გიგანტური ომლეტი და კეკრის დღე - გაიგე რას აღნიშნავენ 2 ნოემბერს

#365days #02ნოემბერი

გაიგე თუ რა ხდება ან რას აღნიშნავენ 2 ნოემბერს მსოფლიოში

 

გიგანტური ომლეტის დღე

 

 

1985 წლიდან, აშშ-ში ლუიზიანას შტატის ერთ-ერთ ქალაქში, აბვილში მოსახლეობა აღნიშნავს გიგანტური ომლეტის დღეს (Giant Omelette Celebration).


საინტერესოა, რომ ეს დღესასწაული წამოვიდა საფრანგეთიდან (აბვილი არა მხოლოდ ამერიკის შტატია, არამედ საფრანგეთის ქალაქიცაა). ლეგენდის თანახმად, ნაპოლეონმა ომიანობის პერიოდში ერთ-ერთ ქალაქში ხალხს უბრძანა დაუყოვნებლივ შეეგროვებინათ მიმდებარე ტერიტორიაზე ყველა ქათმის კვერცხი და მთელი ჯარისთვის მოემზადებინათ გიგანტური ომლეტი. გიგანტურ ომლეტს აქამდე ამერიკაშიც ამზადებენ და საფრანგეთშიც. საფრანგეთში ამ დღესასწაულს ომლეტის ფესტივალს უწოდებენ.

 

კეკრის ანუ კეის დღე ფინეთში.

 


ფინეთი ეროვნული კალინდრის და ძველი რელიგიის თანახმად, კეკრი ყველა სასოფლო-სამეურნეო სამუშაოს დასრულების და მოსავლის აღებისას აღინიშნება. კეკრი - შემოდგომიდან ზამთარზე გარდამავალ პერიოდს ნიშნავდა.


თავდაპირველად დღესასწაულს აღნიშნავდნენ 29 სექტემბერს მთავარანგელოზის მიქეილის (Michaelmas / Saint Michael the Archangel) დღეს, თუმცა შემდეგ გადაიტანეს 1 ნოემბერს - ყველა წმინდანის დღეს (All Saints' Day). თუმცა ძირითადად უკვე კეკრის დღეს ნოემბრის პირველ შაბათს აღინიშნება. 


მოსახლეობას სწამთ, რომ კეკრის დროს წინაპრების სულები ბრუნდიან ამქვეყნად მშობლიურ სახლებში, ამიტომაც ახლობლები უტოვებენ მათ საჭმმელს და სასმელს. 

 

საინტერესოა რომ სიტყვას „კეკრი“ ფინები იყენებენ რაღაცის დასასრულის აღსანიშნაად, მაგალითად:  ხის ბოლო ფოთოლი ან ბოლო გასათხოვარი ქალი, თუმცა ის ასევე ყველაფერს პირველს აღნიშნავს: გაზაფხულის პირველი წვიმა ან პირველი შვილიშვილი. „კეკრი“ , ეს ის საწყისი წერილია, რომელიც რაღაცის დასრულებისას მოდის, და ის დასასრულია, რომლის შემდეგ რაღაცა იწყება.
 

მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
რამდენად ხშირად მიმართავთ ტურისტულ სააგენტოებს მოგზაურობის დასაგეგმად ?
რამდენად ხშირად მიმართავთ ტურისტულ სააგენტოებს მოგზაურობის დასაგეგმად ?
A. ხშირად მივმართავ
22 %
B. საერთოდ არ მივმართავ
55 %
C. არც ისე ხშირად მივმართავ
22 %