მსოფლიოს 5 ყველაზე საოცარი ციხესიმაგრე

ნებისმიერ ქალაქში იპოვით უძველეს ციხესიმაგრეს, სასახლეს, ნაგებობას, რომელსაც დიდი ისტორია აქვს და პოპულარულია ტურისტებში. დღეს ჩვენ წარმოგიდგენთ 5 ყველაზე საოცარ, განსხვავებულ და მდიდარი ისტორიის მქონე ციხესიმაგრეზე. 

 

წმინდა ანგელოზის ციხესიმაგრე, იტალია

 

 

რომის ყველაზე იდუმალი და საინტერესო ღირსშესანიშნაობებს შორის არის წმინდა ანგელოზის ციხესიმაგრე. მდიდარი ისტორიის გამო უჩვეულო ფორმის ნაგებობას უწოდებენ „სევდის ციხეს“. ვინაიდან ციხე თავის დროზე იყო მავზოლეუმი, შემდეგ ციხესიმაგრე, პაპების რეზიდენცია, ხაზინა და ჩვეულებრივი ციხეც კი. დღეს ეს დიდებული ისტორიული ძეგლი სტუმრებს ეროვნული მუზეუმის მოსანახულებლად იწვევს, რომელიც სავსეა ისტორიული ექსპონატებითა და განძით, ასევე იარაღის საწყობით, სამხედრო მუზეუმითა და ძველი ბიბლიოთეკით.
 

სპიშკი-ჰრადი, სლოვაკეთი

 


სპიშკი-ჰრადი თავისი ტერიტორიით არის არა მხოლოდ ყველაზე დიდი ციხესიმაგრე სლოვაკეთში, არამედ ერთ-ერთი უდიდესი ევროპაში. თავისი უნიკალურობის გამო ციხე შედის იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში.


ციხესიმაგრე აშენდა მე -11 და მე -12 საუკუნეების მიჯნაზე, თანდათანობით მე -14, მე -15, მე -16 და მე -17 საუკუნეებში რამდენჯერმე გადაკეთდა. ამჟამად ეს ციხესიმაგრე ითვლება სლოვაკეთის ყველაზე პოპულარულ ისტორიულ ადგილად.



ავსტრიის ციხესიმაგრე

 


ერთი შეხედვით, ხვდები რომ ეს უძველესი მაგიური ნაგებობა თავის კედლებში ძალიან ბევრ საიდუმლოს ინახავს. დღეს ის მშვიდად და უდარდელად გამოიყურება, მაგრამ მისი ისტორია ტრაგედიით არის სავსე.


ავსტრიის ციხე ერთ-ერთი უძველესია ავსტრიაში და მსოფლიოშიც და აღმართული იქნა 1550 წელს. აღსანიშნავია, რომ აქ ტახტის მემკვიდრე რუდოლფი იდუმალ გარემოებებში გარდაიცვალა. არსებობს მრავალი განსხვავებული ლეგენდა იმის შესახებ, თუ რა მოხდა სინამდვილეში ამ ადგილას, მაგრამ ისტორიამ მაინც არ გამოავლინა ძველი საიდუმლო. დღეს ავსტრიის ციხე  პოპულარულ ტურისტულ ზონად არის აღიარებული.
 

ბელენის ციხესიმაგრე , პორტუგალია

 


თუ სავსე ხართ თავგადასავლების სულისკვეთებით, აუცილებლად უნდა ეწვიოთ ამ საოცარ ადგილს. ბელენის ციხესიმაგრე  (Torre de Belem) - ერთ-ერთი უძველესი საოცრება პორტუგალიაში. ციხესიმაგრე მდებარეობს ლისაბონში, მდინარე ტეჟუს კუნძულზე. აგებულია 1515–1521 წწ. ვასკო და გამას მიერ ინდოეთის აღმოჩენის პატივსაცემად. ბელენის ციხესიმაგრე  შეტანილია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ციხე სიმაგრე აგებულია მანუელინის, რენესანსის სტილში, თუმცა აქ ნახავთ უძველესი დეკორის აღმოსავლურ ელემენტებსაც. პირველად ევროპაში ამ უძველესი შენობის კედლებში შეიქმნა ცხოველის ქანდაკება - ცნობილი მარტორქა. განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს სამხრეთი ფასადი, რომელიც ვენეციურ სტილშია მორთული. 
 

ჰიმეჯის სასახლე , იაპონია

 


ჰიმეჯის სასახლე - იაპონური სასახლის სტილის საუკეთესო მაგალითად ითვლება და იაპონიის სავიზიტო ბარათებს შორის ეს ადგილი ხშირად მოიხსენიება. მეორე სახელია „თეთრი ბაბუაწვერის სასახლე“. კომპლექსი მოიცავს 83 ხის შენობას, რომლებიც ქმნიან ერთიან სტილისტურ ანსამბლს. შენობა საიმედოდ არის დაცული სპირალური ლაბირინთით, რთული მოსახვევებით, მრავალი ჩიხებითა და ვიწრო გასასვლელებით. მსოფლიოში ერთ-ერთი უძველესი სასახლე აშენდა მე -14 საუკუნეში. მას აქვს ძლიერი ენერგეტიკა და იზიდავს ხალხს თავისი ორიგინალურობით.
 

მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
სად გაატარებთ ზამთრის შვებულებას?
სად გაატარებთ ზამთრის შვებულებას?
საქართველოში
42 %
ევროპაში
22 %
აზიაში
6 %
თურქეთში
7 %
ეგვიპტეში
8 %
საბერძნეთში/კვიპროსზე
6 %
სახლში
10 %