ეისიზენველტი , ავსტრია
ყველაზე ყინულოვანი გამოქვაბული ეისიზენველტი, ასევე ცნობილია , როგორც გიგანტი ყინულების სამკვიდრებელი. ამ გამოქვაბულის სიღრმე 40 კილომეტრია, მას წელიწადში 20 000 ტურისტი სტუმრობს მიუხედავათ გამოქვაბულის სიდიდისა, შესვლის თანავე ტერიტორიის 1/4 ყინულით არის დაფარული. ყინული არასდროს ლღვება, ზაფხულშიც კი მღვიმეში შესვლამდე ტურისტებს თბილი ტანსაცმლის ჩაცმა უწევთ. მღვიმეში შესვლამდე ყველას აფრთხილებენ, რომ შიგნით ფოტოების გადაღება აკრძალულია.
კაპადოკია , თურქეთი
კაპადოკია (ლამაზი ცხენების ქვეყანა), თანამედროვე თურქეთის ტერიტორიაზე მდებარე ისტორიული ოლქის სახელწოდებაა. ძველი კაპადოკიის ტერიტორია ამჟამად განთავსებულია თურქეთის პროვინციების: ნევშეჰირის, კაისერის, აქსარაისა და ნიგდეს ტერიტორიებზე. ტერიტორია ხასიათდება განსაკუთრებით საინტერესო ვულკანური წარმოშობის ლანდშაფტებით. კლდეში ნაკვეთი და მიწისქვეშა ქალაქებით, რომლებიც დაარსდა ძვ. წ. I ათასწლეულში. კაპადოკიაში მდებარე გორემეს ეროვნული პარკი და კაბადოკიის კლდეში ნაკვეთი დასახლება შეტანილია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში.
ბლედი, სლოვენია
ქალაქი ბლედი, ჩრდილო–დასავლეთ სლოვენიაში მდებარეობს, იტალიის და ავსტრიის საზღვართან ახლოს. ის პოპულარული ტურისტული ქალაქია. აქ მდებარეობს ულამაზესი ბლედის ტბა, რომლის შუაგულშიც კუნძულზე გაშენებულია საუკუნოვანი სალოცავი.
დოლომიტი, იტალია
დოლომიტის ალპები მთიანი მასივი აღმოსავლეთ ალპებში, მასივი განლაგებულია იტალიის სამხრეთ აღმოსავლეთ ნაწილში და შემოსაზღვრულია მდინარეების დაბლობებით: იზარკო (ჩრდილო-დასავლეთი), პუსტერია (ჩრდილოეთი), პიავე (სამხრეთი და სამხრეთ-აღმოსავლეთი), ბრენტა (სამხრეთ-დასავლეთი) და ადიჯე (დასავლეთი). მთები გადაჭიმულია დაახლოებით 150 კმ-ზე, უმაღლესი მწვერვალია — მარმოლადის მთა (3342 მეტრი). 2009 წელს დოლომიტის ალპები შეიტანეს იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში.