზაფხულია, თუმცა პოპულარობა ამ ადგილმა ზამთრის ტურიზმით მოიპოვა. ეს სამთო-სათხიმალური კურორტი შვეიცარიის ალპებში მდებარეობს და ინლისის სამეფო ოჯახის წარმომადგენლების ერთ-ერთი საყვარელი დასასვენებელი ადგილია. როგორც ფიქრობთ, ღირს აქ სტუმრობა?
20. ბერგენი, ნორვეგია

1299 წლამდე ნორვეგიის დედაქალაქი, ხოლო 1830 წლამდე კი ქვეყნის უდიდესი ქალაქი იყო. დღესდღეობით ქალაქი უმსხვილესი საპორტო და ნავთობსამრეწველო ცენტრია. ქალაქში არის უნივერსიტეტი. ბერგენის შუასაუკუნეების დროინდელი სანაპირო ზოლი იუნესკოს მსოფლიო ფონდის მემკვიდრეობის ნაწილია. 2000 წელს ბერგენი ევროპის ერთ-ერთ კულტურულ დედაქალაქად დასახელდა.