სიმინდის კამფეტები და შეპყრობილი მაცივრის ღამე - 30 ოქტომბერი

#365days #30ოქტომბერი


 

სიმინდის კამფეტების დღე (Candy Corn Day)

 

 

XIX საუკუნეში „Wunderlee Candy“ კომპანიის ერთ-ერთმა თანამშრომელმა სახელად ჯორჯ რენინგარმა შექმნა სხვადასხვა ფერის სიმინდის კამფეტი. რეალურად ეს სულაც არ არის სიმინდისგან დამზადებული ტკბილეულობა, უბრალოდ  ფორმით გვაგონებს მას. 
სიმინდის კამფეტი ამერიკაში და კანადაში საკმაოდ პოპულარულია ჰელოუინის დროს. ამ დღის აღნიშვნა თავისუფლად შეგიძლიათ ბევრი, ძალიან ბევრი სიმინდის კამფეტის ან უბრალოდ კამფეტების ჭამით. 

 

შეპყრობილი მაცივრის ღამე (Haunted Refrigerator Night)

 


ამერიკაში 30 ოქტომბერს „შეპყრობილი მაცივრის ღამეს“ უწოდებენ. დიახ, თქვენ არ მოგეჩვენათ. 
თუ გიფიქრიათ, ბოლოს დროს როდის შეამოწმეთ თქვენი მაცივარი? როდის გარეცხეთ ან იპოვეთ ერთი თვის წინანდელი საჭმლის ნარჩენები?  მაცივრის საყინულე როგორ მდგომარეობაშია? ზუსტად ამიტომ, მაცივრის ბნელი კუთხე-კუნჭულების დასათვალიერებლად და გასასუფთავებლად აშშ-ში დააწესეს სპეციალური დღე, ჰელოუინის წინა დღე და უწოდეს მას „შეპყრობილი მაცივრის ღამე“
მიხვდით ალბათ,  როგორ უნდა აღნიშნოთ ეს დღე?! თქვენ  წინ უნდა აღუდგეთ მაცივარს და საყინულეს და გაათავისუფლოთ თქვენი ცივი მეგობარი „ბნელი“ ნარჩენებისგან. 
(შეამჩნევდით ალბათ, რაც უფრო ახლოვდება ჰელოუინი, მით უფრო უცნაურ დღესასწაულებს აღნიშნავენ ამერიკაში)

მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
რამდენად ხშირად მიმართავთ ტურისტულ სააგენტოებს მოგზაურობის დასაგეგმად ?
რამდენად ხშირად მიმართავთ ტურისტულ სააგენტოებს მოგზაურობის დასაგეგმად ?
A. ხშირად მივმართავ
22 %
B. საერთოდ არ მივმართავ
55 %
C. არც ისე ხშირად მივმართავ
23 %