საფრანგეთის 26 ყველაზე ლამაზი ტურისტული მიმართულება. ნაწილი I

საფრანგეთის გაგონებისას თვალწინ პირველად პარიზი და ეიფელის კოშკი წარმოგვიდგება, მაგრამ ამის გარდა კიდევ ძალიან ბევრი ადგილია, რომელიც აუცილებლად უნდა მოვინახულოთ ამ ქვეყანაში სტუმრობისას.

 

1. კოლმარი

 

150706102613-france-most-beautiful--colmar-super-169

 

კოლმარი ელზასის სიდიდით მესამე ქალაქია და ევროპის ერთ-ერთ ყველაზე რომანტიულ ქალაქად ითვლება. ესაა ფერადი დასახლება, უამრავი ყვავილებით, ხასხასა ტონებში შეღებილი სახლებით და მხატვრული პატარა ქუჩებით. ქალაქში შუა საუკუნეების არქიტექტურა ჭარბობს. კოლმარი ღია ცის ქვეშ განთავსებული მუზეუმია, სადაც ყველა ეპოქის არქიტექტურას შეხვდებით - ბაროკო, როკოკო, აღორძინების ეპოქა, თოგიკა, კლასიციზმი, მოდერნი და პოსტმოდერნი.

 

2. მიიოს ვიადუქტი

 

150710111427-france-destination----millau-super-169

 

საყრდენ ბოძებზე დაკიდული საავტომობილო ხიდი საფრანგეთის სამხრეთ ნაწილში, მდინარე ტარნის ხეობაზეა გაჭიმული, მიიოსთან ახლოს. ბრიტანელი არქიტექტორი ლორდ ფოსტერისა და ფრანგი ხიდების ინჟინრის მიშელ ვირლოჟოს ერთობლივი პროექტის შედეგად შეიქმნა ყველაზე მაღალი სატრანსპორტო ხიდი მსოფლიოში, რომლის ერთ-ერთი საყრდენი სვეტი 341 მეტრია — ოდნავ მაღალი ვიდრე ეიფელის კოშკი და მხოლოდ 40 მეტრით მოკლე ემპაირ სტეიტ ბილდინგზე. ხიდი 2004 წელს აშენდა.

 

3. ვერსალი

 

150710113609-destination-france----versailles-super-169

 

1979 წელს იუნესკომ მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში შეიტანა. ვერსალი საფრანგეთის მეფეების სადღესასწაულო სასახლე იყო. სასახლის აგების პერიოდში ვერსალი სოფელი იყო, ამჟამად კი პარიზის გარეუბანია საკუთარი ქალაქის სტატუსით. 1682-1789 წლებში ვერსალის კარი საფრანგეთის ძველი რეჟიმის ძალაუფლების ცენტრი იყო. XVII საუკუნიდან ევროპის მონარქებისა და დიდებულთა სასახლეებისთვის ნიმუში გახდა.  შენობა გადაწყვეტილია გოტიკურ, გვიან რენესანსულსა და ბაროკოს სტილში. 900 ჰექტარზე გაშლილი ვერსალის ბაღი ყველაზე დიდებულია მთელ ევროპაში. იგი XVII საუკუნეში ანდრე ლენოტრმა შექმნა. ლენოტრმა  ამოაშრო ვერსალის ჭაობიანი, ოღროჩოღრო ტერიტორია და შექმნა აუზთა სერია, რომელიც ცნობილია, როგორც დიდი არხი. 23 ჰექტარზე გადაჭიმული არხს მილსადენების გრანდიოზული სისტემა ემსახურება, 50 შადრევანში წყლის 620 ჭავლია. აქ ეწყობოდა სამხედრო-საზღვაო დემონსტრაციები თუ გონდოლებით სეირნობა. ლენოტრმა ვერსალის უნაყოფო და ხრიოკი მიწა შვიდ წელიწადში აქცია ეგზოტიკური მცენარეებით დახუნძლულ თვალისმომჭრელ ოაზისად.

 

4.  მარსელი

 

150710120702-destination-france-marseille-super-169

 

მარსელი  ქალაქი და უმსხვილესი პორტია საფრანგეთში. მდებარეობს ხმელთაშუა ზღვისჩრდილო-დასავლეთ სანაპიროზე. მარსელის ძველისძველი პორტი ძალიან მიმზიდველი და პოპულარულია ტურისტებს შორის. ქალაქში უამრავი ღირსშესანიშნაობებია, მათ შორის ეკლესიები, პარკები, ოფიციალური შენობები და უამრავი მუზეუმი.

 

5. ეტრეტა

 

150710120705-destination-france-etretat-super-169

 

ეტრეტა ლა-მანშის სანაპიროზეა განლაგებული. ქალაქის სანაპირო კლდეების წყალობითაა ცნობილი, რომელიც აქაურობას განსაკუთრებულ ხიბლს ანიჭებს. კლდეებში უამრავი გამოქვაბულია. ქალაქს უამრავი პლაჟი აქვს, აქვეა გოლფ-კლუბები, რომელთა მოვლილი მოედნები ზღვის სანაპიროსთანაა განლაგებული.

 

6. ლაჟვარდოვანი სანაპირო (საფრანგეთის რივიერა)

 

150710123522-destination-france-riviera-super-169

 

ლაჟვარდოვანი სანაპირო, რომელსაც  საფრანგეთის რივიერასაც ეძახიან,  ხმელთაშუა ზღვის მთაგორიანი სამხრეთ-აღმოსავლეთი სანაპირო ზოლია საფრანგეთში, ქალაქ ტულონის სამხრეთით. საფრანგეთის რივიერის ფარგლებშია აგრეთვე მონაკოც. საკურორტო ზონის ოფიციალური საზღვრები არ არსებობს, თუმცა ჩვეულებრივ განიხილება როგორც სანაპირო ზოლი, რომელიც ვრცელდება იტალიიდან აღმოსავლეთით სენ-ტროპემდე, იერამდე და კასისამდე. რივიერა XVIII საუკუნის ბოლოსათვის წარმოდგენილი იყო როგორც ზამთრის კურორტი, რომელიც განკუთვნილი იყო ბრიტანული საზოგადოების უმაღლესი ფენისათვის. XIX საუკუნის შუა წლებში რკინიგზის გაყვანის შემდეგ არისტოკრატების დასასვენებელ ადგილად იქცა. აქ ისვენებდნენ დედოფალი ვიქტორია, ედუარდ VII, უელსის პრინცი, როტშილდების ოჯახი. XX საუკუნის პირველ ნახევარში საფრანგეთის რივიერას სტუმრობდნენ გამოჩენილი მხატვრები და მწერლები.  ოფიციალური მონაცემებით სანაპირო ზოლის ფარგლებში სახლობს 163 ეროვნების წარმომადგენელი, მათ შორისაა 83,962 უცხოელი.

 

7 . მონბლანი

 

150711072634-destination-france-mont-blanc-super-169

 

მონბლანი, სიტყვასიტყვით „თეთრი მთა“ კრისტალური მასივი და ამავე სახელწოდების მწვერვალია დასავლეთ ალპებში, საფრანგეთისა და იტალიის საზღვარზე, ყველაზე მაღალი დასავლეთ ევროპაში (4808 მ) და მე-11 მსოფლიოში. მონბლანის ქვეშ გაყვანილია 11,6 კმ სიგრძის საავტომობილო გვირაბი, რომელიც საფრანგეთსა და იტალიას აერთებს. მონბლანის დასავლეთ კალთის ძირში, საფრანგეთის მხარეს, მდებარეობს განთქმული სამთო-სათხილამურო კურორტი შამონი, სადაც ისტორიაში პირველი ზამთრის ოლიმპიური თამაშები გაიმართა.

 

8. ეიფელის კოშკი

 

150711072636-destination-france-paris-super-169

 

საფრანგეთის სავიზიტო ბარათი

9. ვალ დიზერი

 

150711073114-destination-france-val-disere-super-169

 

ეს სათხილამურო კურორტი საფრანგეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს. მოსახლეობა აქ ჯერ კიდევ რომის იმპერიამდე ცხოვრობდა. ქალაქის სტატუსი ვალ დიზერმა 1673 წელს მიიღო. სათხილამურო ტურიზმის განვითარება 1930-იან წლებში დაიწყო, როცა პირველი საბაგირო აშენდა. კურორტი იტალიის საზღვრიდან 5 კილომეტრში მდებარეობს, ნაციონალური პარკის ვანუაზის საზღვარზე.

 

10. წმინდა მიქაელის მთა

 

150711075629-destination-france-mont-saint-michel-super-169

 

მონ-სენ-მიშელი საფრანგეთის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში მდებარე წმინდა მიქაელის მთაა, რომელიც ციხე-სიმაგრედ გადაქცეული პატარა კლდოვან კუნძულს წარმოადგენს. სენ-მიშელის ყურეში სამი კუნძულია, მაგრამ მხოლოდ ერთია დასახლებული. კუნძულზე დღეს სულ 8 ადამიანი ცხოვრობს და მატერიკს დამბით უკავშირდება. 1874 წლიდან კუნძული არქიტექტურის ძეგლადაა მიჩნეული, ხოლო 1979 წელს იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლად გამოცხადდა.

 

11. ანსი

 

150713124841-destination-france----annecy-super-169

 

ეს პატარა ქალაქი საფრანგეთის აღმოსავლეთ ნაწილში, ჟენევიდან 40 კილომეტრში, ამავე დასახელების ტბის ნაპირას მდებარეობს. ქალაქში არხი ჩამოედინება, რომელიც ანსის ტბას ფიერის მდინარესთან აერთებს. არხის გასწვრივ უამრავი პატარა ხიდი,  ღია კაფე, ყვავილების ბაღები და ხშირად ცნობისმოყვარე ტურისტებიც გვხვდება.

 

12. ტბა ანსი

 

150713131241-destination-france-annecy-2-super-169

 

ანსი საფრანგეთის სიდიდით მეორე ტბაა. ტბის სიგრძე 14,6, ხოლო სიგანე 3,2 კილომეტრია.  ეს ტბა დაახლოებით 18 ათასი წლის წინ ჩამოყალიბდა ალპებში მყინვარების დნობის შედეგად. დღეს ტბას უამრავი პატარა მდინარე კვებავს, რომლებიც სათავეს შემოგარენ მთებში იღებენ. ტბა პოპულარულ კურორტულ ზონას წარმოადგენს.

 

13. ლიონი

 

150713155054-destination-france-lyon-super-169

 

ლიონი საფრანგეთის ცენტრალურ ნაწილში მდებარეობს და  მოსახლეობით საფრანგეთის სიდიდით მესამე ქალაქია პარიზისა და მარსელის შემდეგ. ნაწილი II

მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
მოგზაურობის დაგეგმვისას იყენებთ თუ არა ტურისტული კომპანიის მომსახურებას?
მოგზაურობის დაგეგმვისას იყენებთ თუ არა ტურისტული კომპანიის მომსახურებას?
კი
41 %
არა
33 %
გააჩნია მიმართულებას
26 %