არარსებული ქვეყნები. წარმოუდგენელი ვირტუალური სახელმწიფოები

სხვადასხვა გამოთვლით მსოფლიოში 195-დან 252-მდე სახელმწიფოა დაფიქსირებული. თუმცა ვირტუალური იმპერიების დამაარსებლები ამას არ ეთანხმებიან. დღეს გთავაზობთ რამდენიმე არარეალურ სახელმწიფოს, რომლის მონახულება სავსებით რეალურია.

 

უჯუპისის რესპუბლიკა
ვილნუსი, ლიეტუვა (ლიტვა)

 


ლიეტუვას დამოუკიდებლობის მოპოვებმადე (1990 წ) უჟუპისი ვილნუსის ღარიბი და მიგდებული უბანი იყო. უფრო იაფი საცხოვრებელი პირობების გამო იქ მხატვრები, რეჟისორები და მუსიკოსები დასახლდნენ, რომლებმაც ეს უბანი ძალიან სწრაფად მთელი ქვეყნის ბოჰემურ ცენტრად აქციეს. 1997 წელს ადგილობრივმა მოსახლეობამ უჯუპისი ცალკე რესპუბლიკად გამოაცხადა. მას თავისი დროშა, კონსტიტუცია და პრეზიდენტიც კი ყავს. აქაურობა მხატვრების და ხელოვავნი ხალხის უბნად ითვლება და შედარებულია პარიზის მონმარტრთან.


წელიწადში ერთხელ, 1 აპრილს, აქ ქვეყნის საზღვრებს აწესებენ და გირტყამენ შემოსვლის ბეჭედს. თქვენ შეგიძლიათ სუვენირად შეიძინოთ უჟუპისის კონსტიტუცია, რომლის მე-9 მუხლში ზუსტად წერია: „ნებისმიერს შეუძლია იზარმაცოს ან არაფერი გააკეთოს“.


რამდენად შესაძლებელია უჟუპისის რესპუბლიკის პასპორტის მიღება: ახლა პასპორტების გაცემა შეჩერებულია, თუმცა შეგიძლიათ თქვენს ქვეყანაში გახდეთ უჟუპისის კონსული ან ამბასადორი. 
თუ დავუჯერებთ უჟუპისის რესპუბლიკის ოფიციალურ ვებ-საიტს, საქართველოშიც არის წარმომადგენლობა: Embassy in Georgia 

 

ლადონია
კულაბერგის ბუნებრივი ნაკრძალი, შვედეთი

 

 

ლადონია - ეს არა მხოლოდ მიკროსახელმწიფოა, არამედ ხელოვნების ნიმუშია. 1980-იან წლებში მხატვარმა ლარს ვილკსმა თვითნებურად შვედეთის ბუნებრივ ნაკრძალში დადგა ხის სკულპტურა „ნიმისი“ (Nimis). ადგილობრივმა ხელისუფლებამ ეს მხოლოდ ორი წლის შემდეგ აღმოაჩინა და არაკანონიერი მშენებლობისთვის საქმე აღძრა. ვილკსი წლების განმავლობაში ებრძოდა სისტემას და ბიუროკრატიას.

ამასობაSი ნიმესის გვერდით მეორე სკულპტურა ააშენა ‘არკსი“, და ბოლოს, 1996 წელს ნაკრძალის ტერიტორიაზე დამოუკიდებელი სახელმწიფოს ჩამოყალიბება გამოცხადა, რომელსაც ძველბერძნული მითოლოგიის დრაკონის საპატივცემულოდ უწოდა ლადონია.


2001 წელს სკონეს საგრაფოს ადმინისტრაციამ, რომელსაც ეკუთვნის ლადონია, ოფიციალურად გამოაცხადა, რომ თვითაღიარებული ქვეყნის ტერიტორიაზე აღარ მოქმედებს შვედეთის კანონები. 
ნიმისის და არკსის სკულპურებს ყოველწლიურად ათასობით ტურისტი სტუმრობს. 

 


სილენდის სამთავრო (Principality of Sealand)
ჩრდილოეთის ზღვა, დიდი ბრიტანეთის სანაპიროდან 10 კილომეტრში.

 

სანავთობო პლატფორმაზე აგებული სილენდი - მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე უცნაური გამოგონილი სახელმწიფოა. 1967 წელს ბრიტანეთის ყოფილმა მაიორმა პედი როი ბეიტსმა პლატფორმაზე სახელმწიფო შექმნა. საინტერესოა, რომ თვითონ მაიორი თავის თავს უწოდებს „სილენდის გენერალ-ადმირალი თავადი როი I ბეიტსი“, მაიორის ოჯახი აქამდე იბრძვის, რომ სილენდს მიენიჭოს სახელწმიფოს (სათავადოს) სტატუსი. 


სილენდის კონტიტუციაში წერია: სათავადო შეიქმნა კაცობრიობის გასაუმჯობესებლად და გახდეს ის ადგილი, სადაც ყველა ადამიანს შეეძლება გააკეთოს ის საქმე, რომელიც საუკეთესოდ შეესაბამება მის მრწამს და შეხედულებებს.


სილენდის ისტორია მოგაგონებთ “სამეფო კარის თამაშებს“:. დაარსებიდან ერთი წლის შემდეგ  ბრიტანეთის ჯარმა სცადა სათავადოს დაპყრობა, მაგრამ მმართველმა დინასტიამ გამაფრთხილებელი სროლა დაიწყო. და ამაყ სათავადოს გაანებეს თავი. 


1978 წელს შიდა გადატრიალების მცდელობაც იყო. სათავადოს პრემიერ მინისტრმა, თავადის არყოფნაში, მძევლად აიყვანა მისი შვილი, პრინცი მაიკლი. მძევალი მალევე გაათავისუფლეს, მოღალატეს კი მოქალაქეობა ჩამოართვეს და გააგდეს ქვეყნიდან.  

 

სლოვენიის ახალი ხელოვნება NSK
სლოვენია

 

 

90-იან წლებში NSK-ის ვირტუალური სახელმწიფო „სლოვენიის ახალი ხელოვნების“ (Neue Slowenische Kunst, NSK) არაფორმალური ორგანიზაციიდან დაარსდა. ეს ორგანიზაცია 1984 წელს მუსიკოსებმა, მხატვრებმა და მსახიობებმა ჩამოაყალიბეს.


NSK State, რომელსაც მემკვიდრეობით მხატვრული მოძრაობის სტრუქტურა ერგო, დაარსდა იუგოსლავიის დაშლის საპასუხოდ. ამბობენ, რომ NSK არსებობს დროში და არა სივრცეში. მმართველობის ფორმა - კოლექტიური აბოსუტიზმი, რომლის სათავეშია იმანენტურ-ტრანსცენდენტული სულია

 

სებორგას სათავადო
იტალია

 

 

სებორგა იტალიური სოფელია, რომელიც შუა საუკუნეებში სათავადო იყო. 1963 წელს ყვავილების გამყიდველმა გეორგი კარბონემ აღმოაჩინა, რომ მისი სამშობლო არასოდეს შედიოდა იტალიის შემადგელობაში. ამის დამამტკიცებელი საბუთი მან ნიცის არქივებში იპოვა. ამიტომაც იმავე წელს აქაურმა მოსახლეობამ გადაწყვიტა და გამოაცხადა დამოუკიდებელი სახელმწიფო - Principato di Seborga. გეორგი გახდა სებორგის თავადი ჯორჯიო I. ახლადდაარსებული ჯუჯა სახელმწიფომ მასინვე დააწესა საზღვრები და ჩამოაყალიბა საკუთარი არმია, თუმცა მასში შედის ორი გუშაგი და თავდაცვის მინისტრი. 


2009 წელს The Telegraph-ში გამოაქვეყნეს ინფორმაცია, რომ თავად ჯორჯიო I-ის თქმით, სებორგი დამოუკიდებელ სახელმწიფოდ 20-მა ქვეყანამ აღიარა, რომელთაგან ერთ-ერთი პირველი ბურკინა-ფასო იყო. 
როგორ მოვხვდეთ სებორგაში: ეს ზღაპრული იტალიური სოფელი ლიგურიის (ჩრდილო-დასავლეთ იტალიის სანაპირო რეგიონი) დასავლეთ ნაწილში მდებარეობს, და საფრანგეთს ესაზღვრება, ნიციდან ან მონაკოდან აქ  ერთ საათში მოხვდებით. 

 

ქრისტიანია
კოპენჰაგენი, დანია

 

 

ქრისტიანი საკმაოდ ცნობილი და პოპულარული ადგილია ტურისტებში. ის დანიის დედაქალში, კოპენჰაგენში მდებარეობს და ქალაქის ერთ-ერთი უბანია. აქ იკრძალება სურათების გადაღება და ვინც დაარღვევს კანონს გააძევებენ „ქვეყნიდან“. 


ქრისტიანიის თავისუფალი ქალაქის შექმნის სოციალური ექსპერიმენტი 1971 წელს დაიწყო. მაშინ ჰიპების ჯგუფი, მწერალი და ჟურნალისტის იაკობ ლუდვიგსენის მეთაურობით, არაკანონიერად შესახლდა დანიის დედაქალაქის მიტოვებულ ყაზარმებში. 


2011 წელს ქრისტიანია ნახევრადავტონომიური გახდა: თავისუფალი ქალაქის მოსახლეობამ კოპენჰაგენისგან გამოისყიდა მიწების ნაწილი, ნაწილი კი იჯარით აიღო. 


ამჟამად, ქრისტიანია ანარქისტული კომუნის პრინციპით ცხოვრობს: ტერიტორია 15 ოლქად არის დაყოფილი, თითოეულს საკუთარი თემი აქვს და ყველა ადმინისტრაციული და ფინანსური საკითხი წყდება თემთა ყრილობაზე.  დაწესებულია გადასახადებიც და ადგილობრივი შემოსავლის ძირითადი წყარო, ტურიზმის გარდა, მსუბუქი ნარკოტიკების გაყიდვაცაა. 


ქრისტიანიაში უამრავი კლუბია, სტრიტარტი, უცნაური კაფეები და საინტერესო საცხოვრებელი სახლებია გადაადგილება ძირითადად ველოსიპედებით ხდება, ვინაიდან ქალაქში მანქანები არ არის. 

 

ვირტლანდი
ინტერნეტი 

 

 

მსოფლიოს პირველი ინტერნეტ-სახელმწიფო ვირტლანდი (Wirtland) ჩამოყალიბდა 2008 წელს. ეს იმის დამტკიცების მცდელობა იყო, რომ რსებობისთვის სახელწმიფომ არ არის აუცილებელი ფლობდეს კონკრეტულ მიწას. 


ვირტლანდის ოფიციალური ენა: ნებისმიერი, რომელიც ხელმისაწვდომია ინტერნეტ-თარჯიმნისთვის. ქვეყანაში მოქმედებს საკუთარი სამედიცინო ცენტრი (სკაიპის მეშვეობით), მსოფლიო ანტისამხედრო პარტია და საქველმოქმედო ფონდი, რომელიც სუვენირების გაყიდვებიდან შემოსული თანხით ივსება. 

 

და თქვენ რომელი ვირტუალური, არარსებული სახელმწიფო გახსენდებათ?
 

მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
მოგზაურობის დაგეგმვისას იყენებთ თუ არა ტურისტული კომპანიის მომსახურებას?
მოგზაურობის დაგეგმვისას იყენებთ თუ არა ტურისტული კომპანიის მომსახურებას?
კი
41 %
არა
33 %
გააჩნია მიმართულებას
26 %