ტავოლარა - ყველაზე პატარა სამეფო მსოფლიოში

ადგილი, სადაც არ არსებობს გზები და სასტუმროები, აქ მანძილი მხოლოდ თეთრ ქვიშაზე დატოვებული ნაფეხურებით იზომება. ეს ტავოლარაა - სარდინიის სამხრეთით მდებარე პატარა კუნძული, რომელიც მსოფლიოში ყველაზე პატარა "სამეფოს" წარმოადგენს. სამეფოს წოდება, რა თქმა უნდა, პირობითია. კუნძულზე ერთადერთი რესტორანია, რომელიც 83 წლის ანტონიო ბერტოლეონის, იგივე "ტონინოს" ეკუთვნის.  ბოლო 22 წლის განმავლობაში სწორედ ტონინოს დამსახურებით იქცა ეს პაწაწინა დაუსახლებელი კუნძული "სამეფოდ". "მე ალბათ ყველაზე უბრალო მეფე ვარ დედამიწაზე, შორტებში და სანდლებში" - ამბობს ტონინო. ტავოლარაCR2W5J Europe ,Italy ,Sardinia ,Tavolara Island restaurant Re Di Tavolara სინამდვილეში ტავოლარა 180 წლის იუბილეს აღნიშნავს და ყველაფერი გაცილებით ადრე დაიწყო. 1807 წელს ტონინოს წინაპარი, ჯუზეპე ბერტოლეონი იყო პირველი, ვინც ამ უკაცრიელ კუნძლზე მოვიდა და დასახლდა. პირველად მეფის წოდება ჯუზეპეს შვილმა პაოლომ მიიღო, მოგვიანებით აღმოაჩინეს, რომ ეს კუნძული ოფიციალურად არასდროს შედიოდა სარდინიის შემადგენლობაში, ამიტომაც ტავოლარაზე მცხოვრებმა ოჯახმა დაიწყო კუნძულის დამოუკიდებელი მონარქიის სტატუსის მოპოვება. 1903 წელს კუნძულზე უკვე 33 ადამიანი ცხოვრობდა. ტავოლარა მიუხედავად იმისა, რომ სამეფოს ტერიტორია სულ რაღაც 5 კვ.კმ-ია, აქაურები თავის რჩენას მაინც ახერხებენ. კუნძულზე ამჟამად 11 მოქალაქე ცხოვრობს, თუმცა ისინის მუდმივად აქ არ ცხოვრობენ. მათ შემოსავალი თევზჭერიდან და მებაღეობიდან აქვთ, ასევე ჰყავთ 100-მდე გარეული თხა და გადაშენების პირას მყოფი რამდენიმე შევარდენი. ტავოლარაCR2W5B Europe Italy Sardinia Tavolara Island port კუნძული ბოლო პერიოდში მიმზიდველი გახდა ტურისტებისთვისაც, რადგან მის შემოგარენში ერთ-ერთი ყველაზე კარგად დაცული წყლისქვეშა სამყაროა და დაივინგისთვის ერთ-ერთი საუკეთესო ადგილია ხმელთაშუა ზღვაში. აქ ვიზიტორებს ცურვა კუებთან ერთადაც შეუძლიათ.    
მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
სად გაატარებთ ზამთრის შვებულებას?
სად გაატარებთ ზამთრის შვებულებას?
საქართველოში
42 %
ევროპაში
22 %
აზიაში
6 %
თურქეთში
7 %
ეგვიპტეში
8 %
საბერძნეთში/კვიპროსზე
6 %
სახლში
10 %