უძველესი და ზღაპრული იტალია - ჩინკვე-ტერე

ჩინკვე-ტერე (ხუთი მიწა) ულამაზესი ეროვნული პარკი იტალიაში, რომელიც წლიდან წლამდე მილიონობით ტურისტს იზიდავს.

მთავარი ღირსშესანიშნაობები, რომლებიც იზიდავს ტურისტებს:

ტურისტებს აქ ელოდებათ ასობით საფეხმავლო ბილიკი , ხეშეუხებელი ლანდშაფტით, ულამაზესი ბუნებით და ფანტასტიკური პეიზაჟებით. აქ იპოვით უძველეს ციხესიმაგრეებს და შენობა-ნაგებობებს. პარკი განთქმულია თავისი რამდენიმე პლაჟით.  ჩიკვე-ტერეში იპოვით კლდეებზე გაშენებულ ხუთ პატარა  ლამაზ დაკაშკაშა დასახლებას.

მონტეროსო-ალ-მარე უდიდესი  დასახლებაა ჩინკვე-ტერეზე. იგი იყოფა 2 ნაწილად: ძველი და ახალი ქალაქი. აქ იპოვით ჩინკვე-ტერეს ყველაზე დიდ და ერთადერთ ქვიშიან პლიაჟს, რომელიც მთიანი სანაპირო ზოლზეა. აქ თითქმის არასოდეს არ არის ქარი, ამიტომ ცურვა სასიამოვნოა გრილ ამინდებშიც, ამის გამო აქაურობა სხვა დასახლებებთან შედარებით, უფრო ხალხმრავალი და პოპულარულია.

ვერნაცა -  ჩინკვე-ტერეს ყელაზე ლამაზი დასახლებაა, რომელიც ზღვითა და კლდეებით არის გარშემორტყმული. აქაურობა გაშენებული მაღალი და ფერადი სახლებით. ვერნაცა ცნობულია თავისი მოედნებით, ნავსადგურით და, სხვა დასახლებებისგან განსხვავებული, ყველაზე რომანტიკული რესტორნებით.

კორნილია -  ცენტრალური და ყველაზე პატარა დასახლებაა ჩინკვე-ტერეზე, რის გამოც მას, სამწუხაროდ, ხშირად ივიწყებენ ერთდღიანი ტურის დროს. იგი მდებარეობს კლდეზე, რომლსი სიმაღლიდან მთელი პარკის ულამაზესი პანორამა იშლება.

მანაროლა - ჩინკვე-ტერეს ყველაზე ძველი დასახლებაა.  ტურისტების ყურადღებას აქ ნათელი და ფერადი შენობები იპყრობს . ქუჩებში არსებულ თანამედროვე შენობების გარდა აქ იპოვით უძველეს ხუროთმოძღვრულ ნაგებობეს, რომელსაც 5000 წლიანი ისტორია აქვს. მანაროლა განთქმულია მეღვინეობით და თევზაობით. ადგილობრივ რესტორნებში შეგიძლიათ დააგემოვნოთ გემრიელად მომზადებული ზღვის პროდუქტები და კერძის შესაფერისი ერთი ჭიქა ღვინო.

რიომაჯორე -  არაჩვეულებრივად ლამაზი, ნათელი და ფერადი დასახლებაა. ტურისტები ზუსტად აქედან იწყებენ  ეროვნული პარკის მონახულებას. ქალაქი ორ ნაწილად არის დაყოფილი, რომელიც ერთმანეთს მიწისქვეშა გვირაბით უკავშირდება. ზუსტად აქ იწყება ცნობილი სიყვარულის ბილიკი.

დასახლება  გამოირჩევა თავისი უნიკალური ფერებით. სახლები ფერადი ფასადი კონტრასტშია ფირუზისფერ ზღვასა და უჩვეულოდ ცისფერ ცასთან.

 

 

მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
რამდენად ხშირად მიმართავთ ტურისტულ სააგენტოებს მოგზაურობის დასაგეგმად ?
რამდენად ხშირად მიმართავთ ტურისტულ სააგენტოებს მოგზაურობის დასაგეგმად ?
A. ხშირად მივმართავ
22 %
B. საერთოდ არ მივმართავ
55 %
C. არც ისე ხშირად მივმართავ
23 %