შავი კატა, სიდედრი და ამსტერდამი - 27 ოქტომბერი

#365days #27ოქტომბერი


გაიგე რას აღნიშნავენ მსოფლიოში 27 ოქტომბერს.

 

შავი კატის დღე (Black Cat Day) - აშშ


ყველამ ვიცით, შავმა კატამ გზაზე თუ გადაგირბინა - რაღაცა ცუდი გელის. 


მაგრამ რომელი ცხოველია შავ კატაზე უფრო ლამაზი ან ელეგანტური? თუნდაც ამაზონის მინიატურულ იაგუარს შეხედეთ - ის ხომ ულამაზესია.


ცნობილია, რომ პირველი მოშინაურებული კატა ეგვიპტეში გამოჩნდა, მათი ისტორია ჩვენს წელთაღრიცხვამდე 2000 წლებში იწყება. ეგვიპტეში საკმაოდ დიდ პატივს სცემდნენ კატას და მის  გარდაცვალებისას ძალიან გლოვობდნენ კიდეც. საინტერესოა, რომ არქეოლოგებმა ეგვიპტეში უცნაური სარკოფაგები იპოვეს, რომელშიც მუმიფიცირებული კატები აღმოაჩინეს.


როგორ უნდა აღვნიჩნოთ ეს დღე?

გააჩნია როგორ უპასუხებთ შემდეგ კითხვებს; გყავთ კატა? არ გყავთ, მაგრამ მზად ხართ გყავდეთ? თუ ორივე კითხვაზე თქვენიპასუხი არის „არა“  - ეს დღესასწაული არ არის თქვენთვის.

მაგრამ თუ ორიდან ერთზე გაეცით „კი“, მაშინ დროა უფრო მეტი ყურადღება მიაქციოთ კატას, უყიდეთ ახალი სათამაშო და ერთად გაერთოდ. 

 

ამსტერდამის დაარსების დღე

 


1275 წლის 27 ოქტომბერი ამსტერდამის დაარსების დღედ ითვლება. ზუსტად ამ დღეს პირველად ახსენეს მისი სახელწოდება „ამსტერდამი“ ანუ დამბა მდინარე ამსტელზე. ამ დღეს ტრადიციული ღონისძიებებით და სხვადასხვა გასართობი პროგრამებით აღნიშნავენ.

 

სიდედრის საერთაშორისო დღე( Mother-In-Law Day)


ამ წლის 27 ოქტომბერს Mother-In-Law Day-ს დღეს აღნიშნავენ. მიუხედავად იმისა, რომ ქართულ ენაში ეს სიტყვა დედამთილსაც და სიდედრსაც ნიშნავს, ამ შემთხვევაში ეს დღე სიდედრს ეხება.  სიდედრზე უამრავი ანეკდოტი არსებობს, და უმრავლესობის მტკიცებით  - სიდედრი ყველაზე საშიში მტერია. თუმცა  ეს ხომ არ არის სიმართლე?!
მსოფლიოში ამ დღეს ოქტომბრის ყოველ მეოთხე კვირა დღეს აღნიშნავენ (ამ შემთხვევაში ეს 27 ოქტომბერია) , დღესასწაული ჯერ კიდევ 1934 წელს დამკვიდრა, თუმცა სამწუხაროდ აქამდე ოფიციალური და საერთაშორისო სტატუსი არ მიუღია. ვინაიდან მსოფლიოში საკმაოდ პოპულარულია დედის და მამის დღეები, ამიტომაც ტეხასში ერთ-ერთი გაზეთის რედაქტორმა გადაწყვიტა დაეწესებინა - სიდედრის დღეც. და აი, საკმაოდ აქტიურად და პოზიტიურად ჯერ ამერიკაში დაიწყეს მისი აღნიშნვა, შემდეგ კი დღესასწაული ევროპაშიც დამკვიდრდა. 


როგორ უნდა აღნიშნოთ ეს დღე?

უბრალოდ დაურეკეთ თქვენს სიდედს, დაპატიჟეთ სახლში ვახშამზე, მოიკითხეთ, გაუკეთეთ რამე სასიამოვნო საჩუქარი. მოკლედ მაქსიმალურად დაიმსახურეთ მისი კეთინგანწყობა. 
 

მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
სად გაატარებთ ზამთრის შვებულებას?
სად გაატარებთ ზამთრის შვებულებას?
საქართველოში
42 %
ევროპაში
22 %
აზიაში
6 %
თურქეთში
7 %
ეგვიპტეში
8 %
საბერძნეთში/კვიპროსზე
6 %
სახლში
10 %