იუნგფრაუ - ყველაზე მაღლა მდებარე რკინიგზის სადგური ევროპაში
იუნგფრაუს რკინიგზა მთაში გამავალ რკინიგზებს შორის პიონერია. შვეიცარიის ალპებში გაყვანილი რკინიგზა 1912 წელს ამოქმედდა და მაშინ ინჟინერიის სასწაულად ითვლებოდა. მატარებელს მგზავრები პატარა შაიდეგიდან იუნგფრაუში აჰყავდა, რომელიც ზღვის დონიდან 3 454 მეტრზე მდებარეობს.
მატარებელს ორი შუალედური გაჩერება აქვს, საიდანაც მგზავრებს არაჩვეულებრივი ხედებით ტკბობა შეუძლიათ. ჯამში მატარებელი 1 400 მეტრ სიმაღლეზე 50 წუთში ადის. მთლიანი რკინიგზის 7 კმ-იანი მონაკვეთი გვირაბშია მოქცეული.
რკინიგზის გაყვანამდე, იუნგფრაუს ტერიტორია ტურისტებისთვის ხელმიუწვდომელი იყო. რკინიგზამ კი შესაძლებელი გახადა მთები ტურისტებისთვის საინტერესო მიმართულებად ქცეულიყო, მიმდებარე ტერიტორიაზე აშენდა სხვადასხვა ობიქტებიც. ახლა ტურისტებს მარტივად შეუძლიათ კლდეების, თოვლის და ყინულის სამყაროში მოგზაურობა.
ერთ-ერთი შუალედური გაჩერება Monch-ია, სადაც განთავსებულია სასტუმრო, ორი რესტორანი, ობსერვატორია, კვლევითი საგდური და პატარა კინოთეატრიც კი. მონხი-იუნგფრაუს მონაკვეთი ალპებში ერთ-ერთ ყველაზე ხშირად მონახულებად ადგილს წარმოადგენს.