turebi.ge მომხმარებლის გვერდი
title
Turebi Ge

ევროპის ყველაზე მისტიური ადგილები VOL.1

ქალაქები, ციხესიმაგრე ან ვიწრო ცივი ქუჩები, რომელთანაც დაკავშირებულია ისტორიები მოჩვენებებზე, საშინელ სისხლიან საიდუმლოებებზე ან მისტიურ მოვლენებზე.
ამოუცნობის და არარეალურის რაოდენობებით სამყაროს ეს ადგილები ჯერ კიდევ პირველ ადგილზეა. გაიცანით ევროპის რამოდენიმე ადგილი, რომელიც დაკავშირებულია შეუცნობელთან.

 

პრაღა, ჩეხეთი

 


ევროპის მისტიური დედაქალაქი, განსაკუთრებით ძველი ქალაქი, გვთავაზობს ზებუნებრივთან შეხვედრის ყველაზე ფართო არჩევანს. დავიწყოთ ცნობილი გოლემით, რომელიც არის ებრაული კვარტლიდან და ერთ-ერთ პირველ „ფრანკენშტეინად“ ითვლება.
1580 წლის მარტში  უზენაესმა რავინმა ლევ ბენ ბაცალელმა 1,5 მეტრის სიმაღლის თიხის ფიგურა შექმნა და სხვადასხვა შელოცვებით გააცოცხლა.
დამორჩილებული, სათამაშოს ფორმაში ჩამწყვდეული  გოლემი ინახებოდა სხვენში, მაგრამ  ომის პერიოდში გაქრა.  ხალხი ამბობს, რომ გოლემი ხანდახან ღამით სეირნობს პრაღის ქუჩებში. პრაღაში აქამდე იშოვით გოლემის სათამაშოებს, რომელზედაც ებრაულ ენაზე წერია სიტყვა „რწმენა“, ებრაელებს სწამთ რომ ეს სუვენირი სიკეთის მომტანია, თუმცა თუ მის წარწერას პირველ ასოს გამოვაკლებს, ახალი სიტყვა უკვე „სიკვდილს“ ნიშნავს.

 

პრაღაში ფაუსტის სახლში ცხოვრობდა და მოღვაწეობდა შუასაუკუნეების ერთ-ერთი ცნობილი ალქიმიკოსი ედუარდ კელი. ადგილობრივი მოსახლეობა ირწმუნება, რომ ამ შენობის მონახულება ფინანსურ საქმეებში წარმატების გარანტია

 

 

ყველაზე ცნობილი პრაღელი მოჩვენება - იან გუსის სულია, რომელიც  საკუთარ ნაშრომებთან ერთად 1415 წლის 6 ივნისს დაიწვა. პრაღელები ირწმუნებიან, რომ მთვარიან ღამეს მისი ნახვა შეიძლება იმ ადგილებში სადაც ის სიცოცხლეში ქადაგებდა.
მეორე მოჩვენება და პრაღის სიმბოლო - იაჰიმ ბურკე, რომელმაც საკუთარი საცოლე დაახრჩო, ხოლო შემდეგ თავიც ჩამოიხრჩო. ამჟამად თვეში ერთხელ იგი ჩნდება პლატერჟის ქუჩაზე იმ იმედით, რომ გამოელაპარაკება უდანაშაულო გოგონას. თვლიან, რომ, თუ კი ეს მოხდება, მოჩვენება როგორც იქნა დაისვენებს და აღარ მოგვევლინება.


ალტამირის გამოქვაბული, სანტილიანა-დელ-მარი, ესპანეთი 


ესპანეთის ქალაქის, სანტილიანა-დელ-მარას გამოქვაბულებში ვერ დათვლით კედლებში ალმასების რაოდენობას.  მაგრამ ამ გამოქვაბულში, ევროპის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ მღვიმეში - ალმასების ნაცვლად ნახავთ ქვის ხანის „3D კინოთეატრს“. კლდეზე ამოტვიფრული ნახატები - მრავალრიცხოვანი და მრავალფეროვანი ნამუშევრები, ბიზონები, ცხენები, ირმები, ტახები და ხალხიც. 
მხატვრები  კედლების რელიეფს იყენებდნენ, რომ ცხოველები „ცოცხლებად“ წარმოეჩინათ, თითქმის ისე როგორც კომპიუტერულ გრაფიკაში. თუ დააკვირდებით ცეცხლის შუქის ფონზე იქმნება მოძრაობის ეფექტი, როგორც 3D კინოთეატრში.


ზოგიერთი თვლის, რომ ეს უცხოპლანეტელების ნამუშევარია, დანარჩენები კი ითხოვენ არ გავანაწყენოთ ჩვენი წინაპრები და მათი ნიჭი. სხვადასხვა წყაროზე დაყრდნობით ეს ნახატები  32-დან 19 ათასამდე წლის წინ შეიქმნა.

 

ლოხ-ნესის ტბა, შოტლანდია

 


ლოხ-ნესის ტბას წყლის ზედაპირის ფართობით მეორე ადგილი უჭირავს შოტლანდიაში.აქაურობამ მსოფლიოში ცნობილი გახდა ლოხ-ნესის ურჩხულის ლეგენდის წყალობით. მთელი მსოფლიოდან ტურისტები აქ ჩამოდიან ერთი სურვილით - ნახონ ეს ურჩხული. ცნობილია, რომ ეს არის გადარჩენილი პლეზიოზავრი ან, უბრალოდ, სიცოცხლის ამოუცნობი ფორმა. 

 

ლეგენდის თანახმად, შუასაუკუნეებში ელეგანტურ გრძელკისერა რეპტილიას ამ ტბაში უყვარდა თევზების დაგემოვნება, თუმცა ბოლო პერიოდში ის რატომღაც აღარ ჩანს. ამის მიუხედავად ცუდი ხარისხის, არამკაფიო სურათები რეგულარულად მაინც ჩნდება.

 


ეს კონკრეტული ფოტო, რათქმაუნდა დამუშავებულია, თუმცა ტბაში უცნაურ ობიექტებს  რეგულარულად უღებენ სურათებს. ყველა კი ხვდება, რომ  ლოხ-ნესის ურჩხულის კადრზე ასახვა ვერ მოხერხდება, მაგრამ ტბის სიახლოვეს რაღაც არაამქვეყნიურის ყოფნის შეგრძნება მაინც იგრძნობა. 
ტბასთან ახლოს ტურისტები იპოვიან ლოხ-ნესის ურჩხულის მუზეუმსაც. 


ბოჟნიცეს ციხესიმაგრე, სლოვაკეთი

 


სლოვაკეთში, ბოჟნიცეს ციხესიმაგრე არის გასაოცარი, სიბნელით მოცული გოთიკური კომპლექსი, რომელიც XII საუკუნეში ძველი ვულკანის ადგილას არის აშენებული და იქ მამრობითი სქესის საინტერესო მოჩვენება ცხოვრობს.


ლეგენდის თანახმად, ციხესიმაგრის მფლობელმა ლეიტენანტმა უარი მიიღო მშვენიერი ფრანგი არისტოკრატი ქალბატონისგან. სასოწარკვეთილმა მამაკაცმა  თავი მოიკლა,  თუმცა წინასწარ დაწერა ანდერძი და მთლიანი ქონება თავშესაფრებს დაუტოვა.  


თვითმკვლელობის გამო იანს არ ერგო ადგილი სასაფლაოზე, ალბათ ამ მიზით ვერ პოულობს სიმშვიდეს და აქამდე ბინადრობს თავის ციხესიმაგრეში. იძახიან, რომ ხანდახან მოჩვენებას ხედავენ თეთრებში ჩაცმული ქალის კომპანიაში. მაგრამ...


მაგრამ ეს არ არის ის ამაყი ფრანგი ქალბატონი, ეს არის სლოვაკელი ანა ბერნა. ანას ოცდაათწლიანი ომის პერიოდში შეუყვარდა გერმანელი ოფიცერი და გადასცა ქვეყნის სტრატეგიული საიდუმლოებები. როგორც მაშინ იყო მიღებული, ანა ჩამოახრჩეს. და ვინაიდან გამოძიების პერიოდში ის ციხესიმაგრეში ცხოვრობდა, სიკვდილის შემდეგ მისმა სულმა კვლავ აქ გააგრძელა არსებობა.

 

 

ციხესიმაგრის კომპლექსი დღესაც მშვენიერ მდგომარეობაშია და ექსტრემალური ადგილების მოყვარულებისთვის უკეთესს ადგილს ვერც ნახავთ. ექსკურსიების დროს ყოფილა შემთხვევები, როდესაც ტურისტები, გულის შეტევით,  საავადმყოფოშიც ამოყოფდნენ ხოლმე თავს.


მერი კინგის ჩიხი, ედინბურგი, შოტლანდია

 


ეს ადგილი რომელიც მდებარეობს ედინბურგის, ძველი ქალაქის რაიონში იწვევს საშინელ შეგრძნებას. XVII საუკუნეში შავი ჭირის ბობოქრობის პერიოდში შოტლანდიის ხელისუფლებამ მიიღო რადიკალური გადაწყვეტილება: მთელი ქალაქიდან და ახლომდებარე სოფლებიდან  აქ მოჰყავდათ დაავადებულები. აქაურ ექიმებს სწამდათ, რომ ისინი, სხვა ქვეყნებთან შედარებით, უფრო ჰუმანურად იქცეოდნენ: ისინი ხომ ცოცხლად არ წვავდნენ დაავადებულებს, როგორც საქსონიაში, ავადმყოფებს უბრალოდ კეტავდნენ და ელოდებოდნენ მათ გარდაცვალებას. 
ერთ-ერთი ჩანაწერის მიხედვით 1645 წელს, ეპიდემიის პიკისას, პატრიკ და ჯეინ მაქკონახებმა აქ დატოვეს საკუთარი ქალიშვილი. რის შემდეგაც ენის სული  სამუდამოდ დაბინავდა აქაურ  ნესტიან და  ბნელ ქუჩებში.


ტურისტების თქმით, დღესაც პატარა ენი ამ ჩიხებში გამვლელებს  ტანსაცმელზე ან ხელზე ეხება. გოგონას მოუსვენარი სული დაფრინავს ძველი ნაგებობების ოთახებში და ბავშვური ხმით მღერის შოტლანდიურ სიმღერებს.


ედინბურგის მაცხოვრებლებმა იმდროინდელი ჭირით დაავადებულების ცხოვრების ამსახველი ექსპოზიციები მოაწყვეს, რომელიც გასაოცარი რეალიზმით გაშინებს და თითქოს გესმის იმ ადამიანების  ტანჯვითა და ტკივილით სავსე ხმები.

 

ევროპის ყველაზე მისტიური ადგილიები VOL.2

 

მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
სად გაატარებთ ზამთრის შვებულებას?
სად გაატარებთ ზამთრის შვებულებას?
საქართველოში
35 %
ევროპაში
30 %
აზიაში
2 %
თურქეთში
4 %
ეგვიპტეში
9 %
საბერძნეთში/კვიპროსზე
4 %
სახლში
15 %