ნეკერჩხლის ხეივანი - ადგილი, სადაც ნამდვილ შემოდგომას შეიგრძნობთ

რა მოგვწონს ყველაზე მეტად შემოდგომაზე? წითელ-ყვითელი ფოთლების ცვენა, აჭრელებულ ხეივანში სეირნობა და ფეხქვეშ ხმელი ფოთლების შრაშუნის ხმა... პოლონეთში მდებარე ნეკერჩხლების ხეივანი სწორედ ის ადგილია, სადაც ასეთ იდეალურ შემოდგომას სრულად შეიგრძნობთ.

ნეკერჩხლის ხეივანი

ეს მიმზიდველი ხეივანი Złoty Potok-ში (კრაკოვსა და სზესტოკოვას შორის) კარბონატულ კლდეებსა და ულამაზეს ტყეს შორის არის განთავსებული. ძველად ეს ადგილი საცხენოსნო ბილიკად გამოიყენებოდა.

ნეკერჩხლის ხეებიდან ფერადი ფოთლები ძალიან სწრაფად ცვივა, ამიტომ ხეივანში ვიზიტი საგულდაგულოდ უნდა დაგეგმოთ, რათა შემოდგომის იდეალური გარემოთი ტკბობა შეძლოთ. თუ ხეივანში ვიზიტს ცოტა ნისლიც დაემთხვევა, თქვენ ნამდვილ მისტიკაში აღმოჩნდებით.

თუ წელს ვეღარ მოასწრებთ, მომდევნო შემოდგომისთვის შეგიძლიათ დაგეგმოთ პოლონეთში ვიზიტი ამ სილამაზის სანახავად. მითუმეტეს, რომ პოლონეთი მოგზაურებისთვის ევროპის ერთ-ერთ ყველაზე იაფ ქვეყნად ითვლება.

მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
მოგზაურობის დაგეგმვისას იყენებთ თუ არა ტურისტული კომპანიის მომსახურებას?
მოგზაურობის დაგეგმვისას იყენებთ თუ არა ტურისტული კომპანიის მომსახურებას?
კი
41 %
არა
33 %
გააჩნია მიმართულებას
26 %