ევროპის 10 ქალაქი, რომელიც აუცილებლად უნდა ნახოთ

ევროპის ძალიან ბევრი ქალაქი იმსახურებს თქვენს ყურადღებას. მაგრამ არჩევანის გასაადვილებლად, გთავაზობთ ყველაზე ლამაზი ქალაქების სიას, რომლებიც თავისი ისტორიით, არქიტექტურით და სიდიადით გაგაოცებთ.

1. ფლორენცია (იტალია)

ფლორენცია ტოსკანის  დედაქალაქი და რეგიონის ყველაზე მჭიდროდ დასახლებული პუნქტია.

შუასაუკუნეებში ქალაქი ვაჭრობის ცენტრად ითვლებოდა, ამიტომაც მას ხშირად იმ დროის ათენსაც უწოდებენ.

ქალაქში ძალიან ბევრი საინტერესო შენობა-ნაგებობა, თუმცა მათ შორის ყველაზე მნიშნველოვანია ისტორიული ცენტრია, რომელიც 1982 წლიდან UNESCO მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შედის.

ფლორენციაში განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს არქიტექტურა და ხელოვნება: ქანდაკებები, მუზეუმები და გალერეები.

ისიც არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ფლორენცია მსოფლიო მოდის ერთ-ერთი დედაქალაქია.

ქალაქის მთავარი ეკლესია Duomo-ს ტაძარია, რომლის მშენებლობა, თავის დროზე, ერთ საუკუნეზე მეტხანს მიმდინარეობდა (1296-1436) და ასევე შესულია UNESCO-ს სიაში.

2. ბარსელონა

ბარსელონა - კატალონიის დედაქალაქი, სიდიდით მეორე  ქალაქი ესპანეთში, და, ასევე,  ხმელთაშუა ზღვის ყველაზე მსხვილი მეგაპოლისი.

უდიდესი არქიტექტურული მემკვიდრეობის წყალობით ბარსელონა ერთ-ერთ უმნიშნველოვანეს კულტურულ ცენტრად ითვლება.

აუცილებლად ცალკე უნდა ვახსენოთ „წმინდა ოჯახის ტაძარი“ (Sagrada Família) - ქალაქის  მთავარი ღირშესანიშნაობა. მთელ მსოფლიოში ცნობილი ტაძრის არსებობა ანტონიო გაუდის დამსახურებაა. მისი მშენებლობა 1882 წელს დაიწყო  და ჯერ კიდევ არ დასრულებულა,. თუმცა მაინც შეტანილია UNESCO-ს მსოფლიო  მემკვიდრეობის სიაში.

3. რომი - იტალიის კიდევ ერთი უდიდესი ქალაქი.

წარმოუდგენელია ევროპაში ჩასვლა და რომის არ მონახულება.

რომის ისტორიის და არქიტექტურის შესახებ ყველას სმენია, ქალაქი უძველესი ევროპული ქალაქების სიაში შედის. გვინდა აღვნიშნოთ ,რომ თავის დროზე, ის რომის იმპერიის , რომის რესპუბლიკის და საღვთო რომის იმპერიის დედაქალაქიც იყო.

რომის ისეთი ღირშესანიშნაობები, როგორებიცაა ვატიკანის მუზეუმი, კოლისეუმი უკვე დიდი ხანია შედის მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში.  

4. პარიზი - სიყვარულის და რომანტიკის ქალაქი.

საფრანგეთის დედაქალაქს სინათლის ქალაქსაც ეძახიან (რამეს ხომ არ გაგონებთ?!). უკვე ძალიან დიდი ხანია პარიზი  მეცნიერების და კულტურის ცენტრადაა  აღიარებული. თუმცა ახლა ის უკვე კულტურის და ბიზნესის, პოლიტიკისა და განათლების, გართობისა და გამოკვლევების ცენტრადაც იქცა.

პარიზმა თავისი სახელწოდება გალიური პარიზიის ტომიდან მიიღო.

ქალაქი გაგაოცებთ თავისი არქიტექტურით და, რათქმაუნდა, უნდა აღინიშნოს პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი (Notre Dame de Paris) და ეიფელის კოშკი, რომელიც პარიზის სავიზიტო ბარათად ითვლება.

5. ვენა

ეს არა მხოლოდ დედაქალაქია, არამედ ავსტრიის ეკონომიკური, პოლიტიკური და კულტურული ცენტრია. აქ უდიდესი საერთაშორისო ორგანიზაციების სათაო ოფისები მდებარეობს.

ვენა ცენტრალური ევროპის ცენტრად ითვლება და მას მუსიკის და სიზმრების ქალაქად მოიხსენიებენ.

ბაროკოს სტილში აშენებული ციხე-სიმაგრეები, ბაღები, ქანდაკებები და პარკები - მხოლოდ მცირედი ნაწილია რითაც ვენამ შეიძლება მოგხიბლოთ.

6. ვენეცია - იტალიის ერთ-ერთი ულამაზესი და დიადი ქალაქი.

ვენეცია მდებარეობს ჩრდილო-აღმოსავლეთ იტალიაში, ერთმანეთისგან არხებით გამოყოფილ 118 პატარა კუნძულზე, რომლებიც ხიდებით არის დაკავშირებული.

ვენეციას უამრავი მეტსახელი აქვს - არხების ქალაქი, ხიდების ქალაქი, ნიღბების ქალაქი, და მოცურავე ქალაქი.

ვენეცია ევროპის ერთ-ერთ ყველაზე რომანტიკულ მიმართულებად ითვლება, ამიტომაც მას ხშირად ირჩევენ საქორწილო მოგზაურობებისთვის.

ქალაქში უამრავი ღირშესანიშნაობაც არის: წმინდა მარკოზის ბაზილიკა, რიალტოს ხიდი,  წმ. მარკოს კოშკი - ზარების კოშკი, ეს უკანასკნელი ვენეციის სიმბოლოდ ითვლება.

7. ბუდაპეშტი

უნგრეთის ყველაზე დიდი ქალაქი და პოლიტიკური, კულტურული, ეკონომიკური და სამრეწველო ცენტრი.  მისი სახელწოდება გამომდინარეობს ორი მეზობელი ქალაქისგან -  ბუდა და პეშტი.

თავდაპირველად ბუდაპეშტის ადგილას  კელტური დასახლება მდებარეობდა, თავის დროზე ქალაქი რომის იმპერიის ერთ-ერთ დედაქალაქადაც ითვლებოდა.

1241 წელს ბუდა და მდინარე დუნაის მეორე ნაპირზე შედარებით მცირე ზომის დასახლება პეშტი მონღოლებმა ააოხრეს.  ორივე დასახლება  თითქმის მთლიანად განადგურდა და ყველაფერი, ფაქტობრივად, თავიდან ააშენეს.

ბუდაპეშტში მდებაორებს უამრავი კულტურული ძეგლი, რომელიც შეტანილია UNESCO-ს სიაში: დუნაის მდინარე, ბუდას ციხე-ქალაქი, ვაროშლიგეტი - ქალაქის მთავარი პარკი, ბუდაპეშტის დიდი სინაგოგა და განთქმული ანდრაშის გამზირი.

8. კრაკოვი

პოლონეთის უდიდესი და ერთ-ერთი უძველესი ქალაქია, რომლის ისტორიული, ძველი ნაწილი მსოფლიო მემკვიდრეობად არის აღიარებული.

კრაკოვის ეპისკოპოსი, იოანე პავლე I,  ოთხი საუკუნის განმავლობაში პირველი არაიტალიელი პაპი გახდა. თუმცა ის  პაპის ტახტზე  სულ რაღაც 33 დღის მანძილზე იჯდა (1978 წლის 26 აგვისტოდან 28 სექტემბრამდე)  და იმავე წელს გარდაიცვალა.

ქალაქში უამრავი ლამაზი ადგილია: შუა საუკუნეების ციხესიმაგრე, ვაველის სასახლე.

ბარბაკანი (ქალაქის მთავარი შესასვლელი), ცნობილი ბაზრის მოედანი, წმ. მარის  ბაზილიკა და სხვა.

9. პრაღა  - ჩეხეთის დედაქალაქი და მისი ურბანული ცენტრი 

პრაღასაცც  რამდენიმე ცნობილი მეტსახელი აქვს: ოქროს ქალაქი, 50-იანების მარცხენა სანაპირო, ქალაქთა დედა და ევროპის გული. 1992 წლიდან ქალაქის ისტორიული ცენტრი შეტანილია UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაშია

ქალაქში უამრავი მშვენიერი ღირშესანიშნაობაა: პეტრინის პარკი,კუტნა ჰორა, ჯონ ლენონის კედელი, ებრაული უბანი, ვაისგრადის ციხე-სიმაგრე, ვაცლავის მოედანი, ფხვნილის კოშკი, ასტრონომიული საათი, კარლოვის ხიდი და სხვა.

10. ზალცბურგი

ავსტრიის კიდევ ერთი ქალაქი, რომელიც ცალკე ყურადღებას მოითხოვს.

თქვენც ალბათ იცით, რომ აქ დაიბადა ვოლფგანგ ამადეუს მოცარტი, რის გამოც ქალაქს  ეძახიან — „მოცარტშტადტს“  ანუ მოცარტის ქალაქს .

ქალაქის ცენტრი ცნობილია თავისი ბაროკოს სტილის არქიტექტურით, რომელიც 1997 წლიდან  UNESCO-ს სიაში არის შესული.

კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი ამ ქალაქის შესახებ არის ის, რომ ზუსტად აქ ხდებოდა ცნობლი მიუზიკლის „მუსიკის ჰანგები / The Sound of Music“ გადაღება, რომელიც უკვე დიდი ხანია მსოფლიო კინემატოგრაფიის კლასიკად ითვლება. საინტერესო იქნება მე-17 საუკუნის  Baroque Mirabell Palace , Gardens და Trapp-ის ოჯახის სახლი ს მონახულება, რადგან სწორედ აქ მიმდინარეობდა ფილმის გადაღებები.

 

სასიამოვნო დასვენებას გისურვებთ

მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
სად გაატარებთ ზამთრის შვებულებას?
სად გაატარებთ ზამთრის შვებულებას?
საქართველოში
42 %
ევროპაში
22 %
აზიაში
6 %
თურქეთში
7 %
ეგვიპტეში
8 %
საბერძნეთში/კვიპროსზე
6 %
სახლში
10 %