პორტოფინო - დელფინების ყურე

მარია მედიჩის და მოპასანის საყვარელი დასასვენებელი ადგილი, პორტოფინო ,იტალიის პატარა საკურორტო ქალაქია, სადაც დაახლოებით 500 ადამიანი ცხოვრობს. ქალქის სანაპირო ზოლის გასწვრივ უამრავი მყუდრო, თვალწარმტაცი ყურეა, რაც მას ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ ქალაქად აქცევს. განსაკუთრებით პოპულარული ეს ქალაქი მშვიდი დასვენების და რომანტიკის მოყვარული ადამიანებშია. პორტოფინოში ყველანაირი მშენებლობა აკრძალულია და ქალაქი ზუსტად ისევე გამოიყურება, როგორც მე-19-ე საუკუნეში, როცა აქ მხატვრები და მწერლები ცხოვრობდნენ. article1portofino-004portofino-005გენუიდან 20 კილომეტრის მანძილზე მდებარე ქალაქი კონცხზეა გაშენებული, რომელიც ზღვაშია შეჭრილი. წყლის ზედაპირზე ერთიმეორის გვერდით მიყუჟული პატარ-პატარა, ფერადი სახლები და ვილები ირეკლება, რომელთა გარშემო ზეთისხილის ხეები და პალმები იზრდებიან. სანაპირო ზოლის ფირუზისფერი წყლები კი ზაფხულობით ელიტური იახტების მწყობრი რიგებით იფარება. ყურის სილამაზე ჯერ კიდევ რომაელებმა შენიშნეს და პორტოფინოს "დელფინების ყურე" უწოდეს. ჩვეულებრივ მეთევზეთა სოფელში ზაფხულობით მთელი მსოფლიოდან ჩამოდიან ტურისტები და ცნობილი ადამიანები, რაც კურორტს არც ისე იაფ სიამოვნებად აქცევს. ადგილობრივი მაცხოვრებლები ხუმრობენ, რომ "მათი სახლების თვითოეული ფანჯარა მილიონი ევრო ღირს". ეს სიმართლესთან ახლოა, რადგან აქ ძალიან ძვირად იყიდება ვილები.

portofino-006portofino-007portofino-010

რატომ უნდა ჩავიდეთ ამ ქალაქში?

გარდა იმისა, რომ დაუვიწყარი მოგონებების და გიჟური თავგადასავლების ადგილი შეიძლება გახდეს, აქაურობა ზღვის, რბილი კლიმატით გამოირჩევა. დღეები თბილი და მზიანია, განსაკუთრებთ ზამთარში და გაზაფხულზე. ზაფხულში საშუალო ტემპერატურა 28 გრადუსია, ხოლო ყველაზე ცხელ თვეებში - ივლისში და აგვისტოში მაქსიმალური ტემპერატურა 35 გრადუსს აღწევს.პორტოფინოში რამოდენიმე ჰაი-კლსის სასტუმროა. არის ბიუჯეტური სასტუმროებიც. ყველა მათგანი პლაჟის სიახლოვესაა განთავსებული.

რა მოვინახულოთ?

პორტოფინოს ღირსშესანიშნაობებს შორის განსაკუთრებით აღსანიშნავია ქრისტეს ქანდაკება, რომელიც 1954 წელს ერთ-ერთ ყურეში, ზღვაში ჩაძირული აღმოაჩინეს და შემდეგ ამოიტანეს.  ქანდაკება სან-ფრუტუოზოს ყურეში დგას, სადაც მხოლოდ ნავის საშუალებით შეიძლება მოხვედრა.           Unicodeაღსანიშნავია წმინდა მარტინის სახელობის მეთორმეტე საუკუნის ეკლესია. ქალაქის არქიტექტურის კიდევ ერთი საინტერესო ნიმუში წმინდა მარიამის ეკლესიაა, რომელიც გოთიკურ სტილშია აშენებული.შეგიძლიათ მოიწყოთ პატარა საზღვაო მოგზაურობა, რომლის დროსაც ხუთ უძველეს სოფელს დაათვალიერებთ, რომლებიც ქალაქის ახლოსაა განლაგებული და ცივილიზაციას კლდოვან სანაპიროებზე ემალებიან. კრუიზის განმავლობაში შეგიძლიათ სოფლების ხედებით ზღვიდან დატკბეთ.portofino-013portofino-017

რა მივირთვათ?

პორტოფინოს კაფეებში და რესტორნებში საკვების დიდი ,მრავალფეროვნებაა. მენიუში უამრავი ტრადიციული კერძი შედის, რომელსაც ხმელთაშუა ზღვის ქვეყნებში შეხვდებით. არომატული მწვანილების და სანელებლების მრავალფეროვნება და ზეითუნის ზეთი ის ინგრედიენტებია, რომელიც აქაურ სამზარეულოს დაუვიწყარს ხდის. მენიუში განსაკუთრებულ ადგილს იკავებენ ანჩოუსები:  ფარშირებული, კონსერვირებული, ახლად დაჭერილი... აქვეა ზღვის პროდუქტების მრავალფეროვანი არჩევანიც. portofino-019
მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
რამდენად ხშირად მიმართავთ ტურისტულ სააგენტოებს მოგზაურობის დასაგეგმად ?
რამდენად ხშირად მიმართავთ ტურისტულ სააგენტოებს მოგზაურობის დასაგეგმად ?
A. ხშირად მივმართავ
22 %
B. საერთოდ არ მივმართავ
55 %
C. არც ისე ხშირად მივმართავ
22 %