უშგულის ეთნოგრაფიული მუზეუმი

უშგული ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი დასახლებული სოფელია. აქ მდებარე ეთნოგრაფიული მუზეუმი წარმოადგენს მე-13 საუკუნის სვანური ტიპის ორსართულიანი კირწყლით ნაშენ შენობას ე.წ „მაჩუბ დარბაზს“, რომელიც ორფერდიანი სვანური მშენებლობის ტრადიციული ფორმით დამახასიათებელი ფიქლის ბრტყელი ქვებით არის გადახურული. ორივე სართული შენარჩუნებულია იმჟამინდელი სახით.

 

უშგულის ეთნოგრაფიული მუზეუმი

 

პირველი სართული „მაჩუბი“ ზამთარში განკუთვნილია ადაიანებისა და საქონლის ერთობლივ სადგომად. ჰიგიენური თვალსაზრისით, საქონლისა და ადამიანების სადგომი ერთმანეთისგან გამოყოფილია ხის ტიხარით, რომელსაც „გვალს“ უწოდებენ. ეს არის ორ სართულიანი ხის თაღოვანი სადგომი, იზოლირებულია ოყალო ტკეპნილი იატაკით. გაფორმებულია მხატვრულ-საკრალური ორნამენტით, კერძოდ არკოვანი თაღის ხის ზედა ფრიზზე, გამოსახულია ასტრალური მნიშვნელობის, დიდი „სვასტიკები“ მასში ჩასმული მომატებისა და გამრავლების პატარა ჯვრებით.

 

უშგულის ეთნოგრაფიული მუზეუმი

საქონლის სადგომის ზედა, მეორე სართულზე შენარჩუნებულია ხის ორი უძველესი საწოლი, თხა-ცხვრების დასაბინავებელი თაღოვანი სადგომი, ოყალო მიწით ტკეპნილ სოხანეზე (იატაკზე) ძველი კერია, სამზარეულო ე.წ „ბოჯარი“ თავისი მოწყობილობებით, უძველესი ფიქლის ქვებისგან შეკრული მარანი, სვანური აკვანი დაკიდებული რგოლებზე, ასეევე სვანეთში ერთადერთი აწყობილი 17 საუკუნის ჰორიზონტარული საქსოვ-სართავი დაზგა თავისი ატრიბუტებით. მზეუმს ასევე გააჩნია როგორც სასოფლო-სამეურნეო ასევე საბრძოლო დანიშნულების იარაღები, საშინაო მოხმარების, ხის ფესვებისგან დამზადებული მონოლითური კიბე, რელიგიური საკულტო მომსახურების ნივთები, ხის ძველი ავეჯი, რკინისა და თიხის საყოფაცხოვრებო ადგილობრივი ნივთები.

უშგულის ეთნოგრაფიული მუზეუმი

 

მუზეუმი თანდათან ივსება ძველი, ადგილზე დამზადებული თუ მოპოვებული უძველესი ნივთებით.

მუზეუმის ბილეთის ღირებულება - 5.00 ლარია.

 

უშგულის ეთნოგრაფიული მუზეუმი

მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
მოგზაურობის დაგეგმვისას იყენებთ თუ არა ტურისტული კომპანიის მომსახურებას?
მოგზაურობის დაგეგმვისას იყენებთ თუ არა ტურისტული კომპანიის მომსახურებას?
კი
41 %
არა
33 %
გააჩნია მიმართულებას
26 %