10 ყველაზე იაფი ქალაქი შემოდგომაზე სამოგზაუროდ

დაბალი ბიუჯეტი ხშირად გადამწყვეტ როლს თამაშობს მოგზაურობის დაგეგმვაში. მცირე ფინანსური რესურსით მოგზაურობისთვის შემოდგომა ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდია. გთავაზობთ ევროპის 10 ყველაზე იაფ ქალაქს საშემოდგომო მოგზაურობისთვის. 10. ლილი, საფრანგეთი ლილი პირველად შევიდა ყველაზე იაფი ქალაქების ათეულში, რაც სასტუმროების ფასის დაწევამ გამოიწვია. ამ ქალაქში სამვრასკვლავიან სასტუმროში ორი ადამიანისთვის ღამის გატარება დაახლოებით 90 ევრო დაგიჯდებათ. ლილის ერთ-ერთი მთავარი ხიბლი ისაა, რომ საფრანგეთის სხვა ქალაქებთან შედარებით აქაურობა მყუდრო და მშვიდია. ლილი, საფრანგეთი9. კრაკოვი, პოლონეთი კრაკოვი მაინც მოხვდა ყველაზე იაფი ქალაქების სიაში, მიუხედავად იმისა, რომ სასტუმროების ფასები მნიშვნელოვნად გაიზარდა. სამვარსკვლავიან სასტუმროში ორი პერსონისთვის ღამის გატარება საშუალოდ 115 ევრო ღირს. პოლონეთის ყოფილი დედაქალაქი ვიზიტორებს საინტერესო არქიტექტურით იზიდავს. %e1%83%99%e1%83%a0%e1%83%90%e1%83%99%e1%83%9d%e1%83%95%e1%83%988. ტალინი, ესტონეთი ესტონეთის დედაქალაქიც პირველად მოხვდა აღნიშნულ სიაში და ისიც სასტუმროების ფასის ვარდნის გამო. სამვარსკვლავიან სასტუმროში ორ პერსონაზე ნომრის საფასური ტალინში საშუალოდ 88 ევროა. ესტონეთის დედაქალაქი ერთ-ერთი ყველაზე კარგად შენახული ქალაქია ევროპის უძველეს ქალაქებს შორის, მოკირწყლული ქუჩებით და შუასაუკუნეებისა და თანამედროვეობის იდეალური შერწყმით. %e1%83%a2%e1%83%90%e1%83%9a%e1%83%98%e1%83%9c%e1%83%987. რიგა, ლატვია ევროპის ყოფილი კულტურული დედაქალაქი უკვე მეოთხე წელია მოცემულ ათეულში მეშვიდე ადგილს ინარჩუნებს. იუნესკოს სიაში შეტანილ ქალაქში კარგად იგრძნობა 800 წლიანი ისტორიის განმავლობაში შვედების, გერმანელები, რუსების და ბოლოს ლატვიელების მმართველობის შედეგები. რიგა6. მოსკოვი, რუსეთი მოსკოვის ტურმაც მნიშვნელოვანი ვარდნა განიცადა ფასის მხრივ, ამიტომ ათეულში მეცხრედან მეექვსე ადგილზე გადაინაცვლა. წითელი მოედნის, კრემლის და ლენინის საფლავის გარდა მოსკოვში სავაჭრო ცენტრები და აქტიური ღამის ცხოვრებაც გელოდებათ.მოსკოვი, წითელი მოედანიred-square_2692602k5. ათენი, საბერძნეთი ათენმა ყველაზე იაფი ქალაქების სიაში მეათედან მეხუთე ადგილზე გადმოინაცვლა. დასავლური ცივილიზაციის აკვნად აღიარებული ქალაქის ასეთი გადანაცვლება ბოლოდროინდელმა ეკონომიკურმა პრობლემებმა გამოიწვია. atenis-akropolisi4. ვარშავა, პოლონეთი ვარშავა ყველაზე იაფი ქალაქების ათეულში მეოთე ადგილს იკავებს, თუმცა სასტუმროების საშუალო ფასი მაინც საკმაოდ მაღალი, დაახლოებით 100 ევრო რჩება. პოლონეთის დედაქალი გამორჩეულია იმით, რომ აქ შემოდგომითაც კი უამრავი ყვავილი ყვავის, ქუჩებში მრავლადაა ახალი რესტორნები და მაღაზიები. ვარშავა3. პრაღა, ჩეხეთი ჩეხეთის დედაქალაქი გამოირჩევა ძალიან იაფი კვებით. პრაღაში სამჯერადი კვება ბოთლ ღვინოსთან ერთად ორი ადამიანისთვის  საშუალოდ 35 ევრო დაგიჯდებათ. ძველი ქალაქის ბაროკოს არქიტექტურასთან შერწყმული თანამედროვეობა ბევრი ტურისტისთვისაა მიმზიდველი. %e1%83%9e%e1%83%a0%e1%83%90%e1%83%a6%e1%83%902. ბუდაპეშტი, უნგრეთი ბუდაპეშტი ნამდვილად გამოირჩევა განთავსების საშუალებების სიიაფით. უნგრეთის დედაქალაქში სამვარსკვლავიან სასტუმროში ორი ღამის გასატარებლად მხოლოდ 66 ევრო დაგჭირდებათ. ქალაქის ისტორიული გრანდიოზული კაფეები, ორნამენტებიანი  აბანოები და სადღესასწაულო ბაზრობები ნამდვილად მოგხიბლავთ თუ შემოდგომის გატარებას ამ ქალაქში გადაწყვეტთ. budapest-2016-5
  1. ვილნიუსი, ლიტვა
ყველაზე იაფი ევროპული ქალაქების ათეულში ლიტვის დედაქალაქი ლიდერობს. აეროპორტიდან ქალაქის ცენტრამდე ტრანსფერი სულ რაღაც 2 ევრო დაგიჯდებათ, მთავარ ღირსშესანიშნაობებამდე კი უფასოდ, ფეხით შეგიძლიათ მიხვიდეთ. vilniusi  
მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
რამდენად ხშირად მიმართავთ ტურისტულ სააგენტოებს მოგზაურობის დასაგეგმად ?
რამდენად ხშირად მიმართავთ ტურისტულ სააგენტოებს მოგზაურობის დასაგეგმად ?
A. ხშირად მივმართავ
22 %
B. საერთოდ არ მივმართავ
55 %
C. არც ისე ხშირად მივმართავ
23 %