ვეგანები, Juventus, გარდაცვლილთა დღე და ჯაზი - 1 ნოემბერი

#365დღე #1ნოემბერი

გაიგე თუ რა ხდებოდა ან რას აღნიშნავენ მსოფლიოში 1 ნოემბერს.

 

იტალიური საფეხბურთო გუნდი - Juventus

 

 

საფეხბურთო გუნდი „იუვენტუსი“ (სრული სახელი - Juventus Football Club S.p.A.; ლათინურიდან იუვენტუს - ახალგაზრდობა), ეს არის იტალიაში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და ძველი საფეხბურთო გუნდი.

გუნდი დაარსდა ტურინში, 1897 წლის 1 ნოემბერს, მასიმო დ’აზელოს ლიცეუმის სტუდენტთა ჯგუფის მიერ, რომელთაც მოსწონდათ თავისუფალი დროის გატარება ფეხბურთის თამაშით. გუნდის მონაწილეთა შორის ყველაზე უფროსი 17 წლის სტუდენტი იყო, ამის გამო მიიღო გუნდმა სახელწოდება იუვენტუსი, რომელიც ლათინურიდან თარგმნილია „ახალგაზრდული“. მაშინ ბიჭებს წარმოდგენაც არ ჰქონდათ, რომ იბადებოდა ფეხბურთის ლეგენდა - კლუბი რომელიც ას წელიწადში გახდებოდა ერთ-ერთი საუკეთესო მსოფლიოში...

 

გარდაცვლილთა დღე მექსიკაში

 

 

Day of the Dead (Dia de los Muertos) - მექსიკაში ერთ-ერთი ყველაზე ნათელი და ორიგინალური დღესასწაულია. მექსიკელებს სწამთ რომ ეს დღესაწაული რამდენიმე ათასწლეულების წინ დაარსდა.

აცტეკებისა და მაიას ცივილიზაციის არსებობის დროს  განსაკუთრებული ადგილი ეკავა სიკვდილის კულტს და გარდაცვლილი წინაპრების თაყვანისცემისადმი მიძღვნილი რიტუალები. ეს ტრადიციები იმდენად ძლიერი იყო, რომ მათ ესპანელმა დამპყრობლებმა და კათოლიკურმა ეკლესიამაც კი დაუჭირა მხარი და ამერიკულ კონტინენტებზეც გავრცელდა.

მიცვალებულთა დღე აღინიშნება 2 დღის განმავლობაში, 1 და 2 ნოემბერს. ეს თარიღები ემთხვევა ორ მნიშვნელოვან კათოლიკურ დღესასწაულს: ყველა წმინდანის დღეს (1 ნოემბერი) და ყველა სულთა დღეს ( 2 ნოემბერი).

 

ხიდი აშშ-სა და კანადას შორის ნიაგარას ჩანჩქერზე

 

 

XIX საუკუნეში საერთაშორისო ტურიზმი თითქმის მთელს მსოფლიოში შემოვიდა მოდაში. რათქმაუნდა , ნიაგარას ჩანჩქერი  გახდა სხვადასხვა ქვეყნის ტურისტებისთვის პოპულარული ადგილი. ყველაფრიდან გამომდინარე გადაადგილების შემსუბუქებისთვის საჭირო გახდა გადასასვლელის აშენება(რომელიც კანადასა და ნიუ-იორკის შტატს შორის). 1848 წელს აშენდა კიდევაც პირველი  საფეხმავლო ხიდი. 1855 წელს დაკიდული ხიდი ახლით შეცვალეს. ჩანჩქერის ახლოს  პირველი ლითონის ხიდი აშენდა 1897 წელს, რომელიც ამერიკასა და კანადას შორის გამოიყენებოდა საგზაო, სარკინიგზო და ფეხით მიმოსვლისთვის.

 

ჯაზის ფესტივალი გრანადა

 

 

Granada Jazz Festival (Festival de Jazz de Granada) 1980 წლიდან ყოველწლიურად ტარდება ნოემბერის თვეში გრანადაში, ესპანეთში. ფესტივალის განმავლობაში ჯაზის მოყვარულებს 70-ზე მეტი წარმოდგენა ელით. ფესტივალი რამდენიმე თემატურ ჯგუფად იყოფა. წლების განმავლობაში მასში მონაწილეობას იღებდნენ ისეთი ვარსკვლავები, როგორებიცაა მაილზ დევისი, ოსკარ პიტერსონი, ჩიკ კორია, ჰერბი ჰანკოკი, დაიანა კროლი და მრავალი სხვა. ბევრი ცნობილი ადამიანისთვის, ამ ფესტივალის სცენაზე დაკვრა კარიერის წარმატებული დასაწყისი აღმოჩნდა. მუსიკალური ღონისძიების გარდა, ფესტივალის ფარგლებში შეგიძლიათ ეწვიოთ ტემატიკურ გამოფენებს და ფილმების ჩვენებებს. ჯაზის ფესტივალი ძალიან პოპულარულია როგორც ტურისტებში ასევე ადგილობრივ მაცხოვრებლებში, ამიტომ თუ ჯაზის ფესტივალზე დასწრება გსურთ უმჯობესია წინასწარ დაჯავშნოთ ბილეთები 

 

მსოფლიო ვეგანთა დღე

 

 

 

ვეგანობა ნიშნავს კვების რაციონში ცხოველური პროდუქტების გამოყენებაზე უარსი თქმა. ვეგანობის მიმდევარს ვეგანს უწოდებენ. 
მსოფლიო ვეგანთა დღე არის დღესასწაული, რომელიც 1994 წლის 1 ნოემბერს დაარსდა, როდესაც ვეგანთა საზოგადოებამ 50 წლის იუბილე იზეიმა. სიტყვა ვეგანი ჩამოაყალიბა დონალდ უოტსონმა ინგლისური სიტყვის „ვეგეტარიანელის“ პირველი სამი და ბოლო ორი ასოდან. ამ ტერმინის გამოყენება დაიწყო  Vegan Society-ის მიერ, რომელიც  1944 წლის 1 ნოემბერს ლონდონში დაარსდა.

 

 

 

მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
რამდენად ხშირად მიმართავთ ტურისტულ სააგენტოებს მოგზაურობის დასაგეგმად ?
რამდენად ხშირად მიმართავთ ტურისტულ სააგენტოებს მოგზაურობის დასაგეგმად ?
A. ხშირად მივმართავ
22 %
B. საერთოდ არ მივმართავ
55 %
C. არც ისე ხშირად მივმართავ
23 %