53
წყალზე მდგომი ზღაპრული სასახლე
ბოდიამის სასახლე ბრიტანეტში მდებარეობს. ციხე–სიმაგრეს ისტორია დღემდე უამრავ დამთვარიელებელს იზიდავს. საქსების ცნობილი გვარის წარმოამდგენელმა ედვარდ დელინგრიჯმა ცოლისგან მემკვიდრეობით მიღებული ციხე 1385 წელს გაამაგრა. მოგვიანებით, ციხე დაიპყრო მეფე რიჩარდ III-მ. საუკუნეების განმავლობაში ციხე–სიმაგრეს სხვადასხვა გრაფები ყიდულობდნენ და მართავდნენ.
მისი მდებარეობა შერჩეული იყო სამხრეთ ინგლისის დასაცავად. ციხეს აქვს ოთხი მრგვალი კოშკი და სამი კვადრატული ფორმის ცენტრალური კოშკები სამხრეთით, აღმოსავლეთით და დასავლეთით. მთავარი შესასვლელი მდებარეობს შუა ორ კოშკში. ციხე თითქმის კვადრატის ფორმისაა. ასეთი ტიპის ნაგებობები დამახასიათებელია შუა საუკუნეებისთვის. თავად კოშკები სამ სართულიანია. ის არის ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითი შემორჩენილი ლანდშაფტური ტიპის ნაგებობის.
ციხესიმაგრის მონახულებისას ტურისტებს საშუალება აქვთ მის მწვანე ეზოში მოაწყონ პიკნიკი, დატკბნენ სანაპიროს ხედებით და ბუნებით.