30 აუცილებლად სანახავი ადგილი ევროპაში. ნაწილი II

ევროპის ყველა ქვეყანას აქვს ტურისტული ღირსშესანიშნაობები, სადაც ხალხის აზრით, ცხოვრებაში ერთხელ მაინც უნდა მოხვდე. ამ ადგილებში ყოველთვის უამრავი ტურისტია, წლის და დღის ნებისმიერ დროს. და თუ ამდენ ადამიანს მოწონს და ნახულობს, ესეიგი, არის მათში რაღაც ისეთი, რაც ყველა ასაკის, გემოვნების და კულტურის ადამიანს იზიდავს. სცადეთ, იქნებ ამ "გაცვეთილმა" მიმართულებმა თქვენც შემოგთავაზოთ ის უნიკალური თავგადასავალი, რისთვისაც სამოგზაუროდ მივდივართ ხოლმე.

11. ცისფერი მეჩეთი, სტამბოლი, თურქეთი

blue-mosque_3414593k სულთან აჰმედის მეჩეთი, ასევე ცისფერი მეჩეთი საყოველთაოდ აღიარებულია როგორც ისლამური არქიტექტურის განუმეორებელი ქმნილება. მეჩეთს ლურჯი  მისი ინტერიერის ლურჯი ფილების გამო დაერქვა.  მეჩეთი მეჩვიდმეტე საუკუნეში აშენდა სულთან აჰმედ I-ის ბრძანებით, რომლის სახელსაც ის ამჟამად ატარებს. სულთანი  მეჩეთის აკლდამაშია დაკრძალული. მეჩეთი სტამბოლის უძველეს რაიონში მდებარეობს, რაც 1453 წლამდე კონსტანტინოპოლის, ბიზანტიის იმპერიის დედაქალაქის, ცენტრს წარმოადგენდა. მის გვერდით მდებარეობს უძველესი იპოდრომი, ხოლო მოშორებით აია სოფია, ყოფილი ქრისტიანული ტაძარი, რომელიც ამჟამად მუზეუმად არის გადაკეთებული.

12. ჩრდილოეთის ციალი. სკანდინავია ან ისლანდია

Northern-lights-ov_3414447k აქ ძალიან ცივა. და მოგზაურობაც საკმაოდ ძვირი ჯდება. მაგრამ ევროპის ყველაზე ჩრდილო ნაწილში მოგზაურობა აურორას სანახავად ნამდვილად ღირს.  ეცადეთ რაც შეიძლება შორს წახვიდეთ ამის სანახავად და მაქსიმალურად მოშორდეთ მეგაპოლისებს - სინათლით დაბინძურებისას აურორას ლურჯი და მწვანე ნათება ისე მკვეთრად აღარ ჩანს. სკანდინავიაში სპეციალური ოტელებია, შემინული ჭერით, რომელიც საშუალებას იძლევა სახლიდან გაუსვლელად იხილოთ ბუნების ეს საოცრება.

13. Sainte Chapelle, პარიზი

sainte-chapelle_3414574k გოთიკურ სტილში ნაგები ტაძარი პარიზის ნამდვილი გულია. ტაძარი 1248 წელს აშენდა და საფრანგეთის რევოლუციის დროს ძალიან დაზიანდა, მაგრამ ერთი წლის წინ რესტავრირებული ტაძარი ისევ გაიხსნა.  ცისარტყელას ფერებად მოხატული მინის დეკორაციები არც ერთ მნახველს არტოვებს გულგრილს.

14 . პიზის კოშკი, იტალია

leaning-pisa_3414584k პიზის კოშკის ორიგინალურობას წარმოადგენს მისი გადახრილი ფორმა. წარსულში სჯეროდათ, რომ ეს გადახრა არქიტექტურული ჩანაფიქრი იყო, თუმცა შემდეგ გაირკვა, რომ მშენებლობის პროცესში გადაიხარა. სწორედ ეს ფორმა განაპირობებს მის უდიდეს პოპულარობას მსოფლიოში. თუმცა, როგოც ამტკიცებენ არქიტექტორები და შესაბამისი პროფესიის წარმომადგენლები, პიზის კოშკი სრულიად ვერტიკალურიც რომ იყოს, მაინც შთამბეჭდავი და ძალიან პოპულარული იქნებოდა.

15. კარლოვის ხიდი, ჩეხეთი

charles-bridge-pra_3414591k კარლოვის ხიდი ჩეხეთში, პრაღაში, ვლტავის მდინარეზე მდებარეობს. თავდაპირველად ხიდს პრაღის ხიდი ერქვა, ხოლო 1870 წელს ოფიციალურად გადაერქვა სახელი იმპერატორ კარლ IV-ს საპატივსაცემოდ. ხიდზე ცამეტი სკულპტურაა, ძირითადად რელიგიური ხასიათის. ხიდზე ე.წ. სამეფო გზა გადიოდა, რომელსაც მეფეები გადიოდნენ კორონაციის საზეიმო ცერემონიის შემდეგ, მთელი ქალქის მოსახლეობის დასანახად. თანამედროვე ეპოქაში ხიდზე "პრაღის მარათონის" მარშუტი გადის. ერთ-ერთი ლეგენდის თანახმად, თუ ხიდის ერთ-ერთ სკულპტურას შეეხები და სურვილს ჩაიფიქრებ, ის აუცილებლად ახდება.

16. ბრანდებურგის კარიბჭე, გერმანია

branden-berg-gate_3414592k ყოფილი ქალაქის კარიბჭე და ბერლინის სიმბოლო პარიზერ პლაცზე  მდებარეობს და ერთადერთი შემორჩენილი შემოსასვლელი კარიბჭეა ისტორიულ ქალაქში. ჩრდილოეთით ერთ ბლოკში რაიხსტაგი მდებარეობს. კარიბჭე მონუმენტური დასასრულია უნტერ დენ ლინდენის (ლინდენის ხეივანი-ბულვარი), რომელიც სამეფო რეზიდენციამდე იშლებოდა. კარიბჭე შეუკვეთა ფრიდრიხ ვილჰელმ II-მ როგორც მშვიდობის სიმბოლო და აგებული იქნა კარლ გოტჰარდ ლანგანსის მიერ 1788-1791 წლებში.

17. ტოსკანა, იტალია

tuscany_3414572k ტოსკანის პეიზაჟებზე ყველა მოგზაურს სმენია.    ტოსკანა მიჩნეულია იტალიური რენესანსის დაბადების ნამდვილ ადგილად და წარმოადგენს ხელოვნებასა და მეცნიერებაზე უდიდესი გავლენის მომხდენი ადამიანის სამშობლოს, ისეთების, როგორებიც არიან პეტრარკა, დანტე, ბოტიჩელი, მიქელანჯელო, ლეონარდო და ვინჩი, გალილეო გალილეი, ჯორდანო ბრუნო, ლუკა პაჩოლი და პუჩინი. აქედან გამომდინარე, რეგიონში გახსნილია რამდენიმე მუზეუმი (მათ შორის უფიცის, პიტის, ჩანსიანოს). ტოსკანას უნიკალური კულინარიული ტრადიციები გააჩნია, ცნობილია თავის ღვინოებით.

18. ტბა ბლედი, სლოვენია

bled_3414595k სლოვენიის ჩრდილო-დასავლეთში განლაგებული ტბა და აქ მდებარე კურორტი იდეალური ადგილია დასვენებისთვის. აქ შეგიძლიათ დაკავდეთ ლაშქრობებით, მთამსვლელობით, იცურაოთ, ისეირნოთ ნავებით და კაიაკებით. ტბა ის ლუბლიანას აეროპორტიდან 32 კილომეტრშია განლაგებული, ალპების ძირში. ბლედის ტბას  თბილი წყაროები კვებავს, რის გამოც ზაფხულში წყლის ტემპერატურა +18 +24 გრადუსამდე თბება, ხოლო ზამთრობით მხოლოდ ძალიან ძლიერი ყინვების შემთხვევაში იყინება.

19. კოლიზეუმი, იტალია

colosseumUSE_3414587k რომის ისტორიულ ნაწილში განლაგებული უზარმაზარი ამფითეატრი, რომელიც ადრე გლადიატორთა თავშეყრის ადგილს წარმოადგენდა, დღეს უზარმაზარი ისტორიის მქონე კულტურული და ისტორიული ძეგლია. ტურისტების ნაკადი აქ არასოდეს წყდება და რომში ჩასულთა დიდი უმეტესობა პირველად სწორედ აქ, სახელგანთქმულ კოლიზეუმში მიემართება.

20. ეფესო, თურქეთი

ephesus_3414585k ორი ათასზე მეტი წლის ქალაქი, ახალი წელთაღრიცხვის 50-ანი წლებიდან, ადრეული ქრისტიანობის მნიშვნელოვანი ცენტრი იყო. ქალაქი სახელგანთქმულია იქ მდებარე არტემიდას ტაძრის გამო,  რომელიც შეტანილია ძველი მსოფლიოს შვიდი საოცრების სიაში.  2015 წელს ისტორიული ქალაქი  იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების სიაშიც შეიტანეს. ნაწილი Iნაწილი III
მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
სად გაატარებთ ზამთრის შვებულებას?
სად გაატარებთ ზამთრის შვებულებას?
საქართველოში
42 %
ევროპაში
22 %
აზიაში
6 %
თურქეთში
7 %
ეგვიპტეში
8 %
საბერძნეთში/კვიპროსზე
6 %
სახლში
10 %