პორტუგალია ამ ქალაქიდან იწყება - ფარუ და მისი ღირშესანიშნაობები

თქვენ თუ გსმენიათ ფარუს შესახებ? ეს სამხრეთ პორტუგალიის, ალგარვის რეგიონის ყველაზე ცნობილი ქალაქია. ძალიან ბევრი ტურისტი რეგიონში მოგზაურობას ზუსტად აქედან იწყებს.

 


ფარუს დათვალიერება აუცილებლად ძველი ქალაქით, Old Town Faro-ით უნდა დაიწყოთ, რომელიც უამრავ საინტერესო ღირშესანიშნაობას გვპირდება. ძველი ქალაქი, თავისი დიადი მოედნებითა და ვიწრო ქუჩებით შუასაუკუნეების პორტუგალიაში გაგრძობინებთ თავს. უბანი გარშემორტყმულია ოვალური ფორმის კედლითა და სამი შემოსასვლელი კარიბჭით, რომელიც 100 წლის განმავლობაში შენდებოდა.

 

 

კედელთან ნახავთ Castelo de Faro-ის ციხე-სიმაგრეს. ძველი ქალაქის გარეთ ფარუს საკათედრო მოედანია. აქ მთავარი საგანძურია მე-18 საუკუნეში დაარსებული სემინარია და საეპისკოპოსო სასახლე, რომელიც ახლაც ალგარვის ეპისკოპოსების რეზიდენციის ფუნქცია ასრულებს.

 


აქვეა საკათედრო ტაძარიც, რომელსაც ასევე იცნობენ როგორც წმინდა მარიას ეკლესია. მე-13 საუკუნეში მეჩეთის ადგილას აშენებული ეკლესია, მხოლოდ 300 წლის შემდეგ გახდა საკათედრო ტაძარი. ტაძრის არქიტექტურა გოთიკის, ბაროკოს და რენესანსის სტილების ნაზავს წარმოადგენს. სამწუხაროდ რამდენიმე რეკონსტრუქციის შედეგად ძველი შენობისგან მხოლოდ სამრეკლო და სამლოცველო დარჩა. 

 


ფარუში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტურისტული ადგილია მე-18 საუკუნის ძვლების კაპელა, რომლის კედლები 1250 მონაზვნის ძვლით არის „მორთული“. პატარა ფანჯრების გამო ყველაზე ნათელ ამინდშიც კი შენობაში ბნელა და თავისებული მისტიური ატმოსფერო სადგურობს, ამას ემატება კაპელას შესასვლელში გამაფრთხილებელი ნიშანი „ჩვენი ძვლები ელოდებიან შენსას“ (მეორე ინტერპრეტაცია „ძვლები ელიან თავის ძვლებს“)

 


ეშტოის სასახლე - არქიტექტურის მარგალიტად შეიძლება ჩაითვალოს. შენობა გაფორმებულია მე-17 საუკუნისთვის იშვიათი როროკოს სტილში და დამუშავებულია ანტიკური კოლონებით. 

 


ადგილობრივი უძველესი ღირშესანიშნაობების გარდა ფარუ ტურისტებს სანაპიროზე დასვენებასაც სთავაზობს. ქალაქის ახლოს მდებარე გრძელი სანაპირო „პრაია დე ფარუ“ სისუფთავის გამო დაჯილდოებულია ცისფერი დროშით. 

 

ტურები პორტუგალიის მიმართულებით: პორტუგალია

მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
მოგზაურობის დაგეგმვისას იყენებთ თუ არა ტურისტული კომპანიის მომსახურებას?
მოგზაურობის დაგეგმვისას იყენებთ თუ არა ტურისტული კომპანიის მომსახურებას?
კი
41 %
არა
32 %
გააჩნია მიმართულებას
26 %