ბარსელონა - რასაც ვერ ნახავთ ტურისტულ გზამკვლევებში
დღეს წარმოგიდგენთ საინტერესო ფაქტებს ბარსელონასა და მის ღირშესანიშნაობებზე. ყველაფერი, რასაც თქვენ, სავარაუდოდ, ვერ ნახავთ ტურისტულ გზამკვლევებში.
ბარსელონას სანაპიროები
20 წლის წინ თქვენ აქ ვერ ნახავდით ყველასათვის საყვარელ და პოპულარულ ღირშესანიშნაობას. მაგალითად, სანაპირო (პლიაჟი) არ იყო. მხოლოდ ოლიმპიური თამაშების ჩატარების შემდეგ ბარსელონაში გამოჩნდა 4კმ-იანი შესანიშნავი ქვიშის სანაპიროები.
ყველაზე პოპულარული ადგილი ბარსელონაში
ყველაზე პოპულარული ადგილი კატალონიის დედაქალაქში არის საფეხბურთო კლუბ „ბარსელონას“ სტადიონი „კამპ ნოუ“, ეს წარმოუდგენელი ნაგებობა 100 000 ადამიანს იტევს. „კამპ ნოუ“ ერთ-ერთია იმ მცირე ევროპული სტადიონებიდან, რომლებსაც უეფა ხუთი ვარსკვლავით აფასებს.
ყველაზე პოპულარული სიმღერა ბარსელონაზე
ყველა იცნობს განთქმულ სიმღერას, რომელიც ეძღვნება ბარსელონას. 1992 წელს ის მონსერატ კაბალიემ და ფრედი მერკურიმ შეასრულეს და ის ოლიმპიადის ოფიციალური ჰიმნი გახდა.
გოთიკური უბანი და ძველი ქალაქი
• ბარსელონას საკათედრო ტაძარზე ჯამში გორგულიების 250 ქანდაკებას დათვლით.
• მეფე პედრო IV-მ 1350 წელს გასცა ბრძანება, რომლის მიხედვით ეკლესიების და ტაძრების ტერიტორიასთან 40 ნაბიჯზე ახლოს არ უნდა გაეხსნათ ბორდელი.
• ყველაზე ლამაზი ნაგებობა ევროპაში „ლისეუს“ ოპერის თეატრი იყო, რომელიც 1994 წელს ხანძრის შედეგად მთლიანად განადგურდა. მოქალაქეებისა და საოპერო მომღერლების დახმარებით და შეგროვებული თანხით მაინც მოხერხდა ამ უნიკალური შენობის გაცოცხლებისთვის.
• განთქმული ლა რამბლას ქუჩა მთავრდება არანაკლებ განთქმული კოლუმბის ძეგლით, ვინაიდან ზუსტად ბარსელონა აღმოჩნდა მის გზაზე დაბრუნებისას. ძეგლის სიმაღლე 60 მეტრია.
მთავარი ექსპონატი
ბარსელონა განთქმულია თავისი ზოოპარკით, რომელშიც 2003 წლამდე ცხოვრობდა მსოფლიოში ერთადერთი თეთრი გორილა - ხვადი, რომელსაც ერქვა “გუნდა”.
პიკასო და მისი მემკვიდრეობა
პიკასოს მოთხოვნით მისი მუზეუმი ბარსელონაში ააშენეს, რადგან ამ ქალაქთან ძალიან ბევრი აკავშირებდა. მან მუზეუმს თავისი 3,5 ათასი ნამუშევარი აჩუქა, რომელთა რიცხვშიც მისი ადრეული ნამუშევრებიც შედის.
შადრევანი და ფეხბურთის ფანები
შესანიშნავი შადრევანი კანალეტესი, ითვლება ფეხბურთის გულშემატკივრების საყვარელ ადგილად. ამ ადგილას უკვე წლებია კატალონიური კლუბის ფანები რომელიმე ტიტულის მოგების შემდეგ ზეიმობენ.
შადრევნის გვერდით არის წარწერა: „ვინც ამ შადრევნიდან დალევს წყალს, შეიყვარებს ბარსელონას და ისევ დაბრუნდება აქ“.
ბარსელონა - ევროპელი ქურდების დედაქალაქი
ბარსელონაში ჩამოსვლისას არ დაგავიწყდეთ უსაფრთხოების ზომებიც. ვინაიდან ეს ქალაქი უკვე დიდიხანია ჯიბგირების რიცხვით ლიდერობს ევროპაში. ყველაზე ბევრი ჯიბის ქურდია ხალხმრავალ ადგილებში, ამიტომ იყავით ყურადღებით სანამ ტკბებით ამ ქალაქის სილამაზეებით.