საბერძნეთის 19 საუკეთესო კუნძული - ნაწილი I

  1. ზაკინტოსი - საუკეთესო პლაჟები

იონიის ზღვის კუნძულები გამოირჩევა ქვიშიანი პლაჟებით და საოცრად ფოტოგენური ხედებით. კუნძულის სტუმრები უპირატესობას ჩრდილოეთ და დასავლეთ მხარეებს ანიჭებენ.

 

ზაკინტოსი

2. კორფუ - საოჯახო დასვენებისთვის

"რომ შემეძლოს ბავშვისთვის საჩუქრის ჩუქება, ვაჩუქებდი ჩემს ბავშვობას" - ამბობდა მწერალი ჯერალდ დარელი, რომელმაც ბავშობა სწორედ კორფუზე გაატარა. მართალია, მას შემდეგ აქ ბევრი რამ შეიცვალა, მაგრამ კორფუ დღესაც ითვლება ერთ-ერთ საუკეთესო ადგილად ოჯახური დასვენებისთვის.

 

კორფუ

3. დელოსი - ისტორიის და კულტურის მოყვარულებისთვის

მითოლოგიის თანახმად, სწორედ დელოსია აპოლოს დაბადების ადგილი. ამჟამად კუნძული იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლია. აქ ნახავთ ელინისტური ეპოქის ნაშთებს, უძველეს ტაძრებს, ქანდაკებებს, მოზაიკებს და თეატრს.

დელოსი

 

4. მიკონოსი - საუკეთესო სასტუმროები

ბერძნულ სასტუმროებს უბრალოება ახასიათებთ, რასაც ვერ ვიტყვით მიკონოსზე განთავსებულ სასტუმროებზე. აქ შეგიძლიათ თანამედროვე სტანდარტების სასტუმროებში კომფორტულად დაისვენოთ.

 

მიკონოსი

5. კრეტა - გურმანებისთვის

სამხრეთით მდებარეობის გამო კრეტაზე ყველაზე გრძელი ტურისტული სეზონია. აქ საკმარისზე მეტ საკვებს აწარმოებენ. ადგილობრივი ინგრედიენტებით მომზადებული არომატული ორცხობილები, ახალი, ჯანსაღი ხორცი, ველური მცენარეები, ადგილზე მომზადებული ალკოჰოლური სასმელები - ამ ყველაფრის დამსახურებით კრეტა ბერძნული სამზარეულოს ერთ-ერთ საუკეთესო ადგილად ითვლება.

კრეტა

6. კეფალონია - საუკეთესო ღვინოები

მიუხედავად იმისა, რომ კარგ ღვინოებს კრეტაზე და სანტორინიზეც შემოგთავაზებენ, კეფალონია ამ მხრივ მაინც გამორჩეულია. მისი ბრწყინვალე პლაჟებიც მიმზიდველია, განსაკუთრებით ცნობილია მირტოსის სანაპირო.

 

კეფალონია

7. კოუფონისია - სიმშვიდე და მყუდროება

კოუფონისია ორი კუნძულისგან შედგება - ანო (ზემო) და კატო (ქვემო), რომლებიც ერთმანეთისგან 200 მეტრიანი საზღვაო არხითაა გამოყოფილი. ანო დაუსახლებელია, კატოზე კი მუდმივად არიან ტურისტები, მიუხედავად იმისა, რომ გზები არ არსებობს და ავტომანქანებს ძალიან ძნელად თუ შეხვდებით. ხშირად ხუმრობენ, რომ აქ კატარღები უფრო მეტია, ვიდრე ადამიანები.

 

greek-7_3192449a-large

8. ჰიდრა - ეკოტურიზმისთვის

ჰიდრაზე ახალი მშენებლობები თითქმის აკრძალულია, კუნძული თავისუფალია ავტომობილებისგანაც. გადაადგილებისთვის, ძირითადად, ვირებს იყენებენ.

 

ჰიდრა

9. ანდროსი - ლაშქრობებისთვის

ანდროსი ყველაზე მთიანი კუნძულია და ბევრი საფეხმავლო ბილიკია მონიშნული. უძველესი ტროტუარებიდან  ფორთხოლის კორომებამდე, მშრალი ხეობებიდან თუთისა და ნუშის ჭალებამადე...

 

ანდროსი

10. სიმი - საუკეთესო წყვილებისთვის

სიმის კუნძულს აქვს ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ნავსადგური საბერძნეთში: პასტელის ფერების სახლები, ბარები, ტავერნები, ბუტიკები და ათობით პლაჟი, რომელზე მოხვედრაც მხოლოდ ნავითაა შესაძლებელი.

 

სიმიმეორე ნაწილი  

მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
სად გაატარებთ ზამთრის შვებულებას?
სად გაატარებთ ზამთრის შვებულებას?
საქართველოში
42 %
ევროპაში
22 %
აზიაში
6 %
თურქეთში
7 %
ეგვიპტეში
8 %
საბერძნეთში/კვიპროსზე
6 %
სახლში
10 %