შემოდგომით სანახავი 5 საუკეთესო ადგილი ბრიტანეთში

შემოდგომაზე მოგზაურობას რამდენიმე უპირატესობა აქვს, ზაფხულთან და საახალწლო პერიოდთან შედარებით ნაკლები ტურისტი, ნაკლებად გადატვირთული ტურისტული ობიექტები, აჭრელებული ბუნება და ა.შ. ეს პერიოდი განსაკუთრებით კარგია მათთვის, ვისაც უცხო ქვეყანაში ფეხით სიარული უყვარს. თუ ბრიტანეთი თქვენს Must See ქვეყნების სიაშია, გთავაზობთ იმ ადგილების ხუთეულს, რომელთა ნახვა შემოდგომით განსაკუთრებით მოგეწონებათ.
  1. ვესტონბირთის ეროვნული სანერგე, გლასტორშერი მე-19 საუკუნეში დაარსებული ბაღი, რომელშიც დაახლოებით 2500 ჯიშის ხეა გაშენებული. განსაკუთრებული სილამაზით ოქტომბერში გამოირჩევა. ბაღი ღიაა დილის 9-დან საღამოს 5 საათამდე. westonbirtwestonbirt-arboretum
  2. გრიზდელის ტყე, ტბების რაიონი მდებარეობს კონისტონისა და ვინდერმერის ტბებს შორის. ესაა საუკეთესო ადგილი, სადაც შეგიძლიათ სრულად შეიგრძნოთ, როგორია შემოდგომა ტბის პირას. ტყეში რამდენიმე სალაშქრო ბილიკია. ვიზიტორთა ცენტრი და კაფე დილის 10-დან საღამოს 5 საათამდეა ღია. 1042685.012.TIF%e1%83%92%e1%83%a0%e1%83%98%e1%83%96%e1%83%93%e1%83%94%e1%83%9a%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%a2%e1%83%a7%e1%83%94
  3. სთოურჰედი, ვილთშირი სთურჰედის ცნობილი ბაღები 1740 წელს გაიხსნა. ოქტომბერში ვიზიტორებისთვის (17 ოქტომბრიდან) ბაღში ერთსაათიანი უფასო ტურები იმართება. სამუშაო საათები ზაფხულობით 9-დან 6-მდე, 1 ოქტომბრიდან კი 5 საათამდეა. stourhead-gary-clark-740x512%e1%83%a1%e1%83%a2%e1%83%9d%e1%83%a3%e1%83%a0%e1%83%b0%e1%83%94%e1%83%93%e1%83%98
  4. ბათსფორდის სანერგე, გლასტორშერი 56 აკრზე გაადჭიმული სანერგე ბრიტანეთში ხეებისა და ბუჩქების ყველაზე დიდი კერძო კოლექციაა. აქ შეხვდებით ისეთ იშვიათ ხეებს და მცენარეებსაც, რომლებიც ველურ ბუნებაში უკვე გადაშენდნენ. batsford-ade67bbatsford
  5. შეფილდის პარკი, აღმოსავლეთ სასიქსი ოთხ ტბაში არეკლილი 250 აკრი ფართობის ულამაზესი ბაღი - ეს ის ადგილია, სადაც ნამდვილ შემოდგომას იგრძნობთ. შეფილდში უიშვიათესი და უძველესი სახეოების ხეებს აღმოაჩენთ. sheffieldSheffield Park
მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
სად გაატარებთ ზამთრის შვებულებას?
სად გაატარებთ ზამთრის შვებულებას?
საქართველოში
42 %
ევროპაში
22 %
აზიაში
6 %
თურქეთში
7 %
ეგვიპტეში
8 %
საბერძნეთში/კვიპროსზე
6 %
სახლში
10 %