მსოფლიოში უძველესი სასტუმრო

705 წელს იაპონელმა მეწარმემ  ფუძივარა მაჰიტომ გადაწყვიტა სასტუმროს გახსნა. ალბათ ეს ფაქტი არც კი შემორჩებოდა სიტორიას, მაგრამ საქმე იმასია, რომ სასტუმრო „ნიშიამა ონსენ კეიუნკანი“  სტუმრებს დღესაც იღებს.

 


2011 წელს ეს შენობა ოფიციალურად შეიტანეს გინესის რეკორდების წიგნში, როგორც მსოფლიოს უძველესი სასტუმრო.


დამფუძნებლის სიკვდილის შემდეგ, მისი საქმე გადავიდა მის ვაჟთან, და შემდეგ კი მის მემკვიდრეებზე. ამჟამად მას ოჯახის 55-ე თაობა ფლობს. თავად ფუძურამა იმპერატორ ტენძის დამხმარე იყო. ალბათ იმპერატორის მფარველობა იყო ამ სასტუმროს პოპულარობის ერთ-ერთი მიზეზი.


სასტუმრო მდებარეობს იამანაშის პრეფექტურაში კუნძულ ჰონსუზე. აქ არ არის ზღვის სანაპირო. მაგრამ სასტუმროს მფლობელები სტუმრების ნაკლებობას არ უჩივიან. საქმე იმაშია, რომ იქვე არსებობს ბუნებრიბი თერმული წყაროები, ამიტომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად აქ არა მხოლოდ იაპონელები, არამედ მთელი მსოფლიოს ტურისტებიც ჩამოდიან. სხვათა შორის, თვითონ სასტუმროც თბება ბუნებრივი ცხელი წყლით.

 


ძველად სასტუმრო პოპულარობით სარგებლობდა იაპონელ მეომრებს შორის, რომლებიც ბრძოლის შემდეგ სამკურნალოდ აქ ჩამოდიოდნენ. თვითონ შენობა ამდენი საუკუნის განმავლობაში არა ერთხელ იყო აღდგენილი, თუმცა მისი ადგილმდგომარეობა არ შეცვლილა.

 


დღესდღეობით სასტუმროში 40 ნომერია, რამდენიმე აბაზანა, რომელთა ნაწილი  შენობაში და ნაწილი ეზოშია ღია ცისქვეშ. მიუხედავად იმისა, რომ სასტუმროს პერსონალი საკმაოდ კარგად ფლობს ინგლისურ ენას, ძველი იაპონიის ტრადიციები აქ მკაცრად დაცულია. მაგალითად სტუმრები ვახშმობენ არა მაგიდასთან, არამედ ტატამზე სხედან. რეკომენდებულია იაპონური სამოსის ჩაცმა.
ტრადიციების დაცვა კი ხდება, თუმცა ფასები საკმაოდ თანამედროევა: ჩვეულებრივი ორადგილიანი ნომერი 300 დოლარზე მეტი ღირს. ტურისტებს სიამოვნებით მოუყვებიან, თუ რომელი იმპერატორი ან კეთილშობილი სამხედრო ლიდერ ისვენებდა ამ სასტუმროში.

 


ბოლო დიდი რემონტი აქ 1998 წელს განხორციელდა. მიუხედავად იმისა, რომ ეს იყო XX საუკუნის მიჯნაზე, ოთახებში ტელევიზია და ინტერნეტი არ იყო გაყვანილი. ეს იმით ახსნეს, რომ სტუმრები აქ ცივლისიზაციისგან დასასვებელად ჩამოდიან, საკუთარ თავთან განმარტოვებისთვის, და არამხოლოდ სხეულის, არამედ სულის განკურნებისთვის.

 


საინტერესოა, რომ დიდი ხნის განმავლობაში წყლის პროცედურებს მამაკაცები და ქალები ერთადიტარებდნენ. მაგრამ XX საუკუნის შუა წლებიდან აბანოების და დროის დაყოფა დაიწყო. აბანოსი ყოფნის ტრადიციებიც უნდა იყოს დაცული. მაგალითად: პროცედურის დაწყებამდე კარგად უნდა იბანაოთ საპნით. და აბანოში უნდა აუცილებლად დაიცვათ გარკვეული წესები. მაგალითად , ხმამაღლა საუბარი აკრძალულია.

 


თერმული წყაროები საკმაოდ კარგი ბიზნესია იაპონიაში, თან გაითვალისწინეთ რომ ქვეყანასი სადღაც 26,000 წყაროა. მაგრამ, მაღალი კონკურენციის მიუხედავად, მსოფლიოში უძველესი სასტუმრო ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულია ქვეყანაში.

მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
სად გაატარებთ ზამთრის შვებულებას?
სად გაატარებთ ზამთრის შვებულებას?
საქართველოში
42 %
ევროპაში
22 %
აზიაში
6 %
თურქეთში
7 %
ეგვიპტეში
8 %
საბერძნეთში/კვიპროსზე
6 %
სახლში
10 %