ევროპის 15 უძველესი ქალაქი. ნაწილი I

ევროპის უამრავ ქალაქს შორის არის ქალაქები, რომელთა ისტორია ჩვენს წელთაღრიცხვამდე იწყება. დასეირნობ ქალაქის ქუჩებში და ხვდები, რომ  ისტორიას ეხები...  The Daily Telegraph-ის მიერ გამოქვეყნებულ ასეთ ქალაქების სიაში შორის საქართველოს ორი დასახლება - მცხეთა და ქუთაისიც მოხვდა.

1. ერევანი, სომხეთი

yerevanAP_3259430k ერევანი, სომხეთის დღევანდელი დედაქალაქი ევროპის ერთ-ერთი უძველესი ქალაქია. ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პუნქტი იყო ქარავნების იმ გზაზე, რომლებიც აზიას ევროპასთან აკავშირებდა. საუკუნეების მანძილზე ქალაქს ებრძოდნენ არისიელები, რომაელები, ბიზანტიელები, სპარსები, არაბები, სელჩუკები, მონღოლები და თურქები. 1920-იან წლებში კი რუსეთის არმიამ დაიპყრო და საბჭოთა კავშირს შეუერთა. დღეს აქ ტურიზმი ნაკლებადაა განვითარებული.

2. ზადარი, ხორვატია

zadarAP_3258880k თავდაპირველად ის  ილირიული ტომების საკუთრებას წარმოადგენდა, მოგვიანებით  რომის იმპერიის ნაწილი გახდა. ამ ეპოქის ძეგლები დღემდეა შემორჩენილი ქალაქის ტერიტორიაზე. მოგვიანებით ფლობდა ბიზანტიის იმპერია, შემდეგ კი ვენეციის რესპუბლიკა.  ქალაქი  ადრიატიკის ზღვის მნიშვნელოვანი პორტია, ულამაზესი სანაპიროთი და უძველესი ძეგლებით, როგორიცაა მაგალითად მეცხრე საუკუნეში აგებული წმ.დონატუსის ეკლესია.

3. მცხეთა, საქართველო

APmtsheka_3258891k ლეგენდის თანახმად, ქალაქი დააარსა ეთნარქმა მცხეთოსმა. არსებობს მოსაზრება, რომ სახელწოდება „მცხეთა“ წარმოდგება მესხთა (მოსხები — მუშქები) ტომის სახელიდან. მცხეთის ისტორიული ძეგლები, მათ შორის ჯვრის მონასტერი, სვეტიცხოველის ტაძარი და სამთავროს მონასტერი იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაშია შეტანილი.

4. კადისი, ესპანეთი

cadizAP_3258887kადისი სამხრეთ-დასავლეთ ესპანეთში, ანდალუსიაში, მდებარეობს ბაია-დე-კადისის რაიონში. ქალაქი დააარსეს ფინიკიელებმა ძვ.წ. 1104 წელს. ითვლება ევროპის ერთ-ერთ უძველეს ქალაქად. ძველი ბერძნები მას უწოდებდნენ გადირას, ხოლო რომაელები - გადესს. მეორე პუნიკური ომის დროს (ძვ.წ. 206 წ.) იგი გადავიდა რომაელების ხელში. მოგვიანებით კი კადისი იმყოფებოდა ვანდალების, ვესტგუთების და არაბების გამგებლობაში.

5. მიტილინი, ლესბოსი, საბერძნეთი

mytilene_3259531k ეს უძველესი ქალაქი ახლა კუნძულ ლესბოსის ყველაზე დიდი ქალაქი და ადმინისტრაციული ცენტრია. არისტოტელე ამ კუნძულზე ორი წლის განმავლობაში ცხოვრობდა, ჩვენ წელთაღრიცხვამდე 337-335 წლებში.  კუნძულის შესახებ ცნობები გვხვდება ჰომეროსის ჩანაწერებშიც. ანტიკურ ხანაში ქალაქს ორი პორტი ქონდა - სამხედრო და სავაჭრო და ძალიან კარგად იყო დაცული. დღეს ქალაქის ვიზიტორებს შეუძლიათ მოინახულონ თავისუფლების ქანდაქება, გატელუცის ციხე.

6. ლისაბონი

LisbonAP_3258882kლისაბონი პორტუგალიის დედაქალაქი და უდიდესი ქალაქი, ასევე ლისაბონის რეგიონის დედაქალაქია. მუდმივი დასახლებები აქ ჩვენს წელთაღრიცხვამდე 2500 წელს არის აღმოჩენილი. დღეს ლისაბონი ევროპის ერთ-ერთი ყველაზე ორიგინალური და უნიკალური ქალაქია, რომლის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ღირსშესანიშნაობა გოლდენ გეითის "ტყუპისცალი",  25 აპრილის ხიდია (Ponte 25 de Abril), რომელიც ძალიან წააგავს სან-ფრანცისკოს სავიზიტო ბარათს.

7.ხალკისი, საბერძნეთი

chalcisAP_3258885k ხალკისის შესახებ ჰომერიც წერს "ილიადაში", ჩვენს წელთაღრიცხვამდე დაახლოებით 762 წელს, რაც ნიშნავს იმას, რომ ქალაქი მინიმუმ 2800 წლისაა. მეცნიერული გამოკვლევებისმიხედვით ქალაქი ჯერ კიდევ ტროას ომამდე დაარსდა, ჩვენს წელთაღრიცხვამდე მეთორმეტე და მეცამეტე საუკუნეებს შორის.  ქალაქი საბერძნეთის კუნძულის,  ევბეიას მთავარ ქალაქს წარმოადგებს. რომის იმპერიის დროს ხალკისი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქალაქი იყო, მაგრამ დღეს ძველი დიდებისგან თითქმის არარაფერია დარჩენილი. ხალკისი დღეს საკურორტო ზონას წარმოადგენს, ზღვის პირას მდებარე პატარ-პატარა კაფეებით და დამსვენებლებით სავსე პლაჟებით.
მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
სად გაატარებთ ზამთრის შვებულებას?
სად გაატარებთ ზამთრის შვებულებას?
საქართველოში
42 %
ევროპაში
22 %
აზიაში
6 %
თურქეთში
7 %
ეგვიპტეში
8 %
საბერძნეთში/კვიპროსზე
6 %
სახლში
10 %