58
ცისფერი ლაგუნა, ისლანდია
ცისფერი ლაგუნა, გეოთერმული კურორტი, ისლანდიის ყველაზე პოპულარული მიმართულებაა, რომელიც Reykjanes-ის ნახევარკუნძულზე მდებარეობს, ისლანდიის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, რეირიავიკიდან (ისლანდიის დედაქალაქიდან) 39 კილომეტრში. აქ მოსახვედრად აეროპორტიდან 20, ხოლო დედაქალაქიდან მაქსიმუმ 50 წუთია საჭირო
ცისფერი ლაგუნა ადამიანის მიერაა შექმნილი. მინერალებით და გოგირდით მდიდარი ცხელი წყალი 1976 წელს აშენებული გეოთერმული ელექტროსადგურიდან მოედინება. მას შედეგ რაც ელექტროსადგური აშენდა, ეს უნიკალური აუზიც შეიქმნა იმ წყლისგან, რომელიც ელექტროსადგურს გამოივლის და მეორად გამოყენებას მინერალების მაღალი შემცველობის გამო აღარ ექვემდებარება. უნიკალური, ლურჯი და ცისფერი შეფერილობა სწორედ ამ მინერალებითაა განპირობებული.
პირველი ვიზიტორები აქ 1981 წელს გამოჩნდნენ, მას შემდეგ, რაც წყლის სამკურნალო თვისებებზე ხმა გავრცელდა. ლეგენდის თანახმად, წყლის სამკურნალო თვისებები ერთ-ერთმა ინჟინერმა აღმოაჩნა, რომელიც ფსორიაზით იტანჯებოდა. 1992 წელს ოფიციალურად დაარსდა Blue Lagoon company, შეიქმნა კურორტი და მოწესრიგდა ინფრასტუქტურა. დღეს აუზის სიგანე 200 მეტრია, ხოლო სიგრძეში ორ კილომეტრამდე აღწევს.
ცხელი წყალი მდიდარია გოგირდით და ძალიან სასარგებლოა კანის ისეთი დაავადებების დროს, როგორიცაა ფსორიაზი. წყლის ტემპერატურა საშუალოდ 37–39 °C-ა და ყველაზე ცივ დღებშიც კი არ ჩამოდის 15 გრადუსზე დაბლა. აქვეა კვლევითი ცენტრი, სადაც წყლის სამკურნალო გავლენას იკვლევენ კანის სხვადასხვა დაავადებების დროს.
წყლის განახლება ყოველ ორ დღეში ერთხელ ხდება. აქ მკაცრი ჰიგიენური კონტროლი ხორციელდება და ყველა ვიზიტორი ვალდებულია აუზებში ჩასვლამდე შხაპი მიიღოს.
ცისფერი ლაგუნა გადასაღებ მოედნადაც გამოიყენებოდა ისეთი ფილმებისთვის, როგორიც იყო მაგალითად The Amazing Race 6, Hostel: Part II. ბრიტანეთის პოპულარული შოუს Britain's Next Top Model-ის მეხუთე სეზონზე სპა ფოტოსესიებისთვისაც გამოიყენეს.