საშობაოდ მორთული 14 ქალაქი მსოფლიოდან
ახალ წლამდე სულ რამოდენიმე დღე რჩება, მთელი მსოფლიო საშობაოდაა მორთული და მხიარულებაშია ჩართული. საშობაო ციებ-ცხელების მთავარი ეპიცენტრი კი უზარმაზარი, ყოველწლიური საშობაო ბაზრობებია.
აახენის საშობაო ბაზრობის ვიტრინებში უამრავ ტკბილეულს შეხვდებით, რომელიც თაფლაკვერისგანაა გაკეთებული და ხელოვნების ნიმუშებს უფრო წააგავს, ვიდრე სასუსნავებს.
სტრასბურგის ყველაზე ცნობილ ტურისტულ ცენტრებში ახლა ყველაზე დიდ შთაბეჭდილებას საშობაო მორთულობები ტოვებს.
ქუჩების თავზე გაჭიმული გირლანდები შესანიშნავად ასრულებს ვარსკვლავიანი ცის მოვალეობას.
საშობაოდაა მორთული პანორამული ბორბალიც, რომელიც ყველა მსურველს ეპატიჟება ატრაქციონზე. დაინახეთ საშობაო მორთულობა სრულიად სხვა პერსპექტივიდან!
უზარმაზარი ვარსკვლავები, გირლანდები, შრიალა წვიმები - ბარსელონაში მალე ახალი წელი მოვა
სანტას მარხილი ამაყად დგას ქალაქის მთავარ მოედანზე.
საშობაო ბაზრობას უამრავი მანათობელი ნაძვის ხე ამშვენებს.
ევროპის ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ქალაქის საშობაო ბაზრობა მოკრძალებული, მაგრამ სხვებზე არანაკლებ ლამაზია.
მართალია, საშობაო საჩუქრები უმრავლესობამ უკვე იყიდა, მაგრამ საშობაო ბაზრობის ლაბირინთებში კიდევ ერთხელ გასეირნების ცდუნება ძალიან დიდია.
ვენაში ერთ-ერთი ყველაზე მოწესრიგებული საშობაო ბაზრობებია.
ქათქათა თეთრი კარვები, რომლებიც გოლუეიშია გაშლილი, ცნობისმოყვარე ტურისტებს იზიდავს. აქვეა საბავშვო კარუსელიც - ყველაზე პატარა ვიზიტორებისთვის.
თბილ ფერებში განათებული ცივი პეიზაჟები - ეს ისაა, რაც ესტონეთში გელოდებათ.
უზარმაზარი ნაძვის ხის ქვეშ საშობაო ბაზრობის ჯიხურები გნომებივით არიან შეყუჟულები
შტუტგარტის ვიწრო ქუჩებში საშობაო მორთულობა კიდევ უფრო შთამბეჭდავია.
1. აახენი, გერმანია

2. სტრასბურგი, საფრანგეთი

3. ავინიონი, საფრანგეთი

4. ლილი, საფრანგეთი

5. ბარსელონა, ესპანეთი

6. ბრიუსელი, ბელგია

7. ბერლინი, გერმანია

8. პრაღა, ჩეხეთი

9. ლაიპციგი, გერმანია

10. ვენა, ავსტრია

11. გოლუეი, ირლანდია

12. ტალინი, ესტონეთი

13. დიუსელდორფი, გერმანია

14. შტუტგარტი, გერმანია
