9 საუკეთესო ქვეყანა არასეზონზე დასასვენებლად

როდესაც შენი შვებულების ძვირფასი წუთის დახარჯა გიწევს მუზეუმში გრძელ რიგში დგომაში ან როგორც ტეტრისის გამოცდილი მოთამაშესავით ეძებ სანაპიროზე ცარიელ ადგილს, აზრად მხოლოდ ერთი რამე მოდის: ნეტავ სხვა დროს დამესვენა ან ნეტავ სხვაგან წავსულვიყავი. თქვენ შეგიძლიათ აირჩიოთ დასასვენებლად სხვა დრო და მოხვდეთ არასეზონზე სასურველ ადგილას და უფრო დატკბეთ შვებულებით. 


წარმოგიდგენთ რამდენიმე ქვეყანას, რომელიც იდეალურია გაზაფხულში დასასვენებლად, როდესაც ჰაი სეზონიც არაა, ხალხიც ცოტაა და ფასებიც შედარებით დაბალია

 

იტალია

 


კოლიზეუმში შესვლა რიგის გარეშე ძალიან ადვილია, თუ თქვენ რომელიმე ქვეყნის პრეზიდენტი ხართ. ჩვეულებრივ ტურისტებს იტალიის ქალაქების პოპულარულ ადგილებში საათობით დგომა უწევთ, რომ ნახონ სანუკვარი ადგილები. თუმცა გაზაფხულის დასაწყისში ტურისტების ნაკადი კლებულობს, და ზუსტად ეს არის საუკეთესო დრო გაისეირნოთ რომის ქუჩებში, ფლორენციის გალერეებსა და მუზეუმში დაათვალიეროთ ხელოვნების ნიმუშები და დატკბეთ ვენეციაში გონდოლით სეირნობით. თქვენ შეგიძლიათ უპრობლემოდ გადაიღოთ სურათი პიზის კოშკთან, მშვიდად იშოპინგოთ მილანში, სიყვარული აუხსნათ საყვარელ ადამიანს ჯულიეტას აივნიდან ვერონაში. იტალია ამ დროს განსაკუთრებით მომხიბვლელია.

 

ესპანეთი

 


ესპანეთი წლის ნებისმიერ დროს შეგაყვარებთ თავს. გაზაფხული მშვენიერი დროა ქალაქების გასაცნობად. თქვენ შეგიძლიათ გადაავლოთ თვალი ზღაპრულ ბარსელონას წმინდა ოჯახის ტაძრის კოშკიდან, სევილიაში ფლამენკოს ცეკვა ისწავლოთ, გრანადას არაბულ აბანოებში დამშვიდდეთ, დაათვალიეროთ სალვადორ დალის მუზეუმი ფიგერასში - ესპანეთი გაგაოცებთ. 

 

პორტუგალია

 


პორტუგალიაში მუდმივი გაზაფხული სუფებს. ლისაბონში აუცილებლად გაისეირნეთ ყვიტელი ტრამვაით, როკის კონცხზე ოკეაინის ფონზე გადაიღეთ სელფი. დაათვალიერეთ შუასაუკუნეების სასახლე პატარა ქალაქ ობიდუში, ხოლო პორტუს უძველეს ქუჩებში სეირნობის შემდეგ აუციებლად გასინჯეთ პორტვეინი.

 

საფრანგეთი

 


ფრაგებს თუ დავუჯერებთ სასეირნოდ საუკეთესო ამინდი გაზაფხულია. უფრო კომფორტულია გაეცნო საფრანგეთის ღირშესანიშნაობებს, როდესაც ტურისტების ნაკადი კლებულობს. უფრო ადვილად დააკვირდებით ჯოკონდას ღიმილს ლუვრში და გაისეირნებთ ვერსალის საოცარ დარბაზებში, გაიხსენებთ ბავშვობას დისნეილენდში ან ლიონის რესტორნებში ჩაატარებთ გასტრონომიურ ტურს. 

 

თურქეთი

 


All inclusive სასტუმროების მიღმა იმალება თურქეთის ნამდვილი სილამაზე: ლეგენდარული ტროა და ეფესი, ანატოლიის ნახევარკუნძულის უძველესი ქალაქები, კაბადოკიის კლდის მონასტრები, სტამბოლის სასახლეები და მეჩეთები. თქვენ შეგიძლიათ მოინახულოთ პამუკალე(ფამუქ-ქალეს) ბუნებრივი თერმული წყლები, ჩახვიდეთ მიწისქვეშა ქალაქების ლაბირითებში. გაიცნოთ მომთაბარე ტომების ადათ წესებს ეთნოგრაფიულ პარკში. თურქეთი თქვენთვის ნამდვილი აღმოჩენა იქნება.

 

საბერძნეთი

 


რა შეიძლება ითქვას საბერძნეთზე რაც თქვენ არ იცით? საბერძნეთის ყველა ღირშესანიშნაობის დასათვალიერებლად ალბათ ერთი სიცოცხლე არ იქნება საკმარისი, თუმცა ორკვირიანი შვებულების შემთხვევაში თქვენ შეგიძლიათ ცოტა შეაღოთ ანტიკური სამყაროს კარი. გაზაფხული იდეალური დროა ათენში საფეხმავლო ექსკურსიებისთვის, დელფი და კრეტაც გაგახარებთ ამ პერიოდში. მარტიდან აქ შეესაძლებელია ერთ მაისურში სიარული, აპრილიდან კი უკვე ყველა ხილის ხე ხარობს.

 

ნიდერლანდები (ჰოლანდია)

 


ტიტების ქვეყანაში სტუმრობისთვის იდეალური პერიოდია გაზაფხული. კეკენჰოფის სამეფო პარკში ყოველწლიურად შვიდ მილიონზე მეტ ყვავილს რგავენ: ამ ულამაზეს ბაღში გასეირნება უკვე მარტის მეორე ნახევრიდან არის შესაძლებელი. თქვენ შეგიძლიათ ველოსიპედით გაისეირნოთ ამსტერდამში, უფრო დიდი დრო დაკარგოთ ვან გოგის მუზეუმის დასათვალიერებლად. თუ ეს ყველაფერი საკმარისი არ აღმოჩნდა მაშინ უბრალოდ მარიჰუანას (კანაფის) მუზეუმში შედით.

 

ავსტრია

 


თუ ვენის ყავა და ვაშლის შტრუდელი ეს ყველაფერია რაც იცით ავსტრიაზე, მაშინ ეს აუცილებლად გამოსასწორებელია. ვენა რომ შეიგრძნოთ, უნდა აღმოჩნდეთ ვენის ოპერაში, შეაფასოთ დედაქალაქის სასახლეების ინტერიერი, ზალცბურგის ვიწრო ქუჩებში მშვიდად გაისეირნოთ და მოცარტის მუზეუმში შეიჭყიტოთ. თქვენ შეგიძლიათ მიხვიდეთ კარინტიის ტბებამდე და ზემო ავსტრიის სოფელში ჰალშტატში დატკბეთ ალპების წარმოუდგენელი პეიზაჟებით.

 

გერმანია

 


გაზაფხულის დასაწყისი ის დროა, როდესაც გერმანიის მიმართულებით ავიაბილეთების ფასი საგრძნობლად ქვევით იწევს, და ეს მშვენიერი საბაბია მოინახულოთ ქვეყნის ქალაქები: კელნის გოთიკური ტაძრები და საპორტო ჰამბურგის ციხე-სიმაგრეები, დრეზდენის სურათების გალერეა და შვარცვალდის მისტიური ტყე, ბერლინის გიგანტური ზოოპარკი - გერმანიაში ყველა იპოვის იმას, რასაც ყოველთვის ეძებდა ევროპაში. 

მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
რამდენად ხშირად მიმართავთ ტურისტულ სააგენტოებს მოგზაურობის დასაგეგმად ?
რამდენად ხშირად მიმართავთ ტურისტულ სააგენტოებს მოგზაურობის დასაგეგმად ?
A. ხშირად მივმართავ
22 %
B. საერთოდ არ მივმართავ
55 %
C. არც ისე ხშირად მივმართავ
23 %