ენისგასატეხი, კექსები და მამის დღე - 10 ნოემბერი


 #365days #10ნოემბერი
გაიგე რას აღნიშნავენ ან რა მოხდა მსოფლიოში 10 ნოემბერს

 

ვანილის კექსების დღე

 

 

პატარა კექსების ისტორია 1796 წელს იწყება, როდესაც ამერიკის კულინარიის წიგნში პირველად ჩაიწერა პატარა ჭიქაში ტორტის მომზადების რეცეპტი. თვითონ ტერმინი კექსი (cupcake) პირველად  1828 წელს ელიზა ლესლის კულინარიულ წიგნში გამოჩნდა.

 
და აი ახლაც, აშშ-ში კექსების მოყვარულები 10 ნოემბერს აღნიშნავენ ვანილის კექსის დღეს (Vanilla Cupcake Day).


ენისგასატეხის დღე

 


„ჭინჭარში ჭიჭინობელა ჭიანურივით ჭიჭინებს“

 

ენისგასატეხის დღე (Tongue Twister Day) აშშ-ში და რამდენიმე სხვა ქვეყანაში ნოემბერის მეორე კვირა დღეს აღინიშნება.


მეტყველების ტექნიკის გასაუმჯობესებლად, ფრაზების მკაფიოდ გამოთქმისათვის, სავარჯიშოდ ხშირად იყენებენ ენისგასატეხს. ამ დროს მნიშნველოვანია ვისწავლოთ ენისგასატეხის მკაფიოდ, სწრაფად და სხვადასხვა ინტონაციით წარმოთქმა. ენისგასატეხი უნდა ითქმოდეს სწრაფად, მაგრამ მაქსიმალურად გარკვევით.


დემოკრატიული ახალგაზრდების მსოფლიო ფედერაციის დაარსება

 


1945 წლის 29 ოქტომბერი-10 ნოემბრის პერიოდში, ლონდონში ახალგაზრდების მსოფლიო კონფერენციაზე დაარსეს დემოკრატიული ახალგაზრდების მსოფლიო ფედერაცია (World Federation of Democratic Youth, WFDY).


კონფერენციაზე პირველად შეიკრიბნენ ახალგაზრდების საერთაშორისო მოძრაობის წარმომადგენელები, რომლებიც სხვადასხვა იდეოლოგიის, რელიგიის, 63 ეროვნების და 30 მილიონ ახალგაზრდას აერთიანებდნენ.


WFDY იბრძვის ახალგარდების მშვიდობისა და უფლებებისთვის. ასევე კოლონიალიზმის, ნეოკოლონიალიზმის, ფაშიზმისა და რასიზმის წინააღმდეგ.

 

მამის დღე ესტონეთში

 


ყოველწლიურად ნოემბრის მეორე კვირა დღეს ესტონეთი მამების დღეს ზეიმობს (Isadepäev). ამ საოჯახო დღესასწაულის ისტორია ოფიციალურად 1992 წელს იწყება.


წინა დღეებში საბავშვო ბაღებსა და სკოლებში ზეიმები და კონცერტებიიმართება. ბავშვები მამებს სხვადასხვა თვითნაკეთ საჩუქრებს ჩუქნიან. 


მამის დღე ჯერ-ჯერობით მაინც ახალბედა დღესასწაულად ითვლება, თუმცა უკვე ნელ-ნელა მთელ ქვეყანაში ვრცელდება და ტრადიციაშიც გადადის.
 

მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
რამდენად ხშირად მიმართავთ ტურისტულ სააგენტოებს მოგზაურობის დასაგეგმად ?
რამდენად ხშირად მიმართავთ ტურისტულ სააგენტოებს მოგზაურობის დასაგეგმად ?
A. ხშირად მივმართავ
22 %
B. საერთოდ არ მივმართავ
55 %
C. არც ისე ხშირად მივმართავ
23 %