52
თინგველირის ულამაზესი ველური ბუნება
თინგველირი ისლანდიის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში მდენარეობს. თინგველირის ველზე ადრეული შუა საუკუნეებიდან ერთდებოდა საცხენოსნო გზები ისლანდიის ყველა რეგიონიდან. 930 წლიდან კი იკრიბებოდა ისლანდიის სახალხო ალთინგი, რომელიც საკანონმდებლო და სასამართლო ფუნქციებს ასრულებდა. ამ ადგილას 1000 წელს ისლანდიაში გაქრისტიანების გადაწყვეტილება მიიღეს. აქვე, თინგველირში, 1944 წლის 17 ივნისს ისლანდიის სახელმწიფოს დამოუკიდებლობა გამოცხადდა.
1928 წელს ისლანდიის სამხრეთ-დასავლეთში თინგველირის ეროვნული პარკი დაარსდა. პარკს აქტიური ვულკანური ზონა არტყია, თინგველირის პარკს მდინარე იოქსარა კვეთს და მის ტერიტორიაზე იოქსარარფოსის ულამაზესი ჩანჩქერს ქმნის რომელიც ზამთარში იყინება. აქ ხშირია მიწისძვრები. პარკის ტერიტორიაზე შესაძლებელია ჩრდილოეთის ციალის ხილვაც.
2004 წელს თინგველირის ეროვნული პარკი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაშია შეტანილი.