მსოფლიოში ყველაზე მაღალი მოძრავი სადამკვირვებლო კოშკი გაიხსნა

ბრაიტონში ზღვის სანაპიროსთან მსოფლიოში ყველაზე მაღალი ობსერვატორია გაიხსნა.  162 მეტრი სიმაღლის ფოლადის კოშკზე განთავსებულია დონატის ფორმის მინის სადამკვირვებლო სივრცე. მინის პოდის დიამეტრი 18 მეტრია და ის კვირის განმავლობაში 200-ჯერ აიყვანს სტუმრებს კოშკზე. კოშკიდან ვიზიტორების თვალწინ ყველა მიმართულებით 42 კილომეტრზე იშლება ხედები.

 

ობსერვატორია ბრაიტონშიყველაზე მაღალი კოშკი მსოფლიოში

 

360-ის დიზაინი დევიდ მარკს და იულია ბარფილდს ეკუთვნის. კოშკი London Eye-ს პროექტის გაგრძელებაა, რომელიც ბრიტანეთის დედაქალაქში 2000 წელს დამონტაჟდა. უშუალოდ კოშკის დიამეტრი მხოლოდ 3.9 მეტრია, რისი დამსახურებითაც i360 შესაძლოა გინესის რეკორდების წიგნში შევიდეს. ადგილობრივ ხელისუფლებას პროექტის განხორციელება 36 მილიონი ფუნტი დაუჯდა, თუმცა მისგან გაცილებით მეტ შემოსავალს მოელიან. კოშკზე ასვლის ღირებულება 15 ფუნტი (18 ევრო) იქნება.

 

სადამკვირვებლო კოში ბრაიტონში160802115917-british-airways-i360-5-super-169ბრაიტონის კოშკი

მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
რამდენად ხშირად მიმართავთ ტურისტულ სააგენტოებს მოგზაურობის დასაგეგმად ?
რამდენად ხშირად მიმართავთ ტურისტულ სააგენტოებს მოგზაურობის დასაგეგმად ?
A. ხშირად მივმართავ
22 %
B. საერთოდ არ მივმართავ
55 %
C. არც ისე ხშირად მივმართავ
23 %