სად დავისვენოთ 2020 წელს?

შვებულების დაგეგმვისას თითქმის ყველა ირჩევს ყველასათვის ნაცნობ და პოპულარულ ქალაქებსა თუ ქვეყნებს. დღეს წარმოგიდგენთ ისეთ მიმართულებებს, რომლის აღმოჩენაც შეიძლება სასიამოვნოდ გაგაკვირვოთ და გადაგაწყვეტინოთ შვებულების დაგეგმა მომავალი წლისთვის. 

 

სიცილია, იტალია

 


იტალიის ხსენებისას ყველას თვალწინ წარმოუდგება რომი, ვატიკანი ან ვენეცია. მაგრამ ცოტა თუ გაიხსენებს სიცილიას და მის ყველაზე დიდი ქალაქს პალერმოს. თვითონ სიცილია ყველაზე დიდი კუნძულია ხმელთაშუა ზღვაში და იტალიის ავტონომიური რეგიონია. რატომ სიცილია? ეს კუნძული საკმაოდ შთამბეჭდავ ღირშესანიშნაობებს სთავაზობს დამსვენებლებს. ერთ-ერთია ტაძრების ლეგენდარული ველი, სადაც 7 დორიული ტაძრის ნანგრევებია შემორჩენილი, რომელიც გარშემორტმულია საოცარი პეიზაჟებითა და ზეთისხილის ხეებით. 

 

 

მარაქეში, მაროკო.

 


ბოლო დროს მაროკოც საკმაოდ პოპულარული ტურისტული მიმართულევბა გახდა, განსაკუთრებით წითელი ქალაქი, მარაქეში. აქ მოხვედრისას თქვენ არასოდეს დაგავიწყდებათ შუა უდაბნოში სანთლის შუქზე გამართული ვახშამი, აქლემით გასეირნება, მუცლის ცეკვები და დაუვიწყარი ცეცხლის შოუები. 

 

 

პორტუ, პორტუგალია

 


მომხიბვლელი და კაშკაშა პორტუ ბოლო დროს დასავლეთ ევროპის ერთ-ერთი ყველზე პოპულარული ტურისტული მიმართულება გახდა. მდიდარი ისტორიის მქონე ქალაქი, დამსვენებლებს მრავალფეროვან და საინტერესო ღირშესანიშნაობებს სთავაზობს, რომელსაც საკმაოდ აქტიური ღამის ცხოვრებაც ემატება. 

 


პორტუში თქვენ შეგიძლიათ დაიკარგოთ ვიწრო ქუჩების ლაბირინთში ძველ ქალაქში, დააგემოვნოთ პორტვეინი ღვინის მარნებში, გაისეირნოთ გემით მდინარე დუეროზე. ღამით კი მოინახულოთ თანამედროვე კლუბები, რესტორნები და ბარები. 

 

დუბროვნიკი, ხორვატია

 


ადრიატიკის ზღვის მარგალიტი დუბროვნიკი,  ხორვატიის უკიდურეს სამხრეთში მდებარეობს. 1979 წელს დუბრივნიკი იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში შეიტანეს. ძველ ქალაქს დღემდე არტყავს გარს გალავანი, რომლიდანაც მთელი ქალაქი ხელისგულზე მოჩანს. ქალაქში დაგხვდებათ მდიდარი არქიტექტურა, ულამაზესი პეიზაჟები, მრავალფეროვანი რესტორნები და კარგი სანაპირო ზოლები.  შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ დუბროვნიკი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული კურორტია ადრიატიკის ზღვაზე.

 

 

ტოკიო, იაპონია

 


იაპონიის დედაქალი ტოკიო გაგაკვირვებთ თავისი ღირშესანიშნაობებით, დაწყებული უძველესი ტაძრებით, თანამედროვე პოპ-კულტურითა და ელექტრონიკის საოცრებებით დამთავრებული. აქ შეგიძლიათ დაესწროთ ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ტაძარში ხის ჯოხების დაწვის უნიკალურ ბუდისტურ რიტუალს და ეწვიოთ მსოფლიოში უდიდეს თევზის ბაზარს. ამას ისიც ემატება, რომ 2020 წელს ზაფხულის ოლიმპიადა ზუსტად ტოკიოში გაიმართება. 

 

 

Travelandleisure-ის მოგზაურობისა და დასვენების პორტალზე სპეციალისტებმა გამოაქვეყნეს მსოფლიოს 50 ადგილის სია, სადაც შეგიძლიათ გაემგზავროთ 2020 წელს.

 


სიის შედგენისას  გაითვალისწინეს ახალი გახსნილი სასტუმროების და რესტორნების შესახებ გამოხმაურებები,  Instagram მომხმარებლების მოთხოვნილებები და ექსპერტების მოსაზრებები. 
პირველ რიგში სპეციალისტები რეკომენდაციას უწევენ ეთიოპიის დედაქალაქს, ადის-აბებას, სადაც მდებარეობს  იმპერატორ მენელიკ II-ის ნაციონალური სასახლე. დიდი ხნის განმავლობაში შენობა იმპერატორების რეზიდენციის როლს ასრულებდა და მხოლოდ ოქტომბერში ის ტურისტებისთვისაც გაიხსნა. სასახლის ტერიტორიაზე განლაგებულია დიდი პარკი, მუზეუმი და ზოოპარკი. ქალაქში ტურისტის ყურადღებას მოიპყრობს ეთიოპიის მხატვრის ზომი შიფერაუს სახელობის თანამედროვე ხელოვნების ცენტრიც.

 


სიაში შემდეგი მიმართულება არის არეკიპა, რომელიც პერუს სამხრეთი ნაწილის მსხვილ ფინანსურ, სამრეწველო და სავაჭრო ცენტრს წარმოადგენს. ქალაქის ცენტრი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შედის. გირჩევთ წმინდა აუგუსტინის ეკლესიის მახლობლად დაბინავდეთ, რომ დატკბეთ იქაური არქიტექტურით. ტურისტებს ასევე ძალიან დააინტერესებს აქაური ვულკანები.


სიაში მესამე ადგილი უკავია ამერიკულ ქალაქს ეშვილს (ჩრდილოეთ კაროლინა). ეს ადგილი გაგაკვირვებთ თავისი კულინარიული ტრადიციებით, ფესტივალებითა და ბარების მრავალეროვნებით.


ამ სიაში შედის ავსტრია (არა მხოლოდ ვენას), მექსიკა, ბარბადოსი, ჩინეთის დედაქალაქი და ჰავაის. გარდა ამისა, ექსპერტებმა საკმაოდ დადებითად შეაფასეს ავსტრალია, ისრაელი, კოსტა-რიკა, ჩილე, ყატარი და ტურისტებისთვის საინტერესო სხვა მიმართულებაც.

 

2020 წელს თქვენ სად აპირებთ დასასვენებლად წასვლას?

მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
სად გაატარებთ ზამთრის შვებულებას?
სად გაატარებთ ზამთრის შვებულებას?
საქართველოში
42 %
ევროპაში
22 %
აზიაში
6 %
თურქეთში
7 %
ეგვიპტეში
8 %
საბერძნეთში/კვიპროსზე
6 %
სახლში
10 %